https://sputnik-georgia.com/20220601/produqti-kidev-gazvirdeba-267057133.html
საქართველოში პროდუქტი კიდევ უფრო გაძვირდება - გადასახადის გადამხდელთა კავშირი
საქართველოში პროდუქტი კიდევ უფრო გაძვირდება - გადასახადის გადამხდელთა კავშირი
Sputnik საქართველო
კომპანიები ფასების ზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ ინდივიდუალურად, ამბობს ექსპერტი. 01.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-01T19:44+0400
2022-06-01T19:44+0400
2022-06-01T23:03+0400
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/06/250811055_0:218:2048:1370_1920x0_80_0_0_c55b7ba83d315a2dec362d2229891b53.jpg
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. გაზის ტარიფის გაძვირება გამოიწვევს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ფასების მორიგ ზრდას, განაცხადა გადასახადების გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარემ ალექსანდრე რატიშვილმა.1 ივლისიდან „თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის ერთი კუბური მეტრი გაზის არასამომხმარებლო ტარიფი 1,1 ლარიდან 1,35 ლარამდე გაიზრდება. ტარიფის გაძვირების მიზეზად კომპანია ასახელებს ფასების კორექტირებას საბაზრო ფასების შესაბამისად. თბილისში არასამომხმარებლო ტარიფით დაახლოებით 20 ათასი აბონენტი სარგებლობს.გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კომპანიები ფასებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ ინდივიდუალურად, თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.„ვიღაცას შეიძლება ხვალვე მოუწიოს ამის გაკეთება, ვიღაცამ შეიძლება შეძლოს თავისი მოგების მარჟის ხარჯზე რამდენიმე თვე, ვთქვათ, ორი-სამი თვე ეს არ გააკეთოს. მაგრამ, საბოლოო ჯამში, უახლოეს მომავალში, რასაკვირველია, კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა იძულებული იქნება, გაზის ტარიფის ზრდა გადაიტანოს პროდუქციის სარეალიზაციო ფასზე“, – აღნიშნა მან.რატიშვილის სიტყვებით, სიტუაცია ისედაც რთულია – მთელი ნედლეული, გამოყენებული პროდუქციის წარმოების პროცესში, კატასტროფულად არის გაძვირებული.წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 12,8% შეადგინა სამიზნე 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში. ერთ წელიწადში გაძვირდა მგზავრობის საფასური (22,4%), სასტუმროები და რესტორნები (12,5%), ჯანდაცვა (2,8%). აპრილამდე ერთ წელიწადში სურსათის ფასები 21,3%-ით გაიზარდა.რატიშვილმა აღიარა ასევე, რომ ინფორმაცია კომერციული გაზის გაძვირებაზე მოულოდნელი იყო ბიზნეს-სექტორისთვის. მოლაპარაკებების შემდეგ კომპანიების წარმომადგენლებმა ამ საკითხის გადასაჭრელად, შესაძლოა, მოითხოვონ შეხვედრა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან.ეკონომიკის მინისტრი: ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ფასები დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ>>თბილისის გარდა, გაზი ძვირდება რეგიონებშიც. Socar Georgia Gas-ის აბონენტებისთვის ერთი კუბური მეტრი გაზის არასამომხმარებლო ტარიფი 1,15 ლარიდან 1,38 ლარამდე მოიმატებს.ორივე კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამჯერად გაზის გაძვირება შეეხება პურის საცხობებსაც, რომლებიც დღემდე შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობდნენ. თუმცა რეგიონებში საცხობები ერთ კუბურ მეტრში ამჟამინდელი 0,95 ლარის ნაცვლად 1,15 ლარს გადაიხდიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/06/250811055_0:320:2048:1856_1920x0_80_0_0_1a2d11f3b87a178911574e617f94bf37.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოში პროდუქტი კიდევ უფრო გაძვირდება - გადასახადის გადამხდელთა კავშირი
19:44 01.06.2022 (განახლებულია: 23:03 01.06.2022) კომპანიები ფასების ზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ ინდივიდუალურად, ამბობს ექსპერტი.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. გაზის ტარიფის გაძვირება გამოიწვევს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ფასების მორიგ ზრდას, განაცხადა გადასახადების გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარემ ალექსანდრე რატიშვილმა.
