https://sputnik-georgia.com/20220409/dris-astroprognozi-9-aprili-265832541.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 აპრილი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 აპრილი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 09.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-09T00:15+0400
2022-04-09T00:15+0400
2022-04-09T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252355292_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_e60d644c577232737d5994565e2fdb7d.jpg
დღეს 2022 წლის 9 აპრილია, შაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტუიციის მოსმენა. არაა გამორიცხული იმპროვიზირება, რამე ახლის მოფიქრება, რადგან ნაცადი მეთოდები არაეფექტური აღმოჩნდება. უფრო თავდაჯერებულად იგრძნობენ თავს ისინი, ვინც მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნობა.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 აპრილი>>ვერძი: დილა განსაკუთრებულად იღბლიანი იქნება, ამიტომ ეს დრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის გამოიყენეთ. ასევე კარგი დროა სერიოზული საუბრებისთვის ახლობლებთან. მოგვიანებით დადგება პერიოდი შემოქმედებითი საქმიანობისთვის. რომანტიკული შეხვედრა განწყობას აგიმაღლებთ.კურო: იჩქარეთ ახალი, დილით გაჩენილი იდეების რეალიზება. დღის პირველი ნახევარი ასევე აკრგი დროა მგზავრობისთვის. ახალ ადგილებში საუკეთესო შოპინგი გელოდებათ. დღის მეორე ნახევარი ურთიერთობებს დაუთმეთ. ამ დროს მიღებული ინფორმაცია გამოგადგებათ. კარგად ჩაივლის რომანტიკული პაემანიც.ტყუპი: დილით მტკიცედ იმოქმედეთ – გაქვთ შანსი,რომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. არ არის გამორიცხული ახალი მეგობრული ან სასიყვარულო ისტორიის დაწყება. დღის მეორე ნახევარში განწყობას მიაქციეთ ყურადღება, არ აჰყვეთ პირქუშ აზრებს.კირჩხიბი: დღის დასაწყისი საკმაოდ მშფოთვარე იქნება. თქვენი რეაქცია ნებისმიერ მოვლენაზე შეიძლება ძალზე მწვავე იყოს. შესაძლებელია მცირე საოჯახო გაუგებრობაც. მოგვიანებით ხელსაყრელი და საინტერესო პერიოდი დადგება. შეგიძლიათ ახალი საქმის, სწავლის, შემოქმედებითი საქმიანობის დაწყება.ლომი: დღის პირველ ნახევარში მოთმინება და თავის გაკონტროლება დაგჭირდებათ. არაა მარტივი პერიოდი ურთიერთობებისთვის. გადადეთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა – სწორ არჩევანში ემოციები შეგიშლით ხელს. შემდეგ ვითარება დასტაბილურდება. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.ქალწული: მნიშვნელოვანი და გულწრფელი საუბრების დღეა. გაქვთ შანსი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი შეიტყოთ. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, ნაცნობობა, რომელიც მოგვიანებით რომანტიკულ ურთიერთობაში შეიძლება გადაიზარდოს. გექნებათ ფინანსური საკითხების მომგებიანად გადაჭრის შანსი.სასწორი: კარგი დღეა რთული ამოცანების გადასაჭრელად. სიამოვნებით დაგეხმარებიან ახალი ნაცნობები, რომლებთან ურთიერთობებიც უფრო თბილი გახდება. არ არის გამორიცხული რომანტიკული გატაცებაც. სახლში ჩვეულებრივზე მეტი საზრუნავი შეიძლება გაგიჩნდეთ. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.მორიელი: დილით გაგიჭირდებათ, რომ თავი გააკონტროლოთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. არცთუ ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის. პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათანობით გაძლიერდება და ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება. საღამო კარგი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის.მშვილდოსანი: არცთუ მშვიდი, მაგრამ საკმაოდ იღბლიანი დღე იქნება. სირთულეები გაჩნდება, მაგრამ მათ მოგვარებას შეძლებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები შუადღისას განიხილეთ. საღამო კარგი დროა წვრილმანებში გასარკვევად, იმის გასაკეთებლად, რაზეც ბოლო ხანს დრო არ გყოფნიდათ.თხის რქა: დღეს საკმაოდ საინტერესოდ დაიწყება. გაგიჩნდებათ უამრავი კარგი იდეა. მოუსმინეთ ინტუიციას – ის გიკარნახებთ, როგორ აჯობებს მოქმედება. გარშემომყოფების რჩევებს კი ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება. დღის მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის. არაა გამორიცხული, რომ განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ.მერწყული: დატვირთული და მრავალფეროვანი დღე გელოდებათ: გაჩნდება ახალი გეგმები, ამოცანები. არაა გამორიცხული, რომ გარშემომყოფები თქვენს საქმეებში ჩაერიონ და ამან გაგაღიზიანოთ, მაგრამ ემოციებთან გამკლავებას შეძლებთ. კარგი დღეა მომავლის გეგმების განსახილველად, მგზავრობისთვის.თევზები: ახალი იდეებისა და ახალი გეგმების დღეა. ჩანაფიქრის უმალ განხორციელება, დიდი ალბათობით, ვერ მოხერხდება, მაგრამ ამით ენთუზიაზმი არ შემცირდება და საბოლოოდ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. ფრთხილად იყავით ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას. არ დახარჯოთ ფული უსარგებლო ნივთებში.
https://sputnik-georgia.com/20211026/2022-zodiaqos-warmatebuli-nisnebi-261495226.html
https://sputnik-georgia.com/20220215/zodiaqos-nisnebi-romlebsac-erti-naxvit-uyvardebat-264445579.html
https://sputnik-georgia.com/20180130/sad-imaleba-zodiaqos-TiToeuli-niSnis-warmatebis-Zala-239094887.html
https://sputnik-georgia.com/20190416/idealuri-qveyana-zodiaqos-TiToeuli-niSnisTvis-244952448.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252355292_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_08831775477e4306b2934a80a407ba99.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 აპრილი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 9 აპრილია, შაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტუიციის მოსმენა. არაა გამორიცხული იმპროვიზირება, რამე ახლის მოფიქრება, რადგან ნაცადი მეთოდები არაეფექტური აღმოჩნდება. უფრო თავდაჯერებულად იგრძნობენ თავს ისინი, ვინც მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნობა.
