https://sputnik-georgia.com/20220411/dris-astroprognozi-11-aprili-265876409.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 აპრილი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 აპრილი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 11.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-11T00:15+0400
2022-04-11T00:15+0400
2022-04-11T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24823/62/248236293_120:0:3761:2048_1920x0_80_0_0_562af074d448a30a7e94b5d94853c41e.jpg
დღეს 2022 წლის 11 აპრილია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.სრულიად შეუფერებელი დღეა ნებისმიერი სახის კამათისთვიოს, არადა დღევანდელი ჰოროსკოპი სწორედ ამას გვიქადის. კონფლიქტური სიტუაციები რომ ავირიდოთ თავიდან, არაა საჭირო ოპონენტების გადარწმუნების მცდელობა. ეს უამრავ ნეგატიურ ემოციას გამოიწვევს. კარგი დღეა ისეთი საქმეებისთვის, რომლებიც კონკრეტიკას მოითხოვს. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს პოეზიასა და მათემათიკას შორის მათემატიკა არჩიეთ.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 აპრილი>>ვერძი: თუ ბოლოს დროს რამე საქმეში შუამავლის როლს ასრულებდით, დღეს საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ – შემრიგებლის როლი თქვენთვის არაა. ამას გარდა, შერიგება თვითონ თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ, იმდენად კატეგორიული და უხეში შეიძლება იყოთ. ამიტომ სჯობს, თავი შეიკავოთ და ენას კბილი დააჭიროთ.კურო: დღეს ოჯახში ნამდვილი ტირანის როლი შეიძლება მოირგოთ, ყოველ შემთხვევაში ოჯახის წევრებს ასე მოეჩვენებათ. გეცოდინებათ, ვინ როდის რა უნდა გააკეთოს და ამას მკაცრად გააკონტროლებთ. უარესი იქნება, თუ ოჯახის რომელიმე წევრთან პრობლემები დაგიგროვდათ. მათი გადაჭრისგან სჯობს, თავი შეიკავოთ.ტყუპი: არის რისკი, რომ კრიტიკის ობიექტი გახდეთ. ეს შეიძლება ალერსით ნათქვამი საყვედურები იყოს საყვარელი ადამიანისგან და კონსტრუქციული კრიტიკა კოლეგებისგან, უფროსების უკმაყოფილო ბუზღუნი და სხვ. სჯობს, სანამ რამეს გააკეთებთ, კარგად აწონ–დაწონოთ და სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდეთ.კირჩხიბი: ვითარება თქვენგან დღეს ფინანსური საკითხების გადაჭრას მოითხოვს, განსაკუთრებით საყურადღებოა უკვე დაგროვებული თემების გადაწყვეტა. ამას გარდა, გეყოფათ სითამამე, რომ მოძებნოთ ახალი სამუშაო, დაელაპარაკოთ ხელმძღვანელობას ხელფასზე და ა.შ. თქვენი სიმტკიცე წარმატებას განაპირობებს.ლომი: არ ხართ განწყობილი იმისთვის, რომ სხვის მოსაზრებებს დაეთანხმოთ, სამაგიეროდ, შეგიძლიათ, ყველას გააზიარებინოთ თქვენი აზრი. დღეს პირველ ადგილზე საკუთარ ინტერესებს დააყენებთ. ამის გამო შესაძლებელია დაპირისპირებები გარშემომყოფებთან, მაგრამ ეს უკან არ დაგახევინებთ.ქალწული: ნებისმიერი წვრილმანის გამო შეიძლება გაღიზიანდეთ, თანაც თქვენ ირგვლივ ბევრი გაუგებრობა შეიძლება მოხდეს. რაღაც მომენტში შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სიტუაცია ხელიდან დაგისხლტათ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და მოქნილი იყოთ – თუ ვერაფერს ცვლით, მაშინ ახალ გარემოებებს მოერგეთ.სასწორი: დღემ რომ ექსცესების გარეშე ჩაიაროს, აუცილებელია დიპლომატიურობა. მაგრამ სწორედ ეს უნარი არ გექნებათ დღეს. გამძაფრებულია სამართლიანობის გრძნობა და „დამნაშავეებს“ ყველგან დაინახავთ. მოთმინება გმართებთ, არ დაივიწყოთ იუმორის გრძნობა – მას ტრაგედიის კომედიად გადაქცევა შეუძლია.