https://sputnik-georgia.com/20220527/maimunis-yvavili-janmo-266942445.html
მასობრივი ვაქცინაცია მაიმუნის ყვავილზე: ჯანმო ახალ განცხადებას ავრცელებს
მასობრივი ვაქცინაცია მაიმუნის ყვავილზე: ჯანმო ახალ განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანსაც გადაეცემა.
2022-05-27T18:21+0400
2022-05-27T18:21+0400
2023-07-20T15:44+0400
მსოფლიო დღეს
ჯანმო
საზოგადოება
მაიმუნის ყვავილი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/07/265042479_500:450:3072:1897_1920x0_80_0_0_57ca57779ad9fa20fc71c012b7ddc2dd.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ადამიანებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო მასობრივ ვაქცინაციას აუცილებლად არ მიიჩნევს, განაცხადა ჯანმოს ყვავილთან ბრძოლის პროგრამის ხელმძღვანელმა როზამუნდ ლუისმა.გარდა ამისა, ჯანმო ასევე არ გასცემს მოგზაურობის შეზღუდვების ან აკრძალვის რეკომენდაციებს ენდემური ქვეყნების გარეთ.მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანსაც გადაეცემა. სპეციალისტების თქმით, ინფიცირებული ადამიანების უმეტესობა რამდენიმე კვირაში იკურნება, თუმცა ზოგ შემთხვევაში არ გამოირიცხება გართულებები.მაიმუნის ყვავილის საწყისი სიმპტომებია: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა. შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება სახეზე და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე. გამონაყარი იცვლება და გადის სხვადასხვა სტადიას მანამ, სანამ ქერქი ჩამოყალიბდება, რომელიც მოგვიანებით ცვივა.
https://sputnik-georgia.com/20220523/maimunis-yvavilis-sawyisi-siptomebi-266832032.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/07/265042479_568:0:3072:1878_1920x0_80_0_0_cab8aff183a244b0013284f7ac48e756.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მაიმუნის ყვავილი ჯანმო ინფექცია
მაიმუნის ყვავილი ჯანმო ინფექცია
მასობრივი ვაქცინაცია მაიმუნის ყვავილზე: ჯანმო ახალ განცხადებას ავრცელებს
18:21 27.05.2022 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ადამიანებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო მასობრივ ვაქცინაციას აუცილებლად არ მიიჩნევს, განაცხადა ჯანმოს ყვავილთან ბრძოლის პროგრამის ხელმძღვანელმა როზამუნდ ლუისმა.
„მასობრივი ვაქცინაციის, ფართომასშტაბიანი იმუნიზაციის საჭიროება არ არსებობს. [მაიმუნის ყვავილი] ძირითადად მჭიდრო ფიზიკური კონტაქტით გადადის და ამიტომ ამ მომენტში კონტროლის მთავარ საშუალებად კონტაქტის მოკვლევა, გამოძიება და იზოლაცია რჩება“, — აღნიშნა ლუისმა ბრიფინგზე.
გარდა ამისა, ჯანმო ასევე არ გასცემს მოგზაურობის შეზღუდვების ან აკრძალვის რეკომენდაციებს ენდემური ქვეყნების გარეთ.
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანსაც გადაეცემა. სპეციალისტების თქმით, ინფიცირებული ადამიანების უმეტესობა რამდენიმე კვირაში იკურნება, თუმცა ზოგ შემთხვევაში არ გამოირიცხება გართულებები.
მაიმუნის ყვავილის საწყისი სიმპტომებია: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა. შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება სახეზე და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე. გამონაყარი იცვლება და გადის სხვადასხვა სტადიას მანამ, სანამ ქერქი ჩამოყალიბდება, რომელიც მოგვიანებით ცვივა.