დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 მარტი

© Pixabay / gabicuzბეღურა ხის ტოტზე
ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 22 მარტია, სამშაბათი. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ხელსაყრელი დღეა სწავლისთვის ინფორმაციის შეგროვებისთვის. ურთიერთობები რეკომენდებულია ძირითადად ნაცნობ ადამიანებთან. სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საკითხებში.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 მარტი>>
ვერძი: მშფოთვარე დღეა. დილით ნაკლებად ინერვიულეთ, რომ შეცდომები არ დაუშვათ. დღის მეორე ნახევარში მტკივნეულად აღიქვამთ, რომ დამოკიდებული ხართ ადამიანებზე და ვითარებებზე. მოერიდეთ ღია ბუნტს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი პარტნიორები და მფარველები მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადავლენ.
ზურმუხტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
კურო: შეძლებთ ზედმეტი დაძაბულობის მოხსნას. საკუთარ თავზე კონცენტრაციის ნაცვლად, მიმოიხდედეთ ირგვლიც და ჩაერთეთ მოვლენების ნაკადში. ეს ადვილიც იქნება და მომგებიანიც. შესაძლებელია წვრილმანი ნივთების ყიდვა. კარგი იქნება იაფი აქსესუარების, კოსმეტიკისა და პარფიუმერიის შერჩევა.
ტყუპი: მიუხედავად ხელსაყრელი ვითარებისა, შეიძლება გარკვეულ სირთულეებს გადააწყდეთ, მათ შორის, თქვენი უყურადღებობის გამო. შეიძლება თავი შეგახსენოთ ყოფითმა და ფინანსურმა გაუთვლელობამ, ავადმყოფობამ. არაა გამორიცხული, დაგაღალატოთ ტექნიკამ... მოკლედ, დღეს დიდი ყურადღება გჭირდებათ.
კირჩხიბი: უარი თქვით ეგოისტური, პირადი ინტერესების აქტიური გატარებისგან. დღეს აუცილებელი იქნება ძალების გაწონასწორება, დიპლომატიურობა. გაითვალისწინეთ გარემო და სხვების ინტერესები. გრძნობები გამოხატეთ პრაქტიკული მზრუნველობის გზით – პარტნიორის კომფორტის გათვალისწინებით.
ვარსკვლავების სისტემა - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2018
რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: საშიშია განგაშის გამაფრთხილებელი ნიშნების იგნორირება – შესაძლოა, პრობლემა უკვე კრიტიკულ ფაზაში დააფიქსიროთ. ბევრ თქვენგანს საპასუხისმგებლო მომენტი ელოდება დღის ბოლოს ოჯახში, ურთიერთობებში ან კარიერაში. შესაძლებელია ახალი ძლიერი და არაპროგნოზირებადი ფიგურის გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში.
ქალწული: დღეს შეგიძლიათ უკანასკნელ ძალებამდე შრომა, ასევე თქვენი ხელქვეითების, მეგობრების სამუშაოში ჩაფლობა. დღის დაძაბული რეჟიმი გელოდებათ საგანგებო დავალებების გადაწყვეტით, სხვების დახმარებითა და სხვა მომენტებით. რაც უფრო დაიტვირთავთ თავს, მით მეტი საფრთხე შეიქმნება თქვენი ჯანმრთელობისთვის.
სასწორი: ინფორმაციულად დატვირთული დღეა. კარგად ჩაივლის სიტყვით გამოსვლასთან, ცნობების მოძიებასთან დაკავშირებული საქმიანობა. ხელსაყრელი დროა მოსწავლეების, სტუდენტებისთვის – ახალ ცოდნას ადვილად და ინტერესით შეიძენთ. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრებისთვის, ფლირტისთვის.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2019
ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული
მორიელი: თქვენ წინაშე ხშირად დადგება განათლებასთან, მოგზაურობასთან დაკავშირებული თემები. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მატერიალური და სხვა რესურსების სფერო. მოაწესრიგეთ ის, რაც ამ დროისთვის გაგაჩნიათ და ხვალინდელზე იფიქრეთ. მოკლედ, დღეს ყველაზე აქტურალური თქვენი ფინანსური სფერო იქნება.
მშვილდოსანი: საღამოს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. გართობისთვის და მიღწევებისთვის საფასურის გადახდა მოგიწევთ. არასასურველია შემთხვევითი კავშირები. კონტაქტი საეჭვო კომპანიებთან, აკრძალული სიამოვნებები. ზოგიერთი შეიძლკება ვნებათა ხაფანგში მოექცეს, ზოგი თანხის დაკარგვის საშიშროების წინ დადგეს.
თხის რქა: უნიკალური პრაქტიკული ინტუიცია გაქვთ, გამოირჩევით შემოქმედებითი დამოკიდებულებით საქმისადმი, ორიგინალური გემოვნებით. იმედი გქონდეთ სასიამოვნო წუთებისა და ბედნიერი აღმოჩენების. დღე მოგიტანთ ფინანსურ, შემოქმედებით, სასიყვარულო და სხვა იღბალს, თუ შეძლებთ და ხაფანგებს აარიდებთ თავს.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშნები – ტოპ-სამეული
მერწყული: გაქვთ ორიენტირები, რომ პარტნიორი სწორად შეარჩიოთ, მაგრამ ამ გზაზე შეფერხებებიც იყოს. საქმეებში არაა გამორიცხული ილუზიებს აყოლა. ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ ოცნებებს არ აჰყვეთ და ეცადეთ, მოვლენებს რეალური თვალით შეხედოთ. ფანტაზია კი შემოქმედებით სფეროში მიმართეთ.
თევზები: მოერიდეთ აქტიურ თვითრეალიზაციას და ინდივიდუალიზმის ზედმეტ გამოვლინებებს. წარმატებისთვის ხანდახან ხალხს უნდა შეერიოთ, თუნდაც ეს თქვენი გემოვნების საწინააღმდეგო იყოს. კარგი დღეა თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობებისთვის. უცხოებთან დისტანცია დაიცავით.
ყველა ახალი ამბავი
0