მორიელი: დღეს დაგეგმვის უბადლო ოსტატად მოევლინებით გარშემომყოფებს. ეს ეხება სამსახურსაც, ოჯახსაც და პირად ცხოვრებასაც. გარდა ამისა, ვარსკვლავები გირჩევენ, არ დაივიწყოთ უსაფრთხოების ზომები. პროფილაქტიკური ღონისძიებები ძალიან დაგეხმარებათ და შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას.მშვილდოსანი: შეიძლება დიდი სურვილი გაგიჩნდეთ, რომ ვინმეზე იზრუნოთ, დაიცვათ. ამას მოულოდნელად გამძაფრებული სამართლიანობის გრძნობა გამოიწვევს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ დამცველის მთავარი როლი მხარეების შერიგებაა და არა „თავდამსხმელზე“ თქვენი მრისხანების თავზე დატეხა.თხის რქა: დღეს საბრძოლველად მზად ხართ. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, ვის და რატომ შეებრძოლებით, ნებისმიერ ვითარებაში მზად ხართ, „პრინციპული“ იყოთ. თქვენი რეალური თუ გამოგონილი მტრის მიმართ დაუნდობელი იქნებით. ცუდია, რომ ვერავინ შეძლებს თქვენი გამძაფრებული პრინციპულობის შეკავებას.მერწყული: ნამდვილი მაქსიმალისტი გახდებით. ყველაფერში გინდათ გარკვეულობა. ასეთი კატეგორიული განწყობის გამო ადვილად მიიღებთ გადაწყვეტილებებს. ზედმეტი რომ არ მოგივიდეთ და კონფლიქტში არ ჩაებათ, ადამიანებს უფრო თბილად მოექეცით. გახსოვდეთ, რომ შავისა და თეთრის გარდა სხვა ფერებიც არსებობს.თევზები: თავი უნდა შეიკავოთ და გარშემომყოფებს პირდაპირ პირში არ მიახალოთ თქვენი აზრები. თავშეკავება კი რთული იქნება, რადგან ბევრი შეეცდება თქვენს პროვოცირებას. არაა გამორიცხული, რომ ვინმემ პირდაპირ გკითხოთ, რას ფიქრობთ ამა თუ იმ საკითხზე. სჯობს, „ოქროს შუალედი“ დაიცვათ.
https://sputnik-georgia.com/20210216/saukeTeso-kolegebi-zodiaqos-niSnis-mixedviT-250894047.html
https://sputnik-georgia.com/20220103/zodiaqo-sauketeso-mrcevlebi-263342667.html
https://sputnik-georgia.com/20210826/sauketeso-megobrebi-zodiaqos-mixedvit-top-xuteuli-258666775.html
https://sputnik-georgia.com/20190927/saukeTeso-wyvilebi-zodiaqos-niSnis-mixedviT-246597772.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24823/62/248236293_575:0:3306:2048_1920x0_80_0_0_8b054ee252520c0b066612b7a8feb348.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 აპრილი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 11 აპრილია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
სრულიად შეუფერებელი დღეა ნებისმიერი სახის კამათისთვიოს, არადა დღევანდელი ჰოროსკოპი სწორედ ამას გვიქადის. კონფლიქტური სიტუაციები რომ ავირიდოთ თავიდან, არაა საჭირო ოპონენტების გადარწმუნების მცდელობა. ეს უამრავ ნეგატიურ ემოციას გამოიწვევს. კარგი დღეა ისეთი საქმეებისთვის, რომლებიც კონკრეტიკას მოითხოვს. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს პოეზიასა და მათემათიკას შორის მათემატიკა არჩიეთ.
ვერძი: თუ ბოლოს დროს რამე საქმეში შუამავლის როლს ასრულებდით, დღეს საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ – შემრიგებლის როლი თქვენთვის არაა. ამას გარდა, შერიგება თვითონ თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ, იმდენად კატეგორიული და უხეში შეიძლება იყოთ. ამიტომ სჯობს, თავი შეიკავოთ და ენას კბილი დააჭიროთ.
კურო: დღეს ოჯახში ნამდვილი ტირანის როლი შეიძლება მოირგოთ, ყოველ შემთხვევაში ოჯახის წევრებს ასე მოეჩვენებათ. გეცოდინებათ, ვინ როდის რა უნდა გააკეთოს და ამას მკაცრად გააკონტროლებთ. უარესი იქნება, თუ ოჯახის რომელიმე წევრთან პრობლემები დაგიგროვდათ. მათი გადაჭრისგან სჯობს, თავი შეიკავოთ.
ტყუპი: არის რისკი, რომ კრიტიკის ობიექტი გახდეთ. ეს შეიძლება ალერსით ნათქვამი საყვედურები იყოს საყვარელი ადამიანისგან და კონსტრუქციული კრიტიკა კოლეგებისგან, უფროსების უკმაყოფილო ბუზღუნი და სხვ. სჯობს, სანამ რამეს გააკეთებთ, კარგად აწონ–დაწონოთ და სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდეთ.
კირჩხიბი: ვითარება თქვენგან დღეს ფინანსური საკითხების გადაჭრას მოითხოვს, განსაკუთრებით საყურადღებოა უკვე დაგროვებული თემების გადაწყვეტა. ამას გარდა, გეყოფათ სითამამე, რომ მოძებნოთ ახალი სამუშაო, დაელაპარაკოთ ხელმძღვანელობას ხელფასზე და ა.შ. თქვენი სიმტკიცე წარმატებას განაპირობებს.
ლომი: არ ხართ განწყობილი იმისთვის, რომ სხვის მოსაზრებებს დაეთანხმოთ, სამაგიეროდ, შეგიძლიათ, ყველას გააზიარებინოთ თქვენი აზრი. დღეს პირველ ადგილზე საკუთარ ინტერესებს დააყენებთ. ამის გამო შესაძლებელია დაპირისპირებები გარშემომყოფებთან, მაგრამ ეს უკან არ დაგახევინებთ.
ქალწული: ნებისმიერი წვრილმანის გამო შეიძლება გაღიზიანდეთ, თანაც თქვენ ირგვლივ ბევრი გაუგებრობა შეიძლება მოხდეს. რაღაც მომენტში შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სიტუაცია ხელიდან დაგისხლტათ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და მოქნილი იყოთ – თუ ვერაფერს ცვლით, მაშინ ახალ გარემოებებს მოერგეთ.
სასწორი: დღემ რომ ექსცესების გარეშე ჩაიაროს, აუცილებელია დიპლომატიურობა. მაგრამ სწორედ ეს უნარი არ გექნებათ დღეს. გამძაფრებულია სამართლიანობის გრძნობა და „დამნაშავეებს“ ყველგან დაინახავთ. მოთმინება გმართებთ, არ დაივიწყოთ იუმორის გრძნობა – მას ტრაგედიის კომედიად გადაქცევა შეუძლია.
მორიელი: დღეს დაგეგმვის უბადლო ოსტატად მოევლინებით გარშემომყოფებს. ეს ეხება სამსახურსაც, ოჯახსაც და პირად ცხოვრებასაც. გარდა ამისა, ვარსკვლავები გირჩევენ, არ დაივიწყოთ უსაფრთხოების ზომები. პროფილაქტიკური ღონისძიებები ძალიან დაგეხმარებათ და შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას.
მშვილდოსანი: შეიძლება დიდი სურვილი გაგიჩნდეთ, რომ ვინმეზე იზრუნოთ, დაიცვათ. ამას მოულოდნელად გამძაფრებული სამართლიანობის გრძნობა გამოიწვევს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ დამცველის მთავარი როლი მხარეების შერიგებაა და არა „თავდამსხმელზე“ თქვენი მრისხანების თავზე დატეხა.
თხის რქა: დღეს საბრძოლველად მზად ხართ. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, ვის და რატომ შეებრძოლებით, ნებისმიერ ვითარებაში მზად ხართ, „პრინციპული“ იყოთ. თქვენი რეალური თუ გამოგონილი მტრის მიმართ დაუნდობელი იქნებით. ცუდია, რომ ვერავინ შეძლებს თქვენი გამძაფრებული პრინციპულობის შეკავებას.

27 სექტემბერი 2019, 01:24
მერწყული: ნამდვილი მაქსიმალისტი გახდებით. ყველაფერში გინდათ გარკვეულობა. ასეთი კატეგორიული განწყობის გამო ადვილად მიიღებთ გადაწყვეტილებებს. ზედმეტი რომ არ მოგივიდეთ და კონფლიქტში არ ჩაებათ, ადამიანებს უფრო თბილად მოექეცით. გახსოვდეთ, რომ შავისა და თეთრის გარდა სხვა ფერებიც არსებობს.
თევზები: თავი უნდა შეიკავოთ და გარშემომყოფებს პირდაპირ პირში არ მიახალოთ თქვენი აზრები. თავშეკავება კი რთული იქნება, რადგან ბევრი შეეცდება თქვენს პროვოცირებას. არაა გამორიცხული, რომ ვინმემ პირდაპირ გკითხოთ, რას ფიქრობთ ამა თუ იმ საკითხზე. სჯობს, „ოქროს შუალედი“ დაიცვათ.