ბატონობას მიჩვეული უბატონოდ ვეღარ გაძლებს...

© Pixabay / Pixel2013მამაკაცი ჩამავალი მზის ფონზე
მამაკაცი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
მთავარი ის კი არაა, რომ გააკეთო რაც გინდა, არამედ ის, რომ არ გააკეთო რაც არ გინდა...
აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ჟან-ჟაკ რუსოს გამონათქვამებს.
ჟან-ჟაკ რუსო (Jean-Jacques Rousseau; 1712–1778) — ფრანგი ფილოსოფოსი, განმანათლებელი, მოაზროვნე, ასევე კომპოზიტორი, მუსიკისმცოდნე და ბოტანიკოსი. რუსოს ნაშრომებმა და პოლიტიკურმა იდეებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ფილოსოფიაზე, პედაგოგიკაზე, მწერლობაზე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფრანგეთის რევოლუციაში.
CC0 / Public Domain / ჟან-ჟაკ რუსო
ჟან-ჟაკ რუსო - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
ჟან-ჟაკ რუსო
• გიყვარდეს — ნიშნავს საკუთარი თავი დაგავიწყდეს.
• ვინც დაპირებებში ფრთხილია, შესრულებაში უფრო ზუსტია.
• ყალბი მეგობარი უფრო საშიშია, ვიდრე მტერი.
• ვერასდროს მიიღებთ ბრძენს, თუ ბავშვში სიცელქეს ჩაკლავთ.
• ყველაზე სწორი საშუალება, რომ ბავშვი უბედური გაიზარდოს — მას უარი არაფერზე უნდა უთხრათ… ჯერ ყავარჯენს მოგთხოვთ, რომელიც გიკავიათ; შემდეგ — საათს; შემდეგ – ფრინველს, რომელიც ფრენს; შემდეგ — ვარსკვლავს, ცაზე რომ ანათებს; ყველაფერს მოითხოვს, რასაც დაინახავს. და თუ ღმერთი არ ხართ, როგორ დააკმაყოფილებთ მას?
• ჩემი საქმე სიმართლის თქმაა და არა იძულება, რომ დაიჯეროთ ის.
• ყველაზე კარგი საშუალება, რომ სხვების სიყვარული მოიპოვოთ, ეს მათთვის საკუთარი სიყვარულის ჩუქებაა.
ჩარლზ ბუკოვსკი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
ყველა გენიოსი იბადება, ხოლო მიწაში იდიოტს დებენ...
• ადამიანის მთელი ზნეობრიობა მის ზრახვებშია.
• თავისუფლება ის კი არაა, რომ გააკეთო რაც გინდა, არამედ ის, რომ არ გააკეთო ის, რაც არ გინდა.
• არავის შეუძლია ბედნიერი იყოს, თუ საკუთარ თავს არ სცემს პატივს.
• მბრძანებელს მიჩვეული ხალხი ბატონის გარეშე ვეღარ გაძლებს.
• ჩვენი ავადმყოფობების უმრავლესობა ჩვენ გამო გვჭირს. ყველა სენს ავარიდებდით თავს, რომ გვეცხოვრა უბრალოდ, ერთფეროვნად და განმარტოებით, როგორც ბუნებამ დაგვიწესა.
• დემოკრატია არსებობს იქ, სადაც არ არის არანაირი მდიდარი, რომ იყიდოს ვინმე, და არანაირი ღარიბი, რომელიც იყიდება.
• დროის კარგად გამოყენება დროს კიდევ უფრო ძვირფასს ხდის.
ნაკვალევი თოვლში - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
ამაოება ამაოებათა – როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია
• შენ ბოროტების მიზეზს ეძებ. ის მხოლოდ შენშია.
• მრისხანება და ბრაზი — უსუსურობის ნიშანია.
• ბედნიერი რომ იყო, ამისთვის ერთადერთი ხელოვნებაა საჭირო — გააცნობიერო, რომ ბედნიერება შენს ხელთაა.
• ადამიანები ყოველთვის ისეთნი იქნებიან, როგორსაც მათ ქალები ქმნიან.
• როდესაც საქმეს აკეთებენ, ლაპარაკობენ მხოლოდ მაშინ, როცა სათქმელია; მაგრამ უსაქმურობისას უწყვეტად ლაპარაკის სურვილი ჩნდება.
ბედნიერებას არ ეძებენ, მას თავადვე ქმნიან>>
• მადლიერება — ვალია, რომელიც უნდა გადაიხადო, მაგრამ მისი დალოდების უფლება არავის აქვს.
• ყველაფერს შეიძლება გაუძლო, გარდა სიკეთისა.
• იცხოვრო — არ ნიშნავს ისუნთქო, ეს ნიშნავს მოქმედებას. ყველაზე დიდხანს მას კი არ უცოცხლია, ვინც ყველაზე მეტ წელს დაითვლის, არამედ მას, ვინც ყველაზე მეტ ცხოვრების შეგრძნებას დაითვლის.
ვიქტორ ჰიუგო - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2018
ბედნიერება საკმარისი არაა, კმაყოფილიც უნდა იყო...
• საკმარისი არაა ცხოვრების ნახევარი, რომ კარგი წიგნი დაწერო, ხოლო მეორე ნახევარი — რომ ის შეასწორო.
• ცდებიან არა იმიტომ, რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ ჰგონიათ, იციან.
• დიდ ადამიანებს მხოლოდ დიდი მოვლენები ქმნის.
• ცხოვრება მოძრაობის გარეშე მხოლოდ ლეთარგიული ძილია.
• სხვისთვის მუშაობა შეუძლებელია, თუ საკუთარი თავისთვის არ მუშაობ.
ყველა ახალი ამბავი
0