ვერძი: დილა განსაკუთრებულად იღბლიანი იქნება, ამიტომ ეს დრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის გამოიყენეთ. ასევე კარგი დროა სერიოზული საუბრებისთვის ახლობლებთან. მოგვიანებით დადგება პერიოდი შემოქმედებითი საქმიანობისთვის. რომანტიკული შეხვედრა განწყობას აგიმაღლებთ.
კურო: იჩქარეთ ახალი, დილით გაჩენილი იდეების რეალიზება. დღის პირველი ნახევარი ასევე აკრგი დროა მგზავრობისთვის. ახალ ადგილებში საუკეთესო შოპინგი გელოდებათ. დღის მეორე ნახევარი ურთიერთობებს დაუთმეთ. ამ დროს მიღებული ინფორმაცია გამოგადგებათ. კარგად ჩაივლის რომანტიკული პაემანიც.
ტყუპი: დილით მტკიცედ იმოქმედეთ – გაქვთ შანსი,რომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. არ არის გამორიცხული ახალი მეგობრული ან სასიყვარულო ისტორიის დაწყება. დღის მეორე ნახევარში განწყობას მიაქციეთ ყურადღება, არ აჰყვეთ პირქუშ აზრებს.
კირჩხიბი: დღის დასაწყისი საკმაოდ მშფოთვარე იქნება. თქვენი რეაქცია ნებისმიერ მოვლენაზე შეიძლება ძალზე მწვავე იყოს. შესაძლებელია მცირე საოჯახო გაუგებრობაც. მოგვიანებით ხელსაყრელი და საინტერესო პერიოდი დადგება. შეგიძლიათ ახალი საქმის, სწავლის, შემოქმედებითი საქმიანობის დაწყება.
ლომი: დღის პირველ ნახევარში მოთმინება და თავის გაკონტროლება დაგჭირდებათ. არაა მარტივი პერიოდი ურთიერთობებისთვის. გადადეთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა – სწორ არჩევანში ემოციები შეგიშლით ხელს. შემდეგ ვითარება დასტაბილურდება. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.
ქალწული: მნიშვნელოვანი და გულწრფელი საუბრების დღეა. გაქვთ შანსი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი შეიტყოთ. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, ნაცნობობა, რომელიც მოგვიანებით რომანტიკულ ურთიერთობაში შეიძლება გადაიზარდოს. გექნებათ ფინანსური საკითხების მომგებიანად გადაჭრის შანსი.
სასწორი: კარგი დღეა რთული ამოცანების გადასაჭრელად. სიამოვნებით დაგეხმარებიან ახალი ნაცნობები, რომლებთან ურთიერთობებიც უფრო თბილი გახდება. არ არის გამორიცხული რომანტიკული გატაცებაც. სახლში ჩვეულებრივზე მეტი საზრუნავი შეიძლება გაგიჩნდეთ. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.
მორიელი: დილით გაგიჭირდებათ, რომ თავი გააკონტროლოთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. არცთუ ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის. პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათანობით გაძლიერდება და ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება. საღამო კარგი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის.
მშვილდოსანი: არცთუ მშვიდი, მაგრამ საკმაოდ იღბლიანი დღე იქნება. სირთულეები გაჩნდება, მაგრამ მათ მოგვარებას შეძლებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები შუადღისას განიხილეთ. საღამო კარგი დროა წვრილმანებში გასარკვევად, იმის გასაკეთებლად, რაზეც ბოლო ხანს დრო არ გყოფნიდათ.
თხის რქა: დღეს საკმაოდ საინტერესოდ დაიწყება. გაგიჩნდებათ უამრავი კარგი იდეა. მოუსმინეთ ინტუიციას – ის გიკარნახებთ, როგორ აჯობებს მოქმედება. გარშემომყოფების რჩევებს კი ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება. დღის მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის. არაა გამორიცხული, რომ განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ.
მერწყული: დატვირთული და მრავალფეროვანი დღე გელოდებათ: გაჩნდება ახალი გეგმები, ამოცანები. არაა გამორიცხული, რომ გარშემომყოფები თქვენს საქმეებში ჩაერიონ და ამან გაგაღიზიანოთ, მაგრამ ემოციებთან გამკლავებას შეძლებთ. კარგი დღეა მომავლის გეგმების განსახილველად, მგზავრობისთვის.
თევზები: ახალი იდეებისა და ახალი გეგმების დღეა. ჩანაფიქრის უმალ განხორციელება, დიდი ალბათობით, ვერ მოხერხდება, მაგრამ ამით ენთუზიაზმი არ შემცირდება და საბოლოოდ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. ფრთხილად იყავით ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას. არ დახარჯოთ ფული უსარგებლო ნივთებში.