https://sputnik-georgia.com/20220530/maimunis-yvavili-266972752.html
ჯანმო: ზოგ ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის ერთი შემთხვევაც კი ეპიდემიად განიხილება
ჯანმო: ზოგ ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის ერთი შემთხვევაც კი ეპიდემიად განიხილება
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) მაიმუნის ყვავილის 257 დადასტურებული და 120 საეჭვო შემთხვევა დააფიქსირა მსოფლიოს 23... 30.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-30T10:26+0400
2022-05-30T10:26+0400
2023-07-20T15:44+0400
მსოფლიო დღეს
ჯანმო
მაიმუნის ყვავილი
საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/10/266661650_0:228:3076:1958_1920x0_80_0_0_3635c86008e50f172eff16532b1949fc.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) მაიმუნის ყვავილის 257 დადასტურებული და 120 საეჭვო შემთხვევა დააფიქსირა მსოფლიოს 23 ქვეყანაში, ნათქვამია ჯანმოს ახალ ანგარიშში.აღინიშნება, რომ დაავადებით გამოწვეული ლეტალური შემთხვევები ჯერ არ გამოვლენილა.როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ქვეყანაში დაავადება უეცრად და ერთდროულად გაჩნდა, მათ შორის არაენდემურ რაიონებში, ვირუსი, შესაძლოა, მის შემჩნევამდეც ვრცელდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში.როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მაიმუნის ყვავილით ინფიცირების შემთხვევები ძირითადად დაფიქსირებულია „მამაკაცებში, რომლებსაც სექსუალური კონტაქტები აქვთ მამაკაცებთან“.Monkeypox (მაიმუნის ყვავილი) იშვიათი ზოონოზური ვირუსული ინფექციაა, რომლის სიმპტომებიც ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი ყვავილის სიმპტომებს. მაიმუნის ყვავილის ვირუსი ადამიანს ავადმყოფის ინფიცირებით დაზიანებულ კერებთან, ბიოლოგიურ სითხეებთან და ვირუსით დაბინძურებულ ქსოვილებთან (მაგალითად, ლოგინის თეთრეული) მჭიდრო კონტაქტითა და ასევე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. საინკუბაციო პერიოდი 6-13 დღეს მოიცავს, თუმცა შესაძლოა 5-21 დღემდე გაგრძელდეს. მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდე მერყეობს.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 27 მაისს განაცხადა, რომ მაიმუნის ყვავილი ამ ეტაპზე არ განიხილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად ან მასობრივი ვაქცინაციის დაწყების მიზეზად.
https://sputnik-georgia.com/20220523/maimunis-yvavilis-sawyisi-siptomebi-266832032.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/10/266661650_293:0:3022:2047_1920x0_80_0_0_469a9f1154287a6dec5fb86ba68291b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანმო , მაიმუნის ყვავილი, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
ჯანმო , მაიმუნის ყვავილი, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) მაიმუნის ყვავილის 257 დადასტურებული და 120 საეჭვო შემთხვევა დააფიქსირა მსოფლიოს 23 ქვეყანაში, ნათქვამია ჯანმოს ახალ
ანგარიშში.
აღინიშნება, რომ დაავადებით გამოწვეული ლეტალური შემთხვევები ჯერ არ გამოვლენილა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ქვეყანაში დაავადება უეცრად და ერთდროულად გაჩნდა, მათ შორის არაენდემურ რაიონებში, ვირუსი, შესაძლოა, მის შემჩნევამდეც ვრცელდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
„ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები გრძელდება. დაფიქსირებული შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობას ჯერჯერობით არ აქვს დადგენილი სამოგზაურო კავშირები ენდემურ ზონასთან <...> მაიმუნის ყვავილის დადასტურებული და საეჭვო შემთხვევების გამოვლენა ენდემურ ზონასთან პირდაპირი კავშირის გარეშე ატიპიურია“, — ნათქვამია ჯანმოს ახალ ანგარიშში.
ამასთანავე ანგარიშში აღინიშნება, რომ არაენდემურ ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის ერთი შემთხვევაც კი უკვე ეპიდემიად განიხილება.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მაიმუნის ყვავილით ინფიცირების შემთხვევები ძირითადად დაფიქსირებულია „მამაკაცებში, რომლებსაც სექსუალური კონტაქტები აქვთ მამაკაცებთან“.
Monkeypox (მაიმუნის ყვავილი) იშვიათი ზოონოზური ვირუსული ინფექციაა, რომლის სიმპტომებიც ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი ყვავილის სიმპტომებს. მაიმუნის ყვავილის ვირუსი ადამიანს ავადმყოფის ინფიცირებით დაზიანებულ კერებთან, ბიოლოგიურ სითხეებთან და ვირუსით დაბინძურებულ ქსოვილებთან (მაგალითად, ლოგინის თეთრეული) მჭიდრო კონტაქტითა და ასევე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. საინკუბაციო პერიოდი 6-13 დღეს მოიცავს, თუმცა შესაძლოა 5-21 დღემდე გაგრძელდეს. მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდე მერყეობს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 27 მაისს განაცხადა, რომ მაიმუნის ყვავილი ამ ეტაპზე არ განიხილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად ან მასობრივი ვაქცინაციის დაწყების მიზეზად.