დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 მაისი

© Pixabay / jrperesმთვარე
მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 10 მაისია, სამშაბათი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ეცადეთ, დილით განვითარებული მოვლენები გულთან ახლოს არ მიიტანოთ, რადგან ეს პრობლემები არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. დღის მეორე ნახევარში გაგახარებთ კარგი სიახლეები.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 მაისი>>
ვერძი: შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. უკვე დღის პირველ ნახევარში მოასწრებთ უამრავი საქმის გაკეთებას. შემდგომში პოზიტიური ტენდენციები კიდევ უფრო გაძლირდება. შესაფერისი დღეა ნებისმიერი საქმიანობისთვის, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულებაა საჭირო.
ადამიანის ფსიქოლოგია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“
კურო: დატვირთული დღე გელოდებათ. რაც მთავარია, დროს უქმად არ დაკარგავთ და ბევრ საქმეს მოასწრებთ. დაგეხმარებიან ახლობლები. კარგი იქნება ინიციატივის გამოჩენა პირად ურთიერთობებში. შეგიძლიათ გადადგათ პირველი ნაბიჯი. შეყვარებულებს სასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ.
ტყუპი: იღბლიანი დღეა. განსაკუთრებით გამძაფრებული იქნება თქვენი ინტუიცია. მოუსმინეთ მის მინიშნებებს. ამის წყალობით მოახერხებთ ქაოსის თავიდან აცილებას. გაგახარებთ შეხვედრები ძველ ნაცნობებთან, გაჩნდება ბევრი საინტერესო თემა საუბრისთვის. მოსალოდნელია საჩუქრების მიღება.
კირჩხიბი: არ იჩქაროთ. დილით შეიძლება სასურველი რეალურად მოგეჩვენოთ, გადაჭარბებით შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები. ყურადღებით იყავით წვრილმანების მიმართ. მოგვიანებით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. მოსალოდნელია რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
საუკეთესო კოლეგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: დღე სერიოზული საკითხების განხილვით დაიწყეთ. თქვენს მოსაზრებებს ისიც მოისმენს, ვისაც საკუთარი აზრის გარდა არაფერი აინტერესებს. მოგვიანებით თქვენი დახმარება შეიძლება ახლობელს დასჭირდეს. საღამოს ფულთან ან ქონებასთან დაკავშირებით კარგ სიახლეს შეიტყობთ.
ქალწული: კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. მხარს დაგიჭერენ ადამიანები, რომელთაგან მსგავსს არ ელოდებოდით. უკეთესობისკენ შეიცვლება დაძაბული ურთიერთობები. დღის მეორე ნახევარში ემოციური ფონი შეიძლება დაძაბული გახდეს. ეცადეთ, შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა.
სასწორი: ეცადეთ, წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ. დღეს ყველაფერსზე მწვავედ რეგირებთ. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები. უცნობ ადამიანებთან საერთო ენას ადვილად გამონახავთ და შეიძლება დამეგობრდეთ კიდეც. შესაძლებელია თანხის მიღება, ფინანსური და ქონებრივი საკითხების კარგად გადაჭრა.
მამაკაცი ღამით - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2020
ვინ არის თქვენი დამცველი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: შემოქმედებითად დამუხტული დღეა. შეგიძლიათ გაიხსენოთ ძველი ჰობი, ისწავლოთ რამე ახალი. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები. ხელსაყრელი დღეა განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. კონტაქტი ადვილი იქნება მათთანაც კი, ვისთანაც ბოლო დროს ხშირად კამათობდით.
მშვილდოსანი: დროს თუ ფუჭად არ დაკარგავთ, დილით ბევრ და სერიოზულ საქმეს გააკეთებთ. შესაძლოა, დაგეხმარონ ახლად გაცნობილი ადამიანები. ეს დაგაახლოებთ და შეიძლება დამეგობრდეთ კიდეც. საამოს შეგიძლიათ ძველ საქმეებს მიუბრუნდეთ, მაგრამ საჭირო იქნება საკითხების შემოქმედებითად გადაწყვეტა.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის, იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებსაც გინდათ, რომ მოეწონოთ. მათზე შესანიშნავ შთაბეჭდილებას მოახდენთ. გაგახარებთ მეგობრებთან შეხვედრა, იმედს არ გაგიცრუებთ რომანტიკული პაემანი. მოერიდეთ გადაღლას. ეცადეთ დაისვენოთ.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2019
ბერბიჭების ტრიო ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
მერწყული: შესაფერისი დღეა ახალი და უჩვეულო საქმიანობისთვის. წაგადგებათ, თუ რუტინას მოწყდებით და ისეთ საქმეზე გადაერთვებით, სადაც ფანტაზია, რამის შექმნა და გამოგონებაა საჭირო. ახლობლებთან ურთიერთობებში ინტუიცია დაგეხმარებათ. გექნებათ გაწყვეტილი კავშირის აღდგენის შანსი.
თევზები: ბევრი რამის გაკეთების სურვილი გექნებათ და ამაში ვერავინ და ვერაფერი შეგიშლით ხელს. გამოჩნდებიან დამხმარეებიც, რომლებთანაც დამეგობრება არაა გამორიცხული. სჯობს, გადადოთ ოჯახის ქონებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა – დღეს უთანხმოებებია მოსალოდნელი.
ყველა ახალი ამბავი
0