https://sputnik-georgia.com/20220531/dafiqsirda-tu-ara-saqartvelosi-maimunis-yvavili-gamyrelize-267014300.html
როგორ ხვდება საქართველო მაიმუნის ყვავილის შესაძლო გავრცელებას: გამყრელიძის განმარტება
როგორ ხვდება საქართველო მაიმუნის ყვავილის შესაძლო გავრცელებას: გამყრელიძის განმარტება
Sputnik საქართველო
ჯანმოს განცხადებით, მაიმუნის ყვავილი ამ ეტაპზე არ განიხილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად ან მასობრივი ვაქცინაციის დაწყების მიზეზად. 31.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-31T15:47+0400
2022-05-31T15:47+0400
2022-05-31T20:56+0400
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251021760_98:444:2152:1600_1920x0_80_0_0_4a23d561d90028b2f54286b95e6c1e9c.jpg
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველო ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ავტორიზებული მაიმუნის ყვავილის სამკურნალო მედიკამენტის მიღების თაობაზე განაცხადს გააკეთებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 13 მაისს გაავრცელა. ვირუსი, განსხვავებით COVID-19-სგან, ახალი არ არის – პირველი შემთხვევა 1970 წელს კონგოში დაფიქსირდა.გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში მაიმუნის ყვავილი ჯერ დადასტურებული არ არის.როგორც დღეს ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, ამ ეტაპისთვის არსებობს ორი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის და წამლისა და სურსათის სააგენტოს მიერ არის ნებადართული. მისი განმარტებით, პრეპარატები ყვავილის წინააღმდეგ გამოიყენება და მათ ანალოგიური დაცულობისა და განკურნების მექანიზმი აქვთ მაიმუნის ყვავილზეც.მაიმუნის ყვავილი და საქართველო: რას აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში?>>„მაიმუნის ყვავილი ახლად აღმოცენებული არ არის, მისი გენომური შინაარსი ცნობილია. ყვავილის ვაქცინით აცრილები, დიდი ალბათობით, დაცული არიან მაიმუნის ყვავილისგან“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.ალერგოლოგ-იმუნოლოგის განმარტებით, აუცილებელია დაავადებულთან 3 საათზე მეტი ხნით კონტაქტი ორ მეტრზე ნაკლები დისტანციით, რომ ადამიანი აღნიშნული ვირუსით დაინფიცირდეს.Monkeypox (მაიმუნის ყვავილი) იშვიათი ზოონოზური ვირუსული ინფექციაა, რომლის სიმპტომებიც ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი ყვავილის სიმპტომებს. მაიმუნის ყვავილის ვირუსი ადამიანს ავადმყოფის ინფიცირებით დაზიანებულ კერებთან, ბიოლოგიურ სითხეებთან და ვირუსით დაბინძურებულ ქსოვილებთან (მაგალითად, ლოგინის თეთრეული) მჭიდრო კონტაქტითა და ასევე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. საინკუბაციო პერიოდი 6-13 დღეს მოიცავს, თუმცა შესაძლოა 5-21 დღემდე გაგრძელდეს. მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდე მერყეობს.მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება.1-3 დღეში სახეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს. ამ ტიპის გამონაყარი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება და მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბურები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.მასობრივი ვაქცინაცია მაიმუნის ყვავილზე: ჯანმო ახალ განცხადებას ავრცელებს>>დიაგნოსტიკა ხდება PCR–ტესტირების მეთოდით. გადამტანად გვევლინებიან მღრღნელები და პრიმატები.
https://sputnik-georgia.com/20220530/maimunis-yvavili-266972752.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251021760_426:425:1992:1600_1920x0_80_0_0_8653c1f944958a8e413adf2d9aadd6c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
როგორ ხვდება საქართველო მაიმუნის ყვავილის შესაძლო გავრცელებას: გამყრელიძის განმარტება
15:47 31.05.2022 (განახლებულია: 20:56 31.05.2022) ჯანმოს განცხადებით, მაიმუნის ყვავილი ამ ეტაპზე არ განიხილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად ან მასობრივი ვაქცინაციის დაწყების მიზეზად.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველო ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ავტორიზებული მაიმუნის ყვავილის სამკურნალო მედიკამენტის მიღების თაობაზე განაცხადს გააკეთებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 13 მაისს გაავრცელა. ვირუსი, განსხვავებით COVID-19-სგან, ახალი არ არის – პირველი შემთხვევა 1970 წელს კონგოში დაფიქსირდა.
გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში მაიმუნის ყვავილი ჯერ დადასტურებული არ არის.
„რა თქმა უნდა, პრეპარატზე განაცხადს გავაკეთებთ. ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს აღნიშნულ საკითხზე“, – აღნიშნა გამყრელიძემ და დასძინა, რომ მაიმუნის ყვავილის დიაგნოსტიკის საშუალება საქართველოში არის.
როგორც დღეს ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, ამ ეტაპისთვის არსებობს ორი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის და წამლისა და სურსათის სააგენტოს მიერ არის ნებადართული. მისი განმარტებით, პრეპარატები ყვავილის წინააღმდეგ გამოიყენება და მათ ანალოგიური დაცულობისა და განკურნების მექანიზმი აქვთ მაიმუნის ყვავილზეც.
„მაიმუნის ყვავილი ახლად აღმოცენებული არ არის, მისი გენომური შინაარსი ცნობილია. ყვავილის ვაქცინით აცრილები, დიდი ალბათობით, დაცული არიან მაიმუნის ყვავილისგან“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
ალერგოლოგ-იმუნოლოგის განმარტებით, აუცილებელია დაავადებულთან 3 საათზე მეტი ხნით კონტაქტი ორ მეტრზე ნაკლები დისტანციით, რომ ადამიანი აღნიშნული ვირუსით დაინფიცირდეს.
„ეს არ არის ინფექცია, რომელიც დაცემინებით გავრცელდება, მას დიდი პანდემიის გამოწვევა, 99%-იანი ალბათობით, არ შეუძლია“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
Monkeypox (მაიმუნის ყვავილი) იშვიათი ზოონოზური ვირუსული ინფექციაა, რომლის სიმპტომებიც ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი ყვავილის სიმპტომებს. მაიმუნის ყვავილის ვირუსი ადამიანს ავადმყოფის ინფიცირებით დაზიანებულ კერებთან, ბიოლოგიურ სითხეებთან და ვირუსით დაბინძურებულ ქსოვილებთან (მაგალითად, ლოგინის თეთრეული) მჭიდრო კონტაქტითა და ასევე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. საინკუბაციო პერიოდი 6-13 დღეს მოიცავს, თუმცა შესაძლოა 5-21 დღემდე გაგრძელდეს. მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდე მერყეობს.
მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება.1-3 დღეში სახეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს. ამ ტიპის გამონაყარი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება და მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბურები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.
დიაგნოსტიკა ხდება PCR–ტესტირების მეთოდით. გადამტანად გვევლინებიან მღრღნელები და პრიმატები.