https://sputnik-georgia.com/20220520/dasaqmebis-programa-axali-monacemebi-266796160.html
დასაქმდა 12 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი: ახალი მონაცემები
დასაქმდა 12 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი: ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 1 მარტს დაიწყო. 20.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-20T23:51+0400
2022-05-20T23:51+0400
2022-05-21T00:01+0400
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141576_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_1ddf034d6f8cd285cf8defbcb3fe9bc9.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამის ფარგლებში მუშაობის დაწყების სურვილი 28,7 ათასმა ადამიანმა გამოთქვა, აქედან 12,5 ათასი დასაქმდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე წარადგინეს.სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 1 მარტს დაიწყო. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ 18 წლიდან შრომისუნარიან პირებს, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120.000-ს და რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ლერი ბარნაბიშვილს დაავალა, გაააქტიუროს მუშაობა რეგიონების მერებთან ერთად, რათა მოქალაქეები დაასაქმონ.შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები და სხვა საკითხები.დასაქმების სახელმწიფო პროგრამა: ჯანდაცვის მინისტრმა შედეგები შეაჯამა>>საქართველოში, 1 აპრილის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 652,1 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 17,5%-ს შეადგენს.პროგრამის პირობებიპროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე მუშაობაში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ დაიბეგრება. ასევე ოთხი წლის განმავლობაში ისინი შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ.სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე ფორმდება. დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.რატომ გაიზარდა საქართველოში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა: ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი>>იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა.სტატისტიკის ეროვნული ცენტრის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 20,6%-ია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141576_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_6a6ab6db9ee50c7db89108d803783a25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა
დასაქმდა 12 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი: ახალი მონაცემები
23:51 20.05.2022 (განახლებულია: 00:01 21.05.2022) სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 1 მარტს დაიწყო.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამის ფარგლებში მუშაობის დაწყების სურვილი 28,7 ათასმა ადამიანმა გამოთქვა, აქედან 12,5 ათასი დასაქმდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე წარადგინეს.
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 1 მარტს დაიწყო. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ 18 წლიდან შრომისუნარიან პირებს, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120.000-ს და რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ლერი ბარნაბიშვილს დაავალა, გაააქტიუროს მუშაობა რეგიონების მერებთან ერთად, რათა მოქალაქეები დაასაქმონ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები და სხვა საკითხები.
საქართველოში, 1 აპრილის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 652,1 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 17,5%-ს შეადგენს.
პროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე მუშაობაში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ დაიბეგრება. ასევე ოთხი წლის განმავლობაში ისინი შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ.
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე ფორმდება. დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.
იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა.
სტატისტიკის ეროვნული ცენტრის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 20,6%-ია.