https://sputnik-georgia.com/20220603/ramdenit-gazvirda-cxovreba-maissi-267111173.html
რამდენით გაძვირდა ცხოვრება: მიმდინარე წლის მაისის სტატისტიკა
რამდენით გაძვირდა ცხოვრება: მიმდინარე წლის მაისის სტატისტიკა
Sputnik საქართველო
მაისში ფასები გაიზარდა ხილზე, პურზე, თევზეულზე, ზეთზე, მინერალურ წყლებზე და უალკოჰოლო სასმელებზე; შემცირდა რძეზე, ყველზე, კვერცხზე. 03.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-03T17:51+0400
2022-06-03T17:51+0400
2022-06-03T22:44+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23792/85/237928588_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_d9833074d2d5baa229d256e01f2f31d1.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1,1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13,3 პროცენტი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5,9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6,7 პროცენტით განისაზღვრა.ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რამდენიმე ჯგუფზე: საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო.ჯგუფში საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი დაფიქსირდა ფასების 6,2 პროცენტიანი მატება, რაც 0,64 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. მაგალითად, ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე 20,6 პროცენტით გაიზარდა, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება – 0,3 პროცენტით.სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0,19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ხილზე და ყურძენზე 13,0 პროცენტით, პური და პურპროდუქტები გაძვირდა 4,8 პროცენტით, თევზეული – 1,8 პროცენტით, ზეთი და ცხიმის ფასები მომატებულია 1,6 პროცენტით, ხოლო მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 1,2 პროცენტით.ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე – 4,5 პროცენტით.ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,3 პროცენტით, რაც 0,08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.ფასები გაზრდილია როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2,0 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0,3 პროცენტი).რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტრანსპორტი, საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი.სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 22 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6,88 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე 51,1 პროცენტით, პური და პურპროდუქტები გაძვირებულია 34,5 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები შარშანდელთან შედარებით წელს 23,5 პროცენტით მეტი ღირს, ხილი და ყურძენი გაძვირებულია 23,3 პროცენტით, თევზეულის ფასი გაზრდილია 19,4 პროცენტით, ზეთი და ცხიმი გაძვირებულია 17,7 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო – 16,8 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი – 16,0 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული გასულ წელთან შედარებით 15,4 პროცენტით მეტი ღირს, ხორცი და ხორცის პროდუქტების ფასები კი 9,6 პროცენტით არის მომატებული.ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20 პროცენტით, რაც 2,42 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25,2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (12,9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3,0 პროცენტი);საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 16,1 პროცენტიანი მატება, რაც 1,67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ისეთ ქვეჯგუფზე, როგორიცაა ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე – 28,2 პროცენტით, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება გაძვირებულია 13,6 პროცენტით, ხოლო ელექტროენერგიაზე და აირზე ფასი მომატებულია 11,2 პროცენტით.
https://sputnik-georgia.com/20220601/produqti-kidev-gazvirdeba-267057133.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23792/85/237928588_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_365172814ed180259861badad3eecdb0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
რამდენით გაძვირდა ცხოვრება: მიმდინარე წლის მაისის სტატისტიკა
17:51 03.06.2022 (განახლებულია: 22:44 03.06.2022) მაისში ფასები გაიზარდა ხილზე, პურზე, თევზეულზე, ზეთზე, მინერალურ წყლებზე და უალკოჰოლო სასმელებზე; შემცირდა რძეზე, ყველზე, კვერცხზე.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1,1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13,3 პროცენტი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5,9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6,7 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რამდენიმე ჯგუფზე: საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო.
ჯგუფში საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი დაფიქსირდა ფასების 6,2 პროცენტიანი მატება, რაც 0,64 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. მაგალითად, ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე 20,6 პროცენტით გაიზარდა, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება – 0,3 პროცენტით.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0,19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ხილზე და ყურძენზე 13,0 პროცენტით, პური და პურპროდუქტები გაძვირდა 4,8 პროცენტით, თევზეული – 1,8 პროცენტით, ზეთი და ცხიმის ფასები მომატებულია 1,6 პროცენტით, ხოლო მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 1,2 პროცენტით.
ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე – 4,5 პროცენტით.
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,3 პროცენტით, რაც 0,08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.
ფასები გაზრდილია როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2,0 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0,3 პროცენტი).
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტრანსპორტი, საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 22 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6,88 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე 51,1 პროცენტით, პური და პურპროდუქტები გაძვირებულია 34,5 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები შარშანდელთან შედარებით წელს 23,5 პროცენტით მეტი ღირს, ხილი და ყურძენი გაძვირებულია 23,3 პროცენტით, თევზეულის ფასი გაზრდილია 19,4 პროცენტით, ზეთი და ცხიმი გაძვირებულია 17,7 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო – 16,8 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი – 16,0 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული გასულ წელთან შედარებით 15,4 პროცენტით მეტი ღირს, ხორცი და ხორცის პროდუქტების ფასები კი 9,6 პროცენტით არის მომატებული.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20 პროცენტით, რაც 2,42 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25,2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (12,9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3,0 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 16,1 პროცენტიანი მატება, რაც 1,67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ისეთ ქვეჯგუფზე, როგორიცაა ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე – 28,2 პროცენტით, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება გაძვირებულია 13,6 პროცენტით, ხოლო ელექტროენერგიაზე და აირზე ფასი მომატებულია 11,2 პროცენტით.