https://sputnik-georgia.com/20220606/uprecedento-ekonomikuri-zrda-premieri-267187908.html
უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა - პრემიერი მთავრობის ამოცანებზე
უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა - პრემიერი მთავრობის ამოცანებზე
Sputnik საქართველო
გრძელდება საქართველოს ეკონომიკის განვითარება, ქვეყანაში ძალზე დადებითი დინამიკაა, განაცხადა პრემიერმა. 06.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-06T18:08+0400
2022-06-06T18:08+0400
2022-06-06T22:41+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250989648_0:17:1280:737_1920x0_80_0_0_96b4687a27b453da6751f05d31e3c843.jpg
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოში ეკონომიკა ვითარდება – ქვეყანაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო მაჩვენებელია 10,8%.პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ფრენები პრაქტიკულად სრულად აღდგა, მიმდინარეობს ტურიზმის სწრაფი აღდგენა.„სავსეა ტურისტებით ჩვენი ქვეყანა, ქალაქები და ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვახარებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.რამდენით გაძვირდა ცხოვრება: მიმდინარე წლის მაისის სტატისტიკა>>გარდა ამისა, პრემიერის ინფორმაციით, ექსპორტის ზრდის ძალიან კარგი დინამიკაა. ბიზნესის ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა და 38,6 მილიარდი ლარი შეადგინა.ღარიბაშვილის თქმით, ბიზნეს-სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა 8,2%-ით. საშუალო ხელფასი 15 პროცენტით გაიზარდა.პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობას მაინც არ აკმაყოფილებს ასეთი მაჩვენებლები, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერდება, მაგრამ ამისთვის საჭიროა მშვიდობა, სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება.ღარიბაშვილი ასევე შეეხო ინფლაციის საკითხს და მას მთელი მსოფლიოს გამოწვევა უწოდა. მისი თქმით, ევროპაში ინფლაცია პიკზეა – თითქმის ყველა ქვეყანაში ისტორიულ მაქსიმუმზე, მათ შორის, საფრანგეთსა და გერმანიაში.„მაგალითად, თურქეთში 73% იყო მაისში ინფლაცია... მოლდოვაში – 27%, ესტონეთში – 18%, რუსეთში – 17%, ბელარუსში – 16%, მეზობელ ქვეყნებშიც არის ორნიშნა: აზერბაიჯანში 12,8% არის, სომხეთში – 9%-მდე“, – აღნიშნა პრემიერმა.წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის მაისში, გასული წლის მაისთან შედარებით) 13,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.საქართველოში ფასები კვლავ მაღალი ტემპებით იზრდება - ახალი სტატისტიკა>>საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა მრავალი სირთულის წინაშე დააყენა და ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების დაჩქარებული ზრდის ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს პრობლემად რჩება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში.საქართველოს ხელისუფლება ინფლაციის დონის შემცირებას 2022 წლის მეორე ნახევარში ელოდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. თუმცა, მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250989648_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_1d68d71717a0a8e6dfc05c7a0156f353.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო
უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა - პრემიერი მთავრობის ამოცანებზე
18:08 06.06.2022 (განახლებულია: 22:41 06.06.2022) გრძელდება საქართველოს ეკონომიკის განვითარება, ქვეყანაში ძალზე დადებითი დინამიკაა, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოში ეკონომიკა ვითარდება – ქვეყანაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო მაჩვენებელია 10,8%.
„ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში არის ძალიან პოზიტიური დინამიკა, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა... ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მთელ მსოფლიოში. პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 14%-იანი ეკონომიკური ზრდით, ოთხ თვეში გამოგვივიდა 10,8% ეკონომიკური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ფრენები პრაქტიკულად სრულად აღდგა, მიმდინარეობს ტურიზმის სწრაფი აღდგენა.
„სავსეა ტურისტებით ჩვენი ქვეყანა, ქალაქები და ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვახარებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერის ინფორმაციით, ექსპორტის ზრდის ძალიან კარგი დინამიკაა. ბიზნესის ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა და 38,6 მილიარდი ლარი შეადგინა.
ღარიბაშვილის თქმით, ბიზნეს-სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა 8,2%-ით. საშუალო ხელფასი 15 პროცენტით გაიზარდა.
„ზოგადად, სიღარიბე, სიღარიბის დონე, შეიძლება ითქვას, ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული, ამ წლებში 17,5% შეადგინა. ასეთი შემცირება არ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2010 წელს, თუ არ ვცდები, 38% იყო სიღარიბის დონე, 2012 წელს კი, როდესაც ჩვენ მოვედით ხელსუფლებაში – 34%“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობას მაინც არ აკმაყოფილებს ასეთი მაჩვენებლები, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერდება, მაგრამ ამისთვის საჭიროა მშვიდობა, სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება.
ღარიბაშვილი ასევე შეეხო ინფლაციის საკითხს და მას მთელი მსოფლიოს გამოწვევა უწოდა. მისი თქმით, ევროპაში ინფლაცია პიკზეა – თითქმის ყველა ქვეყანაში ისტორიულ მაქსიმუმზე, მათ შორის, საფრანგეთსა და გერმანიაში.
„მაგალითად, თურქეთში 73% იყო მაისში ინფლაცია... მოლდოვაში – 27%, ესტონეთში – 18%, რუსეთში – 17%, ბელარუსში – 16%, მეზობელ ქვეყნებშიც არის ორნიშნა: აზერბაიჯანში 12,8% არის, სომხეთში – 9%-მდე“, – აღნიშნა პრემიერმა.
წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის მაისში, გასული წლის მაისთან შედარებით) 13,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა მრავალი სირთულის წინაშე დააყენა და ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების დაჩქარებული ზრდის ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს პრობლემად რჩება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში.
საქართველოს ხელისუფლება ინფლაციის დონის შემცირებას 2022 წლის მეორე ნახევარში ელოდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. თუმცა, მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.