https://sputnik-georgia.com/20220527/levan-davitasvili-266945495.html
ეკონომიკის მინისტრი: ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ფასები დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ
ეკონომიკის მინისტრი: ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ფასები დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველოში ფასები არ გაიზარდოს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან... 27.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-27T21:37+0400
2022-05-27T21:37+0400
2022-05-27T23:14+0400
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/68/234406870_0:3:2000:1128_1920x0_80_0_0_12af75865f129839734d74ae158c0de7.jpg
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველოში ფასები არ გაიზარდოს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.მინისტრის თქმით, მთავრობა ასევე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა შენარჩუნდეს დასაქმების მაჩვენებელი და სამუშაო ადგილები.დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკური გუნდისთვის მთავარი პასუხისმგებლობა მოსახლეობისთვის ნორმალური საარსებო გარემოსა და ეკონომიკური პირობების შექმნაა.დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ ხელი შეუწყო იმას, რომ ქვეყანაში მოწოდების სხვა წყაროებიდან შემოსულიყო ალტერნატიული საწვავი, რის შედეგადაც ფასებმა კლება დაიწყო, განსაკუთრებით, არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/68/234406870_624:52:1982:1070_1920x0_80_0_0_6921090a9a1681b26c6cdb9b6792d54f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
ეკონომიკის მინისტრი: ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ფასები დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ
21:37 27.05.2022 (განახლებულია: 23:14 27.05.2022) თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველოში ფასები არ გაიზარდოს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, მთავრობა ასევე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა შენარჩუნდეს დასაქმების მაჩვენებელი და სამუშაო ადგილები.
დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკური გუნდისთვის მთავარი პასუხისმგებლობა მოსახლეობისთვის ნორმალური საარსებო გარემოსა და ეკონომიკური პირობების შექმნაა.
„ინფლაციაზე დიდწილად მოქმედებს ორი რამ: ეს არის საკვები პროდუქტები და საწვავი. საწვავთან დაკავშირებით, პრემიერის ინიციატივით, მოკვლევა გააკეთა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა და კონკურენციის სააგენტოსთან ერთად ჩვენ ვიმუშავეთ, რომ დეტალურად გაგვეანალიზებინა მიწოდების ყველა რგოლი“, – აღნიშნა მინისტრმა.
დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ ხელი შეუწყო იმას, რომ ქვეყანაში მოწოდების სხვა წყაროებიდან შემოსულიყო ალტერნატიული საწვავი, რის შედეგადაც ფასებმა კლება დაიწყო, განსაკუთრებით, არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე.