დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 მარტი

CC BY-SA 2.0 / 古 天熱 / LIFEცხოვრება
ცხოვრება - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 27 მარტია, კვირა. კლებადი მთვარე მერწყულია ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, გეგმების შესადგენად და მომავალზე ფიქრისთვის. მნიშვნელოვანი იქნება ახლობლების მხარდაჭერა. გულღიად ესაუბრეთ მათ. პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით აქტიური დასვენება, სეირნობა, მგზავრობა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 მარტი>>
ვერძი: სავარაუდოდ, დღე მშვიდად არ ჩაივლის, თავიდან ვერ აიცილებთ ქაოსს. რაღაც შეიძლება გეგმის მიხედვით არ წავიდეს, მაგრამ მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ. გამონახავთ გზას რთული საკითხების გადასაჭრელად. ასევე მოახერხებთ დაძაბული ურთიერთობების მოგვარებას.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
ყველაზე რთული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: გულთან ახლოს ნუ მიიტანთ კრიტიკულ შენიშვნებს. არ ღირს იმ რჩევების გათვალისწინება, რომლებიც არ მოგწონთ. მნიშვნელოვანია, რომ ინტუიციას მოუსმინოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია რაღაც მოულოდნელი ინფორმაციის მიღება, რომლის გამო შეიძლება გეგმები შეგეცვალოთ.
ტყუპი: კარგი დღეა მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. განსაკუთრებით ნათლად წარმოაჩენთ ლიდერის უნარებს. შეძლებთ განსხვავებული ადამიანების გაერთიანებას საქმისთვის. შესაძლებელია დაუგეგმავი მგზავრობა, რომელიც საინტერესო აღმოჩნდება და დიდხანს დაგამახსოვრედებათ.
კირჩხიბი: დღე კარგად ჩაივლის, თუ თვითონ არ გაართულებთ ყველაფერს. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების ამოცნობა ისწავლოთ. თავი შორს დაიჭირეთ მათგან, ვინც თქვენს პროვოცირებას ცდილობს. არასასურველია ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში.
ფარდა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
ზოდიაქოს ყველაზე არტისტული ნიშნები
ლომი: დღის უმეტეს ნაწილს სხვისი პრობლემების მოგვარებას მოანდომებთ, მაგრამ ეს არ გაგანაწყენებთ. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. შესაძლებელია ახალი ნამდვილი მეგობრების პოვნა. არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება, რომელიც მნიშვნელოვანი გახდება თქვენთვის.
ქალწული: დიდი ალბათობით, უთანხმოებების გარეშე დღე არ ჩაივლის, მაგრამ ამის გამო ნერვიულობა არ ღირს, რადგან ყველასთან შეძლებთ ურთიერთობების მოგვარებას. ფინანსური და ქონებრივი საკითხები, სავარაუდოდ, ძალიან კარგად გადაწყდება. შესაძლოა, შემოსავლის ახალი წყარო იპოვოთ.
სასწორი: არ იჩქაროთ. დღეს ჩვეული, კარგად ნაცნობი საქმეებიც კი მეტ დროსა და მოთმინებას მოითხოვს. შესაძლოა, ემოციური ფონი დაძაბული იყოს დღის დასაწყისში, მაგრამ თანდათანობით განწყობა გაუმჯობესდება. გაგახარებთ მეგობრებთან შეხვედრა. არაა გამორიცხული საქმიანი წინადადების მიღება.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
მორიელი: კარგი სიახლეებისა და საინტერესო საუბრების დღეა. შესაძლოა მიიღოთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც თქვენს მომავალ გეგმებს განსაზღვრავს. კარგად ჩაივლის ხანმოკლე მგზავრობა, სეირნობა ბუნებაში. თუ რამის ყიდვას აპირებთ, ამისთვის დღის მეორე ნახევარში გამოყავით დრო.
მშვილდოსანი: თქვენი ძალისხმევის წყალობით შესაძლებელი გახდება ის, რაც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. კარგი დღეა რთულ საქმეებთან შესაჭიდებლად. კომუნიკაბელური ხართ და ეს საქმიანობაში ძალიან გამოგადგებათ. შეიძლება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა.
თხის რქა: შესაძლებელია უცნაური მოვლენები, მოულოდნელი ცნობების მიღება. ეცადეთ, თავი გააკონტროლოთ. ეს სიტუაციასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ძალიან დაგეხმარებათ ძველი ნაცნობების მხარდაჭერა. მოუსმინეთ ახლობელი ადამიანების რჩევებს. გექნებათ ძველი კონტაქტების აღდგენის შანსი.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში
მერწყული: სწრაფი მოქმედება გახდება საჭირო, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. დროს უქმად ნუ დაკარგავთ და წვრილმანებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ეცადეთ, იხელმძღვანელოთ ჯანსაღი აზრით და არ მოუსმინოთ ცუდ რჩევებს. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელოდებათ.
თევზები: კარგი დღეა მნიშვნელოვანი შეხვედრების, სერიოზული საუბრებისთვის, იმ თემების განხილვისთვის, რომლებზეც ბოლო დროს ბევრს ფიქრობდით. გექნებათ შანსი, რომ მიიღოთ სასარგებლო რჩევა, ინფორმაცია, რომელიც გამოგადგებათ. საღამოს სახლში რაღაც საზრუნავი შეიძლება გამოგიჩნდეთ.
ყველა ახალი ამბავი
0