თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ყიდვა საქართველოს შვიდ სააფთიაქო ქსელში შეიძლება

© photo: Sputnikაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2022
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტებისა და მომწოდებელი ფარმაცევრული დაწესებულებების რაოდენობა მუდმივად იზრდება.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ყიდვა საქართველოს შვიდ სააფთიაქო ქსელში შეიძლება, ნათქვამია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზში.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. თურქეთიდან საქართველოში უკვე შემოვიდა 213 დასახელების მედიკამენტი, რის შედეგადაც ფასები წამლებზე 60–80%-ით შემცირდა.
თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტების შეძენა შესაძლებელია „ფარმადეპოს“, „ავერსის“, „პსპ“-ს, „იმპექსის“, „ჯიპისის”, „ფარმსახლის“ და „დოიჩე აფთიაქის“ ქსელებში. როგორც ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში იზრდება.
თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ტემპის გაზრდის მიზნით სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სამკურნალო საშუალებებს გამარტივებულ რეჟიმში არეგისტრირებს. ამის წყალობით სააგენტომ უკვე 213 პრეპარატი დაარეგისტრირა.
დაბალი ფასები და უსაფრთხოება: ღარიბაშვილი ჯანდაცვის სფეროს ახალ რეფორმაზე>>
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სიახლე ბევრად გაამარტივებს მედიკამენტების იმპორტს, ხოლო ქართულ ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი გაჩნდება. მედიკამენტების სიის გაცნობა და აფთიაქების მისამართების გაგება შესაძლებელია ბმულზე.
ყველა ახალი ამბავი
0