დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 აპრილი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 10 აპრილია, კვირა. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
კარგი დღეა ნებისმიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ფანტაზიისთვის, მაგრამ ილუზიებს ნუ ააგებთ. ეცადეთ, ვითარება რეალურად შეაფასოთ. ეს იმედგაცრუებებისგან დაგიცავთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 აპრილი>>
ვერძი: მშფოთვარე დღე გელოდებათ, მაგრამ შეძლებთ ემოციების გაკონტროლებას და გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღებას; არ აჰყვებით პროვოკაციებს, იმოქმედებთ საკუთარი კარგად მოფიქრებული გეგმით და არა სხვების რჩევების მიხედვით. ასე ბევრ უსიამოვნო შეცდომას აიცილებთ თავიდან.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2019
ზოდიაქოს ყველაზე ფეთქებადი ნიშნები – ტოპ-ოთხეული
კურო: კარგი დღეა რამე ახლის სწავლისთვის. მეხსიერება სათანადო დონეზეა, ამიტომ ის დროულად გიკარნახებთ საჭირო პასუხებს რთულ კითხვებზე. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობების თვალსაზრისით. ახლობლებთან უთანხმოებების საბაბი არ გექნებათ. ასევე ადვილად დაამყარებთ კონტაქტს ახალ ნაცნობებთან.
ტყუპი: არ აჰყვეთ პროვოკაციებს, ეცადეთ, თავი გააკონტროლოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღის დასაწყისში, როდესაც დიდია მწვავე კამათის ალბათობა. დღის მეორე ნახევარი სასარგებლო საქმეებს მიუძღვენით. ბევრ რამეს გაუმკლავდებით სწრაფად. არაა გამორიცხული ძალიან საინტერესო ნაცნობობა.
კირჩხიბი: არ გაუშვათ ხელიდან ახლის გაგების შანსი – ინფორმაცია შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. შესაძლოა, გეგმები შეიცვალოს, მაგრამ ეს მხოლოდ გაგახარებთ. ეცადეთ, მცირე უსიამოვნებების გამო განწყობა არ გაგიფუჭდეთ, მაგრამ თუ ჩანაფიქრზე უარს არ იტყვით, საწადელს აუცილებლად მიაღწევთ.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2018
პროფესია – ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ლომი: დღე სასიხარული ამბებით, სასიამოვნო შეხვედრებით დაიწყება. შესაძლებელია ძველი ოცნების ახდენა. გაგახარებთ ახლობლებთან ურთიერთობები. მოგვიანებით რთული, მაგრამ პროდუქტიული დრო დადგება. მოგიწევთ რამდენიმე, მათ შორის სხვისი პრობლემლემების გადაჭრა. საღამოს აუცილებლად დაისვენეთ.
ქალწული: ბევრ საინტერესოს შეიტყობთ, თუ უარს არ იტყვით ურთიერთობებზე თქვენგან განსხვავებულ ადამიანებთან. არ მოგერიდოთ კითხვების დასმა. დარწმუნებული იყავით, რომ საინტერესო პასუხებს მიიღებთ. კარგი დღეა მგზავრობისა და ახლობელ ადამიანებთან სეირნობისთვის. წაგადგებათ გარემოს გამოცვლა.
სასწორი: დღის დასაწყისში გაგიჭირდებათ კარგი განწყობის შენარჩუნება. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები. მაგრამ თუ ემოციებს გაუმკლავდებით, მალე ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება. დღის მეორე ნახევარში ახლობლებთან ჰარმონიული ურთიერთობები გელოდებათ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2018
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის „აქილევსის ქუსლი“
მორიელი: დიდი ხნით ნურაფერს გადადებთ. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა და ეს უნდა გამოიყენოთ, გააკეთოთ სერიოზული საქმეები. დღის მეორე ნახევარი მშფოთვარე და დაძაბული იქნება, მოგიწევთ გეგმების შეცვლა, რაღაცის გადადება. მაგრამ პოზიტიურ განწყობას შეინარჩუნებთ და ყველაფერს მიაღწევთ.
მშვილდოსანი: დილით ძველ გეგმებს დაუთმეთ დრო. დაგეხმარებიან გარშემომყოფები, მათ შორის, ახალი ნაცნობები. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეები, რომანტიკული სიურპრიზები. მოგვიანებით მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას, დამღლელ საქმეებს. გააკეთეთ მსუბუქი საქმეები, ეკონტაქტეთ პოზიტიურ ადამიანებს.
თხის რქა: არ იჩქაროთ. ეს ის დღე არაა, როცა შესაძლებელია რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება, მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. თუ შესაძლებლობა გექნებათ, დაისვენეთ და არაფერი გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ახლობელ ადამიანთან საუბარი, საერთო გეგმების განხილვა.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2018
რა აშინებს ყველაზე მეტად ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
მერწყული: რთული აღმოჩნდება ემოციების გაკონტროლება, რომლებიც დღეს ძლიერი და ურთიერთსაპირისპირო იქნება. მაგრამ თუ მოინდომებთ, აუცილებლად გაუმკლავდებით. ამაში როგორც საკუთარი, ისე სხვების გამოცდილება დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფინანსური საკითხების გადასაჭრელად.
თევზები: გელოდებათ უჩვეულო შეხვედრები, ნაცნობობა, საინტერესო საუბრები. ადვილად იპოვით საერთო თემებს განსხვავებულ ადამიანებთან. შესაძლოა, უკეთესობისკენ შეიცვალოს ურთიერთობები, რომლებიც ბოლო დროს დაძაბული იყო. ეცადეთ, სერიოზულად არ დაიტვირთოთ თავი.
ყველა ახალი ამბავი
0