1 ივლისიდან „თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის ერთი კუბური მეტრი გაზის არასამომხმარებლო ტარიფი 1,1 ლარიდან 1,35 ლარამდე გაიზრდება. ტარიფის გაძვირების მიზეზად კომპანია ასახელებს ფასების კორექტირებას საბაზრო ფასების შესაბამისად. თბილისში არასამომხმარებლო ტარიფით დაახლოებით 20 ათასი აბონენტი სარგებლობს.
„გაძვირება პირდაპირ აისახება ჩვენი პროდუქციის თვითღირებულებაზე, ეს კი თავისთავად გულისხმობს, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში, როდესაც კომპანიები ამ ცვლილებების შესაბამისად რევიზიას ჩაატარებენ, ეს გაძვირება აუცილებლად აისახება რეალიზაციის ფასზე. სხვა გზა უბრალოდ არ რჩება“, – განაცხადა რატიშვილმა BMG-ს ეთერში, გადაცემა „საქმის კურსში“.
გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კომპანიები ფასებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ ინდივიდუალურად, თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
„ვიღაცას შეიძლება ხვალვე მოუწიოს ამის გაკეთება, ვიღაცამ შეიძლება შეძლოს თავისი მოგების მარჟის ხარჯზე რამდენიმე თვე, ვთქვათ, ორი-სამი თვე ეს არ გააკეთოს. მაგრამ, საბოლოო ჯამში, უახლოეს მომავალში, რასაკვირველია, კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა იძულებული იქნება, გაზის ტარიფის ზრდა გადაიტანოს პროდუქციის სარეალიზაციო ფასზე“, – აღნიშნა მან.
რატიშვილის სიტყვებით, სიტუაცია ისედაც რთულია – მთელი ნედლეული, გამოყენებული პროდუქციის წარმოების პროცესში, კატასტროფულად არის გაძვირებული.
წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 12,8% შეადგინა სამიზნე 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში. ერთ წელიწადში გაძვირდა მგზავრობის საფასური (22,4%), სასტუმროები და რესტორნები (12,5%), ჯანდაცვა (2,8%). აპრილამდე ერთ წელიწადში სურსათის ფასები 21,3%-ით გაიზარდა.
„სამომხმარებლო ბაზარზე ვხედავთ პირველადი მოხმარების საქონლისა და პროდუქტების გაძვირებას, ინფლაციის მაჩვენებელი ოფიციალური მონაცემებით 13%-ია, არაოფიციალურად კი, შეიძლება, ბევრად მეტი“, – აღნიშნა რატიშვილმა.
რატიშვილმა აღიარა ასევე, რომ ინფორმაცია კომერციული გაზის გაძვირებაზე მოულოდნელი იყო ბიზნეს-სექტორისთვის. მოლაპარაკებების შემდეგ კომპანიების წარმომადგენლებმა ამ საკითხის გადასაჭრელად, შესაძლოა, მოითხოვონ შეხვედრა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან.
თბილისის გარდა, გაზი ძვირდება რეგიონებშიც. Socar Georgia Gas-ის აბონენტებისთვის ერთი კუბური მეტრი გაზის არასამომხმარებლო ტარიფი 1,15 ლარიდან 1,38 ლარამდე მოიმატებს.
ორივე კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამჯერად გაზის გაძვირება შეეხება პურის საცხობებსაც, რომლებიც დღემდე შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობდნენ. თუმცა რეგიონებში საცხობები ერთ კუბურ მეტრში ამჟამინდელი 0,95 ლარის ნაცვლად 1,15 ლარს გადაიხდიან.