დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 მარტი

© Pixabay / Adam Derewecki ვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 23 მარტია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
ეძებეთ არასტანდარტული გზები მიზნისკენ, მოიფიქრეთ რამე ახალი. ასევე იყავით კატეგორიული. ასე შეძლებთ ბოლომდე მიიყვანოთ საქმე, რომელიც უიმედოდ გეჩვენებოდათ. მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 მარტი>>
ვერძი: დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ რთული საქმეები. მათ მალე და ხარისხიანად გაუმკლავდებით. კარგად ჩაივლის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა მეგობრებთან შეხვედრის, ოჯახური ღონისძიებებისა და რომანტიკული პაემნისთვის.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2017
„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები
კურო: მოთმინებაა საჭირო განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მნიშვნელოვანი საქმეები აქვს დაგეგმილი, რადგან საჭირო შედეგებს, დიდი ალბათობით, მალე ვერ მიიღებთ. კარგი დროა სწავლის, თვითგანვითარებაზე ზრუნვისა და მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის. იღბლიანი დღეა საყიდლებისთვის.
ტყუპი: ყურადღება რთულ საქმეებზე გაამახვილეთ. თუ გონებას მოიკრებთ და სხვა რამეებზე არ გადაერთვებით, მათ შესანიშნავად გაუმკლავდებით. არაა გამორიცხული, რომ ერთფეროვანი და მოსაწყენი საქმეების გაკეთება მოგიწიოთ, რაც დიდ ენერგიას წაგართმევთ. საღამოს აუცილებლად დაისვენეთ.
კირჩხიბი: დროს უქმად ნუ დაკარგავთ. ბევრი რამ გაქვთ მოსასწრები, ამასთან, სხვისი საქმეების გაკეთებაც მოგიწევთ. დილით არაა გამორიცხული დაძაბული მომენტები, მაგრამ პოზიტიური ტენდენციები თანდათანობით გაძლიერდება. საღამოს არაა გამორიცხული სასიამოვნო ნაცნობობა რომანტიკული გაგრძელებით.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2018
რამდენად ემოციური ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: არ აჰყვეთ პროვოკაციებს, თავი გააკონტროლეთ. ასე წარმატებით ჩაატარებთ საქმიან მოლაპარაკებებს, თავიდან აიცილებთ წვრილმან კამათს. ამის წყალობით შეძლებთ ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობების მოგვარებას. შესაძლებელია თანხის მიღება, მომგებიანი გარიგებების დადება.
ქალწული: იფიქრეთ კარგზე. დღე არაერთ შესაძლებლობას მოგცემთ. მნიშვნელოვანია, არ დაიბნეთ და სწრაფად დაიწყოთ მოქმედება. დაგეხმარებათ ინტუიცია. კარგად ჩაივლის შეხვედრები. რომანტიკული პაემანი განსაკუთრებულად სასიამოვნო იქნება. სირთულეები სამუშაოზე გამორიცხული არ არის, მაგრამ ყევლაფერს გაართმევთ თავს.
სასწორი: გექნებათ შანსი, ბევრი საინტერესო რამ გაიგოთ, მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია უკეთესობისკენ ცვლილებები საქმიან ურთიერთობებში. შეძლებთ პრობლემის მოგვარებას, რომელიც ბოლო დროს გაწუხებდათ. ენდეთ ინტუიციას.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2019
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც რამდენჯერმე ქორწინდებიან
მორიელი: დილიდან შეუდექით მნიშვნელოვან საქმეებს და დროს უქმად ნუ დაკარგავთ. ეს ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია. მოგვიანებით ვითარება დაიძაბება, ერთ კონკრეტულ საქმეზე ყურადღებას ვერ გაამახვილებთ, მოგიწევთ ერთდროულად რამდენიმე საკითხზე ფიქრი. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.
მშვილდოსანი: ყურადღება მიაქციეთ იდეებს, თუნდაც ძალზე უცნაურად მოგეჩვენოთ ისინი. შუადღე კარგი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. არაა გამორიცხული, რომ ახალი მოკავშირეები შეიძინოთ. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ ნერვიულობას, სტრესულ ვითარებებს. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანებს.
თხის რქა: გამოიჩინეთ ინიციატივა, დიდი ალბათობით, მხარს დაგიჭერენ. გაუზიარეთ გარშემომყოფებს იდეები. თქვენი ენთუზიაზმი ბევრს „გადაედება“. კარგი დროა სახლის საქმეების გასაკეთებლად. ისინი დამღლელად და მოსაწყენად არ მოგეჩვენებათ. ყველაფერს შემოქმედებითად მოეკიდებით.
Невеста перед свадьбой - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან
მერწყული: გექნებათ შანსი, რომ ძალზე რთულ საქმეებს გაუმკლავდეთ. კარგი დღეა მეგობრებთან, ახლობელ ადამიანებთან შესახვედრად, აქტიური დასვენებისთვის. მიიღებთ კაშკაშა ემოციებს, გაგიუმჯობესდებათ განწყობა. ძალიან სასიამოვნოდ ჩაივლის რომანტიკული პაემანიც.
თევზები: არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება. დილა ამისთვის არ გამოდგება. ამ დროს ჩვეული საქმეები გააკეთეთ. დღის მეორე ნახევარი გპირდებათ წარმატებებს საქმეებში, რომლებიც შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს. შეცდომები საქმიანობისას თითქმის გამორიცხული.
ყველა ახალი ამბავი
0