დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 მარტი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliდაისი
დაისი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2022 წლის 26 მარტია, შაბათი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
დაეხმარეთ გარშემომყოფებს. რასაც დღეს მათთვის გააკეთებთ, თქვენთვისაც სასარგებლო იქნება. კარგი დღეა ახლობლებთან სასაუბროდ, ოღონდ ილაპარაკეთ მათთან პირდაპირ, გულღიად და არა მინიშნებებით.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 მარტი>>
ვერძი: შესაფერისი დღეა რთულ საქმეებთან გასამკლავებლად. დაინახავთ შესაძლებლობებს, რომლებსაც აქამდე ვერ ამჩნევდით, მიხვდებით, როგორ მიაღწიოთ საჭირო მიზანს. საღამო შესანიშნავი დროა სასიყვარულო პაემნისთვის. განწყობა შესაშური გექნებათ და შეხვედრა დაუვიწყარი გახდება.
საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2020
ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: ყურადღება გაამახვილოთ მარტივ, ჩვეულ საქმეებზე, გადაწყვიტეთ პრაქტიკული ამოცანები. აქ სირთულეები მოსალოდნელი არ არის. საჭირო შედეგს მალე მიიღებთ. ეს განწყობას შესამჩნევად გაგიუმჯობესებთ, რასაც გარშემომყოფებიც იგრძნობენ. ბევრ ახალ ნაცნობს გაუჩნდება თქვენთან დაახლოების სურვილი.
ტყუპი: დღის პირველ ნახევარში გაგიჭირდებათ თავის გაკონტროლება, განსაკუთრებით, თუ ახლობლებთან სერიოზულ საკითხზე გადაწყვეტთ დალაპარაკებას. მნიშვნელოვანია, რომ კამათი აიცილოთ თავიდან. მოგვიანებით კარგი დროა ისეთი საქმეების გასაკეთებლად, რომლებიც დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს.
კირჩხიბი: დღეს განსაკუთრებულად ადვილად გაუგებთ სხვა ადამიანებს, მიხვდებით, რა უდევთ მათ გულში. ეს ურთიერთობებში დაგეხმარებათ. ბევრს გააკვირვებს თქვენი ტაქტი და დელიკატურობა. უკეთესობისკენ შეიცვლება დაძაბული ურთიერთობები. არ გადაიღალოთ – ეს დღე სერიოზული საქმეებისთვის შეუფერებელია.
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2019
ზოდიაქოს ნიშნები - ოთხი დრო, ოთხი სტიქია
ლომი: იზრუნეთ სხვებზე. ეს დღეს განსაკუთრებულად კარგად გამოგივათ და თან, სიხარულს მოგიტანთ. ადვილი იქნება ძველი კავშირების აღდგენა – ამისთვის მხოლოდ ინიციატივის გამოჩენა გჭირდებათ. კარგად გადაწყდება ფინანსური და ქონებრივი საკითხები, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ.
ქალწული: გამალებული მუშაობა დაგჭირდებათ, მაგრამ ამას სიხარულით გააკეთებთ. გექნებათ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის შანსი. მათ გადასაჭრელად შეარჩევთ არა ყველაზე მარტივ, არამედ ყველაზე ეფექტურ ხერხს და საჭირო შედეგსაც მიიღებთ. თავს მშვიდად და თავისუფლად იგრძნობთ.
სასწორი: გონივრულობა გჭირდებათ. არცთუ საუკეთესო დღეა იმისთვის, რომ ემოციებს აჰყვეთ და წამიერ სურვილებს მისდიოთ, ილაპარაკოთ ის, რაც თავში მოგივათ. მოერიდეთ უსიამოვნო თემებზე ლაპარაკს. თუ გონივრულად მოიქცევით, მომავალში არაერთხელ ეტყვით საკუთარ თავს მადლობას.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2018
ზოდიაქოს ნიშნები – გამარჯვების სიმბოლოები
მორიელი: იფიქრეთ თქვენს მნიშვნელოვან მიზნებსა და მასშტაბურ გეგმებზე. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წვრილმანებზე არ „ჩაიციკლოთ“. ფინანსურ საკითხებს დღეს რამდენადმე ქარაფშუტულად ეკიდებით, ამიტომ არაფერი იყიდოთ. სიყვარულის სფეროში კი ძალიან გაგიმართლებთ.
მშვილდოსანი: ბევრი საქმე გექნებათ ისეთი, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ საწუწუნო არაფერია, რადგან საინტერესო საქმიანობა გელოდებათ. კარგი დღეა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის. შესაძლებელია ნაცნობობა, რომელიც მეგობრულ ან სასიყვარულო ურთიერთობებს დაუდებს სათავეს.
თხის რქა: დაკვირვებული უნდა იყოთ და ყურადღება მიაქციოთ მცირე დეტალებს. შეამჩნევთ იმას, რაც სხვებმა ვერ დაინახეს. გაგიჩნდებათ შესანიშნავი იდეები. შესაძლებელია თანამშრომლობაზე შეთანხმება. არაა გამორიცხული თანხის მიღება. შეძლებთ დიდი ხნის ნანატრი ნივთის ყიდვას.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშნები – ტოპ-სამეული
მერწყული: კარგი დღეა იმ ადამიანებთან დასალაპარაკებლად, რომლებთანაც ურთიერთობები ბოლო დროს გიჭირთ. დღეს საერთო ენის გამონახვას ადვილად შეძლებთ. მიხვდებით, როგორ გადაჭრათ ძველი პრობლემები და გამოასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები. არ გადაიღალოთ.
თევზები: ეცადეთ, განსაკუთრებით დელიკატური იყოთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ. თავი შეიკავეთ კრიტიკისგან, ირონიული შენიშვნებისგან. არასასურველია ახლობლებთან ფინანსურ და ქონებრივ საკითხებზე მსჯელობა, რადგან ამან უთანხმოებები და კამათი შეიძლება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0