დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 მაისი

CC BY-SA 2.0 / Levan Gokadze / Kazbegiდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 11 მაისია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დროა, საკუთარ გეგმებს სხვა კუთხით შეხედოთ. ეს დაგეხმარებათ სუსტი ადგილების აღმოჩენაში და სავარაუდო შეცდომებისგან გიხსნით. მოუსმინეთ სხვების აზრს. შეგიძლიათ გრძნობებს გასაქანი მისცეთ, უარყოფითი შედეგების არ შეგეშინდეთ. მოერიდეთ ყოველდღიურ ქაოსს და მშვიდად გაიაზრეთ მიმდინარე მოვლენები.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 მაისი>>
ვერძი: სჯობს, აქტიურობა შეამციროთ. შეგიძლიათ ყურადღება გადაიტანოთ ძირითადი სამუშაოსგან, მეტი საკვები მისცეთ წარსმოსახვას. გადადეთ ფულთან დაკავშირებული ოპერაციები, ინიციატივები სიყვარულის საქმეებში, რადგან დღეს გონებაგაფანტული ხართ და თქვენი განწყობა ცვალებადია.
მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2019
ზოდიაქოს „მეფური" ნიშნები
კურო: გელოდებათ კარგი სიახლეები, ნათესაური კავშირების გააქტიურება. არ არის გამორიცხული მოულოდნელი მოვლენა ოჯახში. გამოცოცხლება იქნება საგრძნობი თქვენი ყოველდღიური ცხოვრების სხვა სეგმენტებშიც, მაგალითად, სამუშაოზე კოლეგებთან ურთიერთობებში, სოციალურ ქსელებში და ა.შ.
ტყუპი: ყურადღების ცენტრში მოექცევა პრაქტიკული თემები. მათ მიეძღვნება შეხვედრები, საუბრები, მგზავრობა. არარეკომენდებულია გარიგებებისა და მოლაპარაკებების პრივატულობის დარღვევა. საკმაოდ დატვირთული დღეა ვაჭრობით, შესყიდვებით, მატერიალური ინტერესების დამცველი ტყუპებისთვის.
კირჩხიბი: რომანტიკულობა უკანა პლანზე გადავა და ფიქრები უფრო მიწიერი გახდება. კარგი დღეა სასარგებლო ინფორმაციის მოპოვების, პრაქტიკულ თემებზე მსჯელობის, თათბირებისა და გასაუბრებებისთვის. ძალზე კომფორტული იქნება ხანმოკლე მგზავრობა. იმედს არ გაგიცრუებთ მცირე საყიდლები.
ორსული ქალი მინდორში - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2019
ჭირვეული ორსულები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: შესანიშნავი დღეა მეგობრული კონტაქტების გასაღრმავებლად, სწავლისა და გართობისთვის. ასევე გეძლევათ შანსი გავლენიანი პერსონების გაცნობისა. თუ ადამიანებთან ურთიერთობების სურვილი არ გაქვთ რეალურ სივრცეში, ეს შეგიძლიათ სოციალური ქსელების მეშვეობით გააკეთოთ.
ქალწული: კარგი იქნება, თუ ერთდღიან დუმილს დაიცავთ, ან თუნდაც მოერიდებით უაზრო შემთხვევით კონტაქტებს. რუტინული თემებიც კი მხოლოდ კარგ ნაცნობებთან განიხილეთ, რომლებსაც ენდობით. არასასურველია მნიშვნელოვანი საუბრები, ინტიმური მიმოწერები, აქტიურობა სოციალურ ქსელში.
სასწორი: დილით მოთმინებით შეხვდით გარშემომყოფების „გამოხტომებს“, მეგობრების უცნაურობებს... მიზნამდე სწრაფად მისასვლელად შაბლონური აზროვნების ნაცვლად ინტუიციის კარნახს მოუსმინეთ; დღის მეორე ნახევარში კი მოერიდეთ ექსპერიმენტებსა და რისკს და ჯანსაღ აზრს მიჰყევით.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2019
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები
მორიელი: მატერიალური, სასიყვარულო თუ შემოქმედებითი ამბიციები ჭარბობს. შესაძელებლია მორიგი მცდელობა, მიაღწიოთ დიდ მიზანს, მოიპოვოთ აღიარება. ასეთი ნახტომი მხოლოდ მსხვერპლის ხარჯზე თუ გამოვა. თუ სიმშვიდე და გარანტიები გინდათ, უბრალოდ აკეთეთ თქვენი საქმე.
მშვილდოსანი: კარგი დღეა, გაიხსენოთ თქვენი უნიკალური უნარი, იმეგობროთ მთელ სამყაროსთან, იპოვოთ მეგობრები. შესანიშნავი დღეა ბუნებრივი ურთიერთობებისთვის, თუ არ დაიწყებთ ორმაგ თამაშს და გარშემომყოფებთან თქვენს მნიშვნელობაზე, ავტორიტეტსა და სტატუსზე მინიშნებებს.
თხის რქა: გქონდეთ არა მხოლოდ თქვენი ალღოს, არამედ იღბლის იმედი. მოსალოდნელია მღელვარება, ნერვიულობა, კრიზისიც კი, მაგრამ უსიამოვნებებისგან ხსნა აუცილებლად მოვა, თუნდაც ბოლო მომენტში. საბოლოოდ შეძლებთ ძალთა წონასწორობის აღდგენას და ბედისგან ბონუსის მიღებას.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2019
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე კეთილი ნიშნები
მერწყული: მარტოობა ცუდია და ამაში უკვე დარწმუნდით. თქვენი გეგმები რომ რეალური გახდეს, საჭიროა ფულადი, ყოფითი ან მორალური მხარდაჭერა. გადაიტანეთ აქცენტი სითბოსა და სულიერებაზე, გამოიჩინეთ ახლობლების მიმართ მზრუნველობა, ყურადღება და ისინიც სიამოვნებით დაგეხმარებიან.
თევზები: თუ შრომისმოყვარე ხართ, დიდი წარმატებები გელოდებათ, ხოლო თუ ზარმაცი – ჰარმონიული, მაგრამ მოსაწყენი, ერთფეროვანი დღე. სანამ შთაგონება ჩამქრალა, შესანიშნავი დღეა „ცხელ კვალზე“ მოქმედებებისათვის, დიდი ნახტომისთვის შემოქმედებაში, კარიერაში, პირად ცხოვრებაში.
ყველა ახალი ამბავი
0