https://sputnik-georgia.com/20220503/ratom-gaziarda-saqartvelosi-socdaucvelta-raodenoba-jandacvis-saministros-pasuxi-266401719.html
რატომ გაიზარდა საქართველოში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა: ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი
რატომ გაიზარდა საქართველოში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა: ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი
Sputnik საქართველო
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების ოდენობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულებზე - რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მით ნაკლებია ქულები.
2022-05-03T19:40+0400
2022-05-03T19:40+0400
2022-05-03T22:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_801864c4b2be04d2b73196d2bc452d8b.jpg
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველი მოქალაქეების რაოდენობის ზრდა უკავშირდება მორატორიუმს, რომელიც მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე გამოცხადდა, აცხადებენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, 2020 წლიდან გამოცხადდა მორატორიუმი სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ შემოწმებაზე. ეს ოჯახები ინარჩუნებენ თავიანთ სარეიტინგო ქულებს და აგრძელებენ სოციალური დახმარების მიღებას.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური დახმარება გაორმაგდა და 100 ლარი გახდა. 2022 წლის ივნისიდან ეს თანხა გაიზრდება 150 ლარამდე, ხოლო მომავალი წლის იანვრიდან – 200 ლარამდე.უწყებაში აღნიშნავენ, რომ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო სარეიტინგო ქულები 100 ათასიდან 120 ათასამდე გაიზარდა, რამაც ასევე გამოიწვია შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა.სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის მონაცემებით, სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას იღებს 648.176 სოციალურად დაუცველი ადამიანი (175.716 ოჯახი), რაც ქვეყნის მოსახლეობის 17,3%-ს შეადგენს.სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების ოდენობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულებზე – რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მით ნაკლებია ქულები. დახმარების ოდენობა ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე 10-დან 60 ლარამდე მერყეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae21384c51f0726cc80bb5cc2f69bd7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ზრდა საქართველო სოცდაუცველი რაოდენობა ჯანდაცვა სამინისტრო პასუხი
ზრდა საქართველო სოცდაუცველი რაოდენობა ჯანდაცვა სამინისტრო პასუხი
რატომ გაიზარდა საქართველოში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა: ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი
19:40 03.05.2022 (განახლებულია: 22:50 03.05.2022) სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების ოდენობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულებზე – რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მით ნაკლებია ქულები.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველი მოქალაქეების რაოდენობის ზრდა უკავშირდება მორატორიუმს, რომელიც მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე გამოცხადდა, აცხადებენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, 2020 წლიდან გამოცხადდა მორატორიუმი სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ შემოწმებაზე. ეს ოჯახები ინარჩუნებენ თავიანთ სარეიტინგო ქულებს და აგრძელებენ სოციალური დახმარების მიღებას.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ პერიოდში სოციალური დახმარების მიზნობრივ პროგრამას ახალი ბენეფიციარები დაემატა. შესაბამისად, იზრდება სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვი, ვინაიდან უკვე რეგისტრირებული ოჯახების ამოღება სისტემიდან მორატორიუმის გამო შეჩერებულია.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური დახმარება გაორმაგდა და 100 ლარი გახდა. 2022 წლის ივნისიდან ეს თანხა გაიზრდება 150 ლარამდე, ხოლო მომავალი წლის იანვრიდან – 200 ლარამდე.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო სარეიტინგო ქულები 100 ათასიდან 120 ათასამდე გაიზარდა, რამაც ასევე გამოიწვია შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის მონაცემებით, სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას იღებს 648.176 სოციალურად დაუცველი ადამიანი (175.716 ოჯახი), რაც ქვეყნის მოსახლეობის 17,3%-ს შეადგენს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების ოდენობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულებზე – რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მით ნაკლებია ქულები. დახმარების ოდენობა ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე 10-დან 60 ლარამდე მერყეობს.