https://sputnik-georgia.com/20220524/maimunis-yvavili-da-saqaetvelo-ras-acxadeben-daavadebata-kontrolis-erovnul-centrishi-266861744.html
მაიმუნის ყვავილი და საქართველო: რას აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში?
მაიმუნის ყვავილი და საქართველო: რას აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში?
Sputnik საქართველო
ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში დადასტურებული 100-მდე შემთხვევიდან მძიმე მიმდინარეობის არცერთი არ ყოფილა, აღნიშნა პაატა იმნაძემ. 24.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-24T18:17+0400
2022-05-24T18:17+0400
2022-05-24T22:25+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/01/249326990_0:54:3000:1742_1920x0_80_0_0_197670e30c5a43ab3993daf730ddbc16.jpg
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. თანამედროვე პირობებში მაიმუნის ყვავილის შეჩერება რთული არ არის, რადგან ის არ არის ისეთი გადამდები, როგორიც იყო კორონავირუსი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 13 მაისს გაავრცელა. ვირუსი, განსხვავებით COVID-19-სგან, ახალი არ არის – პირველი შემთხვევა 1970 წელს კონგოში დაფიქსირდა.მისი თქმით, როდესაც დედამიწაზე ვაქცინაციის წყალობით ნატურალური ყვავილის დამარცხება მოხდა, მაშინ ყვავილის სხვადასხვა ვარიანტი გაჩნდა – ეს იყო მაიმუნის ყვავილი, ძროხის ყვავილი და ა.შ. იმნაძის განმარტებით, საქართველოში ძროხის ყვავილი რამდენიმე წელიწადში ერთხელ ვლინდება. რაც შეეხება მაიმუნის ყვავილს, საქართველოში იგი არ დაფიქსირებულა, თუმცა მიმდინარეობს აქტიური მეთვალყურეობა.როგორც იმნაძემ განაცხადა, არსებობს აღნიშნული ინფექციის ორი ვარიანტი: ცენტრალურ-აფრიკული და დასავლეთ-აფრიკული. დასავლეთ-აფრიკული ვარიანტის შემთხვევაში ლეტალობა დაახლოებით 1%-ია, ცენტრალურ-აფრიკულის შემთხვევაში – 10%.რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ: ინფექციონისტის განმარტება>>>ევროპის ქვეყნებში დასავლეთ-აფრიკული ვარიანტია გავრცელებული, რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში დადასტურებული 100-მდე შემთხვევიდან მძიმე მიმდინარეობის არცერთი ყოფილა.„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას. მთელი მსოფლიო, ჩემი კოლეგები დაკვირვების რეჟიმში არიან“, – აღნიშნა იმნაძემ.ინფექციონისტის განმარტებით, საქართველოში მსგავს დაავადებებზე ზედამხედველობის სისტემა კარგად მუშაობს, მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით კი საშიში არაფერია. უფრო მეტიც, განგაშის სიგნალი იმ ქვეყნებშიც კი არ ჩართულა, სადაც ინფექცია გამოვლინდა.„ჯერჯერობით საშიში არაფერია. ორი დღის წინ დავბრუნდი ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან. ევროპის ქვეყნებში - ესპანეთში, პორტუგალიაში, დიდ ბრიტანეთში, სადაც ინფექციის ბევრი შემთხვევაა, განგაშის სიგნალი არ ჩართულა“, – განაცხადა იმნაძემ.როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა საკმაოდ ეფექტურია, თუმცა იგი 1980 წლიდან აღარ გამოიყენება, რამდენადაც ინფექციის დამარცხება მოხერხდა.2022 წლის 22 მაისის მონაცემებით, მსოფლიოს 12 ქვეყანაში დაფიქსირებულია 92 დადასტურებული და 28 საეჭვო შემთხვევა.არცერთი მათგანი აფრიკაში მოგზაურობას არ უკავშირდება.მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება.ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე გადადის მჭიდრო კონტაქტის და სქესობრივი კავშირის გზით. ინკუბაციური პერიოდია 6-13 დღე (შეიძლება 21 დღემდეც). 1-3 დღეში სახეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს. ამ ტიპის გამონაყარი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება და მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბურები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.დიაგნოსტიკა ხდება PCR–ტესტირების მეთოდით. გადამტანად გვევლინებიან მღრღნელები და პრიმატები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/01/249326990_304:0:2697:1795_1920x0_80_0_0_c3c32dfe164fdd99284a56e7eec3d958.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
მაიმუნის ყვავილი და საქართველო: რას აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში?
