დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 მარტი

© Pixabay / manfredrichterყვავილი თოვლზე
ყვავილი თოვლზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 25 მარტია, პარასკევი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
გულთან ახლოს ნუ მიიტანთ წვრილმან უთანხმოებებს. დღის პირველი ნახევარი მნიშვნელოცანი საკითხების განსახილველად არცთუ ხელსაყრელი დროა. ის უფრო დამოუკიდებელი მუშაობისთვის გამოდგება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 მარტი>>
დღის მეორე ნახევარში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და დადგება სასიამოვნო შეხვედრებისა და ნაცნობობის დრო. შესაძლებელია რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ვერძი: ნუ მოძებნით მარტივ გზებსა და გადაწყვეტილებებს. დღეს უნდა დაინახოთ ის, რაც ზედაპირზე არ დევს. ადვილად გაუმკლავდებით საქმეებს, რომლებიც ფანტაზიას საჭიროებს. კარგი იდეების დეფიციტი არ გექნებათ. ამის წყალობით მეტოქეებს უკან ჩამოიტოვებთ. საღამო კარგი დროა რამე ახლის სწავლისთვის.
მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2019
ზოდიაქოს „მეფური" ნიშნები
კურო: შეხვედრები კარგად ჩაივლის, თუ მას მომზადებული დახვდებით, მოამზადებთ არგუმენტებს, გეცოდინებათ, რაზე უნდა ილაპარაკოთ. წარმატებები გელოდებათ იმ საქმეებში, რომლებსაც სერიოზულად მოეკიდებით. თუ ინიციატივას გამოიჩენთ, არ არის გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ტყუპი: გააკეთეთ ის, რაც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი. ასეთი დამოკიდებულება დიდი წარმატების შანსს მოგცემთ. ინტუიცია გიკარნახებთ, ვის უნდა ენდოთ საქმიანობისას და ვის – არა. ახლობლებთან კონტაქტი ადვილი იქნება, შეძლებთ საოჯახო პრობლემის მოგვარებას. საღამო კარგი დროა სასიყვარულო პაემნისთვის.
კირჩხიბი: დროა, იდეები და თამამი გეგმები ხმამაღლა თქვათ.დღეს არის შანსი, რომ დააინტერესოთ ადამიანები, რომლებზეც ბევრია დამოკიდებული. შესაძლებელია უკეთესობისკენ შეიცვალოს საქმიანი ურთიერთობები, რომლებიც ბოლო დროს დაძაბული იყო. გაგახარებთ ურთიერთობები ახლობლებთან.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2020
ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ლომი: თუ დროს უქმად არ დაკარგავთ, დღეს გაქვთ შესაძლებლობა, სასარგებლო საქმეები გააკეთოთ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვებისთვის. წარმატებით მოაგვარებთ მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებს, გექნებათ მომგებიანი გარიგებების დადების საშუალება. ფულთან დაკავშირებით ენდეთ ინტუიციას.
ქალწული: არ გადადოთ საქმეები, თუნდაც მოგეჩვენოთ, რო ვითარება არახელსაყრელია. რაც უფრო ადრე შეუდგებით საქმიანობას, მით უფრო უკეთეს შედეგს მიიღებთ. დღის პირველი ანხევარი კარგი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. მეორე ნახევარში კი შესაძლოა სახლის საქმეების მოგვარება დაგჭირდეთ.
სასწორი: ფრთხილად იმოქმედეთ. არანაირი ნაბიჯი არ გადადგათ, სანამ ყველაფერს კარგად არ მოიფიქრებთ. წამიერ ემოციებს თუ აჰყვებით, სანანებელი გაგიხდებათ. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, განცდებს, დაძაბულ საუბრებს. საღამოს პოზიტიური განწყობა დაგიბრუნდებათ. გელოდებათ სასიამოვნო შეხვედრები.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2017
მამაკაცებისთვის: ენდეთ ფსიქოლოგებს – იმსჯელეთ ქალზე მისი დაბადების თვის მიხედვით
მორიელი: დადგა დრო, რომ იმ საქმეს მოკიდოთ ხელი, რომელზეც ბოლო დროს ბევრს ფიქრობდით. დაიწყეთ მცირედით და ნუ დაელოდებით დაუყოვნებლივ შედეგს. ჯერ მცირე, მოგვიანებით დიდი გამარჯვება გელოდებათ. კარგი დღეა ძველ ნაცნობებთან, ბავშვობის მეგობრებთან ურთიერთობებისთვის.
მშვილდოსანი: ისწავლეთ ახალი, შეაგროვეთ ინფორმაცია, ეცადეთ, სხვებზე ადრე გამოარკვიოთ რაღაც მნიშვნელოვანი. კარგი დღეა დოკუმენტების გასაფორმებლად, გარიგებების დასადებად. პირად საკითხებს რაც შეეხება, სჯობს, ინტუიციას ენდოთ. საღამო რომანტიკულ სიურპრიზებს გპირდებათ.
თხის რქა: ეცადეთ, ურთიერთობა გქონდეთ იმასთან, ვისაც დიდი გამოცდილება აქვს. ისინი დღეს კარგ რჩევებსაც მოგცემენ და დახმარებასაც შემოგთავაზებენ. არაა გამორიცხული, რომ ძალიან რთული საქმეების გაკეთება მოგიწიოთ. შესაძლებლობა გექნებათ, გამოასწოროთ დაძაბული ურთიერთობები.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2022
ზოდიაქო: ვინ მოგცემთ საუკეთესო რჩევას?
მერწყული: ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ შუა გზაზე არ მიატოვოთ დაწყებული საქმე – ეს საშუალებას მოგცემთ, რომ შესანიშნავი შედეგები მიიღოთ. შეძლებთ უკეთესობისკენ შეცვალოთ საქმიანი ურთიერთობები, რომლებიც ბოლო დროს დაძაბული იყო. არაა გამორიცხული, რომ მეტოქეები მოკავშირეები გახდნენ.
თევზები: კარგი დღეა მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. მიაღწევთ საჭირო შედეგებს, მაგრამ არა გატკეპნილი, არამედ საკუთარი გზებით უნდა იაროთ. მზად იყავით იმპროვიზაციებისთვის. ადვილად იპოვით მოკავშირეებსაც, ახალ მეგობრებსაც. საღამოს არ არის გამორიცხული თანხის მიღება.
ყველა ახალი ამბავი
0