https://sputnik-georgia.com/20220523/maimunis-yvavilis-sawyisi-siptomebi-266832032.html
მაიმუნის ყვავილის საწყისი სიმპტომები და რისკის ჯგუფები: ბრიტანელი ექიმების განმარტება
მაიმუნის ყვავილის საწყისი სიმპტომები და რისკის ჯგუფები: ბრიტანელი ექიმების განმარტება
Sputnik საქართველო
ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტო სპეციალისტებმა სპეციალური რეკომენდაციები გამოაქვეყნეს მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით
2022-05-23T15:52+0400
2022-05-23T15:52+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/15/261352882_0:69:3399:1981_1920x0_80_0_0_549b1d635029176c6bcf146f80cbc2af.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. მაიმუნის ყვავილი, რომელიც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, უკვე 92 ქვეყანაშია გამოვლენილი, იშვითი ინფექციაა, რომელსაც ძირითადად ველური ცხოველები ავრცელებენ დასავლეთი და ცენტრალური აფრიკის ზოგ რეგიონში.როგორც დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) ახალ სახელმძღვანელოშია ნათქვამი, პირი, რომელსაც „პირდაპირი კონტაქტი“ ჰქონდა მაიმუნის ყვავილთან, 21-დღიან კარანტინში უნდა მოთავსდეს.ასეთებს ხაზგასმით ურჩევენ, თავი აარიდონ ადამიანებთან ურთიერთობას, განსაკუთრებით კი ორსულებთან და 12 წლამდე ბავშვებთან.იგივე რეკომენდაცია ვრცელდება მათზეც, ვისაც მაიმუნის ყვავილთან საყოფაცხოვრებო შეხება ჰქონია. იგულისხმება სქესობრივი, ასევე ინფიცირებულის ბიოლოგიურ სითხეებთან (თვალებიდან, პირიდან თუ ცხვირიდან) კონტაქტი.როგორც UKHSA-ს სპეციალისტები აღნიშნავენ, მაღალი რისკის კონტაქტად ასევე მიიჩნევა ინფიცირებულისთვის ლოგინის თეთრეულის გამოცვლა სპეციალური დამცავი საშუალებების გარეშე.როგორც სააგენტოს მთავარი სამედიცინო მრჩეველი, დოქტორი სუზან ჰოპკინსი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მაიმუნის ყვავილი, „როგორც წესი, ძნელად გადადის ადამიანიდან ადამიანზე“, აუცილებელია ყურადღება მიექცეს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა:მისი თქმით, სწორედ ეს ნიშნები მიიჩნევა მაიმუნის ყვავილის საწყის სიმპტომებად.ამასთან დოქტორი განმარტავს, რომ გამონაყარი იცვლება და რამდენიმე სტადიას გადის — ის შესაძლოა ჰგავდეს ჩუტყვავილას ან სიფილისს, სანამ ქერქი საბოლოოდ ჩამოყალიბდება.მაიმუნის ყვავილის სიმპტომები ინფიცირებიდან 5-21 დღის შუალედში ჩნდება.მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ სპეციალური ვაქცინა არ არსებობს, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ჩვეულებრივი ყვავილის ვაქცინა (MVA-BN) 85%-იან ეფექტურობას იჩენს ვირუსის მიმართ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/15/261352882_334:0:3065:2048_1920x0_80_0_0_98b689597b47137839c6a2a6263324f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მაიმუნის ყვავილის სიმპტომები რისკის ჯგუფები
მაიმუნის ყვავილის სიმპტომები რისკის ჯგუფები
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. მაიმუნის ყვავილი, რომელიც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, უკვე 92 ქვეყანაშია გამოვლენილი, იშვითი ინფექციაა, რომელსაც ძირითადად ველური ცხოველები ავრცელებენ დასავლეთი და ცენტრალური აფრიკის ზოგ რეგიონში.
როგორც დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) ახალ სახელმძღვანელოშია ნათქვამი, პირი, რომელსაც „პირდაპირი კონტაქტი“ ჰქონდა მაიმუნის ყვავილთან, 21-დღიან კარანტინში უნდა მოთავსდეს.
ასეთებს ხაზგასმით ურჩევენ, თავი აარიდონ ადამიანებთან ურთიერთობას, განსაკუთრებით კი ორსულებთან და 12 წლამდე ბავშვებთან.
იგივე რეკომენდაცია ვრცელდება მათზეც, ვისაც მაიმუნის ყვავილთან საყოფაცხოვრებო შეხება ჰქონია. იგულისხმება სქესობრივი, ასევე ინფიცირებულის ბიოლოგიურ სითხეებთან (თვალებიდან, პირიდან თუ ცხვირიდან) კონტაქტი.
როგორც UKHSA-ს სპეციალისტები აღნიშნავენ, მაღალი რისკის კონტაქტად ასევე მიიჩნევა ინფიცირებულისთვის ლოგინის თეთრეულის გამოცვლა სპეციალური დამცავი საშუალებების გარეშე.
როგორც სააგენტოს მთავარი სამედიცინო მრჩეველი, დოქტორი სუზან ჰოპკინსი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მაიმუნის ყვავილი, „როგორც წესი, ძნელად გადადის ადამიანიდან ადამიანზე“, აუცილებელია ყურადღება მიექცეს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა:
ლიმფური კვანძების გადიდება კისრის არეში, იღლიებსა და საზარდულში (მიიჩნევა ძირითად ნიშნად, რომელიც ექიმებს საშუალებას აძლევს, განასხვავონ მაიმუნის ყვავილი ჩვეულებრივი ყვავილისგან),
უჩვეულო გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად სახეზე ჩნდება, შემდეგ კი სხეულის სხვა ნაწილებზეც ვრცელდება — სასქესო ორგანოების ჩათვლით.
მისი თქმით, სწორედ ეს ნიშნები მიიჩნევა მაიმუნის ყვავილის საწყის სიმპტომებად.
ამასთან დოქტორი განმარტავს, რომ გამონაყარი იცვლება და რამდენიმე სტადიას გადის — ის შესაძლოა ჰგავდეს ჩუტყვავილას ან სიფილისს, სანამ ქერქი საბოლოოდ ჩამოყალიბდება.
მაიმუნის ყვავილის სიმპტომები ინფიცირებიდან 5-21 დღის შუალედში ჩნდება.
მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ სპეციალური ვაქცინა არ არსებობს, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ჩვეულებრივი ყვავილის ვაქცინა (MVA-BN) 85%-იან ეფექტურობას იჩენს ვირუსის მიმართ.