18:17 24.05.2022 (განახლებულია: 22:25 24.05.2022) ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში დადასტურებული 100-მდე შემთხვევიდან მძიმე მიმდინარეობის არცერთი არ ყოფილა, აღნიშნა პაატა იმნაძემ.
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. თანამედროვე პირობებში მაიმუნის ყვავილის შეჩერება რთული არ არის, რადგან ის არ არის ისეთი გადამდები, როგორიც იყო კორონავირუსი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 13 მაისს გაავრცელა. ვირუსი, განსხვავებით COVID-19-სგან, ახალი არ არის – პირველი შემთხვევა 1970 წელს კონგოში დაფიქსირდა.
„ალბათ მაიმუნის ყვავილის შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არ მგონია ეპიდემიაში გადაიზარდოს... სხვათა შორის, საქართველოში რამდენიმე წლის წინ ყვავილის კიდევ ერთი ნაირსახეობა აღმოვაჩინეთ, რომელსაც ახმეტა ვირუსი ვუწოდეთ, რადგან მთის საძოვრებზე, მწყემსებში გამოვლინდა“, – განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, როდესაც დედამიწაზე ვაქცინაციის წყალობით ნატურალური ყვავილის დამარცხება მოხდა, მაშინ ყვავილის სხვადასხვა ვარიანტი გაჩნდა – ეს იყო მაიმუნის ყვავილი, ძროხის ყვავილი და ა.შ. იმნაძის განმარტებით, საქართველოში ძროხის ყვავილი რამდენიმე წელიწადში ერთხელ ვლინდება. რაც შეეხება მაიმუნის ყვავილს, საქართველოში იგი არ დაფიქსირებულა, თუმცა მიმდინარეობს აქტიური მეთვალყურეობა.
როგორც იმნაძემ განაცხადა, არსებობს აღნიშნული ინფექციის ორი ვარიანტი: ცენტრალურ-აფრიკული და დასავლეთ-აფრიკული. დასავლეთ-აფრიკული ვარიანტის შემთხვევაში ლეტალობა დაახლოებით 1%-ია, ცენტრალურ-აფრიკულის შემთხვევაში – 10%.
ევროპის ქვეყნებში დასავლეთ-აფრიკული ვარიანტია გავრცელებული, რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში დადასტურებული 100-მდე შემთხვევიდან მძიმე მიმდინარეობის არცერთი ყოფილა.
„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას. მთელი მსოფლიო, ჩემი კოლეგები დაკვირვების რეჟიმში არიან“, – აღნიშნა იმნაძემ.
ინფექციონისტის განმარტებით, საქართველოში მსგავს დაავადებებზე ზედამხედველობის სისტემა კარგად მუშაობს, მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით კი საშიში არაფერია. უფრო მეტიც, განგაშის სიგნალი იმ ქვეყნებშიც კი არ ჩართულა, სადაც ინფექცია გამოვლინდა.
„ჯერჯერობით საშიში არაფერია. ორი დღის წინ დავბრუნდი ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან. ევროპის ქვეყნებში - ესპანეთში, პორტუგალიაში, დიდ ბრიტანეთში, სადაც ინფექციის ბევრი შემთხვევაა, განგაშის სიგნალი არ ჩართულა“, – განაცხადა იმნაძემ.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა საკმაოდ ეფექტურია, თუმცა იგი 1980 წლიდან აღარ გამოიყენება, რამდენადაც ინფექციის დამარცხება მოხერხდა.
„თუ საჭირო გახდება, ეს ვაქცინა არსებობს, მსოფლიოს მისი წარმოების პოტენციალი აქვს, ასე რომ, დიდ გართულებებს მე არ ველოდები. რა თქმა უნდა, აუცილებელია ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა“, – აღნიშნა იმნაძემ.
2022 წლის 22 მაისის მონაცემებით, მსოფლიოს 12 ქვეყანაში დაფიქსირებულია 92 დადასტურებული და 28 საეჭვო შემთხვევა.არცერთი მათგანი აფრიკაში მოგზაურობას არ უკავშირდება.
მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება.
ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე გადადის მჭიდრო კონტაქტის და სქესობრივი კავშირის გზით. ინკუბაციური პერიოდია 6-13 დღე (შეიძლება 21 დღემდეც). 1-3 დღეში სახეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს. ამ ტიპის გამონაყარი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება და მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბურები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.
დიაგნოსტიკა ხდება PCR–ტესტირების მეთოდით. გადამტანად გვევლინებიან მღრღნელები და პრიმატები.