დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 მარტი

© Pixabay / FrankWinklerსანაპირო
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 24 მარტია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
მოთმინებაა საჭირო. მზად იყავით, რომ ნებისმიერ საქმეს იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე გეგმავდით. დღის პირველი ნახევარი დატვირთული და პროდუქტიული იქნება, მეორე ნახევარი კი მშვიდად ჩაივლის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 მარტი>>
ვერძი: ვარსკვლავების მხარდაჭერით ბევრის მიღწევას შეძლებთ. შესაძლოა, გეგმებში კორექტივების შეტანა დაგჭირდეთ. კარგი დღეა რამე ახალი საქმის დასაწყებად, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. ასე რომ, მზად იყავით – პირველი ნაბიჯების გადადგმა დამოუკიდებლად მოგიწევთ.
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
ზოდიაქო: ყველაზე ურცხვი, ვულგარული ნიშნები
კურო: იოლი წარმატებებისა და სწრაფი გამარჯვების იმედი ნუ გექნებათ. მიზნის მისაღწევად ძალისხმევა არ უნდა დაიშუროთ. დაგეხმარებათ კატეგორიულობა და სიჯიუტე, მათ შორის პირადი საკითხების გადაწყვეტისასაც. აჯობებს, თუ არა რამდენიმე, არამედ ერთ საკითხზე გაამახვილებთ ყურადღებას.
ტყუპი: თუ საქმეებს დაჟინებითა და სიჯიუტით მოეკიდებით, მიაღწევთ იმას, რაც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. საქმიანი ურთიერთობებისას ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეთ. ხელსაყრელი დღეა პირადი კონტაქტებისთვის. გულგრილს არავის დატოვებს თქვენი საოცარი მომხიბვლელობა.
კირჩხიბი: შეხვედრები, ნაცნობობა, ურთიერთობები – დღეს სწორედ ამაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. ადვილი იქნება გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა. მოაგვარებთ დაძაბულ ურთიერთობებს. კარგი დღეა სამუშაოს თვალსაზრისითაც. არაა გამორიცხული წინადადება ახალ თანამშრომლობაზე.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
„სიფრთხილის“ ჰოროსკოპი, ანუ რას უნდა მოერიდონ ზოდიაქოს ნიშნები 2022 წელს
ლომი: ყურადღებით იყავით, ეცადეთ, წვრილმანებიც არ გამოგრჩეთ. დაკვირვებით თუ იქნებით, შეცდომებს, დაძაბულ მომენტებს აირიდებთ თავიდან. კარგი დღეა დოკუმენტებთან მუშაობისთვის, მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის. პრობლემები არ გელოდებათ პირად ურთიერთობებშიც.
ქალწული: თამამად ილაპარაკეთ საკუთარ იდეებზე, ბევრი დაინტერესდება ამით. თანამშრომლობა შეიძლება მეგობრულ ურთიერთობებში გადაიზარდოს. სასურველია, მნიშვნელოვან საკითხებზე არაფორმალურ გარემოში იმსჯელოთ. დღის მეორე ნახევარში არაა გამორიცხული თანხის ან საჩუქრების მიღება.
სასწორი: დღის პირველ ნახევარში ჩვეულ, ნაცნობ საქმეებს მიხედეთ. მათ სწრაფად გაუმკლავდებით, დახმარებაც არ დაგჭირდებათ, მაგრამ თუ ვინმემ შემოგთავაზათ, უარი არ თქვათ – შესაძლოა, ამ ადამიანთან მეგობრული ურთიერთობები გააბათ. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო საოჯახო საქმეების დროა.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2018
სიტყვები, რომლებსაც ზოდიაქოს ნიშნების განრისხება შეუძლია
მორიელი: ყურადღება ყველაზე რთულ ამოცანებზე გაამახვილეთ – დღეს მათ თქვენზე უკეთ ვერავინ გაუმკლავდება. ბევრ რამეში ინტუიცია დაგეხმარებათ. ახალი ნაცნობობა, შემთხვევითი შეხვედრები საქმიანობაში ძალიან წაგადგებათ. დღის მეორე ნახევარში დასვენების შესაძლებლობა გაგიჩნდებათ.
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა იმ ადამიანთან შესახვედრად, რომელსაც გინდათ, რომ მოეწონოთ. წარუშლელი შთაბეჭდილების მოსახდენად საკმარისი იქნება იყოთ ის, ვინც ხართ. არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება, ასევე ერთი ნახვით შეყვარება. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად.
თხის რქა: გამოიჩინეთ ინიციატივა, გამოდით ახალი წინადადებებით, იდეებით. თავდაპირველად, შესაძლოა, თქვენი გეგმები ყველას არ მოეწონოს, მაგრამ შემდეგ დამხმარეები აუცილებლად გამოჩნდებიან. ყურადღება მიაქციეთ ემოციურ მდგომარეობას, უკუაგდეთ პირქუში აზრები.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2017
როგორ უმკლავდებიან ზოდიაქოს ნიშნები განშორებას
მერწყული: ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. ის, რაც გარშემომყოფებს უმნიშვნელოდ ეჩვენებათ, მოგვიანებით ამან შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. კარგი დღეა მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. გელოდებათ სასიამოვნო, მათ შორის, რომანტიკული სიურპრიზები.
თევზები: დღე წარმატებული იქნება, თუ ყველაფერს რეალურად შეხედავთ, შეუძლებლის მოლოდინი არ გექნებათ არც საკუთარი თავის, არც სხვებისგან. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები, ოღონდ ახალ მოკავშირეებს ჯერ ნუ ენდობით. დღის მეორე ნახევარში ძველი შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა გექნებათ.
ყველა ახალი ამბავი
0