დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 მარტი

© Pixabay / Lichtmagnetნაკვალევი თოვლში
ნაკვალევი თოვლში - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 21 მარტია, ორშაბათი. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დღის დასაწყისში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ინტუიციას. ის გიკარნახებთ, როგორ მოიქცეთ არაერთმნიშვნელოვან ვითარებებში, როგორ მიაღწიოთ მიზანს. დღის მეორე ნახევარი ადრე ჩაფიქრებულის რეალიზაციისთვის შესაფერისი დროა. შეგიძლიათ გაიხსენოთ უჩვეულო იდეები, თამამი გეგმები. დღეს მათი განხორციელების დიდი შანსი გაქვთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 მარტი>>
ვერძი: კარგი იდეების დეფიციტი არ გექნებათ, მაგრამ რომელზე გაამახვილოთ ყურადღება, აქ არჩევანი გაგიჭირდებათ. სჯობს, ინტუიციას მოუსმინოთ – ის გიკარნახევთ, საიდან დაიწყოთ. კარგი დღეა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის. შეძლებთ საერთო ენის გამონახვას მათთან, ვისთანაც აქამდე მუდმივად კამათობდით.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
ყველაზე რთული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: კარგი იქნება, თუ ძველ გეგმებს დაუბრუნდებით. ახლა თვალსაჩინოდ დაინახავთ, როგორ განახორციელოთ ისინი. შესანიშნავად გაუმკლავდებით საქმეს, რომელიც უიმედოდ გეჩვენებოდათ. კარგი დღეა ძველ ნაცნობებთან, ბავშვობისა და ახალგაზრდობის მეგობრებთან ურთიერთობებისთვის.
ტყუპი: კარგად გამოგივათ საქმეები, რომლებიც აკურატულობას და დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს. არ დაუშვაბთ მცირე შეცდომასაც კი. გამოგადგებათ ადრე მიღებული გამოცდილება. არაა გამორიცხული პატარ–პატარა გაუგებრობები, მაგრამ მათ მშვიდად შეხვდებით და ეს სწორიცაა – არ ღირს ნერვიულობა წვრილმანების გამო.
კირჩხიბი: არ იჩქაროთ, რადგან დილა სერიოზული საქმეების, მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და საპასუხისმგებლკო გადაწყვეტილებებისთვის არ გამოდგება. სჯობს, მარტივ და ჩვეულ საქმეებს დაუთმოთ დრო. პოზიტიური ტენდენციების გავლენა ყოველ საათში გაძლიერდება და უკვე შეძლებთ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2019
ზოდიაქოს სამი ნიშანი – სამი ნამდვილი „ოტელო“
ლომი: შეძლებთ პასუხების პოვნას კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას არ გაძლევდათ, გაერკვევით არაერთმნიშვნელოვან ვითარებაში. ხელსაყრელი დღეა ნაცნობობისთვის. ინტუიცია გიკარნახებთ, ვის უნდა ენდოთ და ვის – არა. არაა გამორიცხული მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ქალწული: დღე მნიშვნელოვანი საქმეებითა და სერიოზული საუბრებით დაიწყეთ, რადგან ამ დროს ბევრად გონებამოკრებილი ხართ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა დასვენებისთვის, რამე მარტივი, საინტერესო საქმიანობისთვის. ბევრ თქვენგანს რუტინისგან თავის დაღწევაში სეირნობა, სადმე გამგზავრება დაეხმარება.
სასწორი: თუ სერიოზული საქმეები გაქვთ დაგეგმილი, დაფიქრდით, ვის შეუძლია თქვენი დახმარება, რადგან დამოუკიდებლად ყველაფერთან გამკლავება გაგიჭირდებათ. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები ჭარბობს. კარგი დღეა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის, საერთო საქმეებზე დალაპარაკებისთვის.
სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2019
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი
მორიელი: არ აჰყვეთ პროვოკაციებს, ემოციებს. ეს უფრო დღის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი. მოგვიანებით კმაყოფილი დარჩებით, რომ თავის გაკონტროლება შეძელით. დღის მეორე ნახევარი ნაყოფიერი იქნება. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა, რომელიც შთამბეჭდავი მომენტებით დაგამახსოვრდებათ.
მშვილდოსანი: დღის პირევლ ნახევარში ჩვეულ, კარგად ნაცნობ საქმეებს მიხედეთ. მნიშვნელოვანი თემებისთვის ჯერ შესაფერისი დრო არ არის. შეაგროვეთ საჭირო ინფორმაცია და მოამზადეთ დამაჯერებელი არგუმენტები. ეს ყველაფერი საღამოს დაგჭირდებათ, რომ თქვენი თანამოსაუბრეები თქვენს სიმართლეში დაარწმუნოთ.
თხის რქა: დღის პირველ ნახევარში სასიამოვნო შეხვედრები და კარგი ამბები გელოდებათ. ფანტაზიის წყალობით შეძლებთ რაღაც საქმის „მკვდარი წერტილიდან“ დაძვრას. მოგვიანებით რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმეები გელოდებათ. თქვენი კატეგორიულობის წყალობით საუკეთესო შედეგებს მიიღებთ.
ვარსკვლავები ცაზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2018
რითია ზოდიაქოს თქვენი ნიშანი სხვა ნიშანზე უკეთესი
მერწყული: კარგი დღეა მუშაობისა და სამუშაოს შესახებ საუბრებისთვის. ილაპარაკებთ ძირითადზე და წვრილმანებზე დროს არ დაკარგავთ. არაა გამორიცხული, რომ მიიღოთ მომგებიანი წინადადება თანამშრომლობაზე. ახლობლებთან მომთმენი და დელიკატური იყავით. თავი შეიკავეთ კრიტიკული შენიშვნებისგან.
თევზები: მშფოთვარე, დატვირტული და ძალზე ნაყოფიერი დღე გელოდებათ. მოგიწევთ სხვების საქმეების გაკეთებაც, ამასთან მათი შეცდომების გამოსწორება. ამას შესანიშნავად გაუმკლავდებით. ხელიდან არ გაუშვებთ შანსს, რომ რამე ახალი ისწავლოთ, მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც მალე გამოგადგებათ.
ყველა ახალი ამბავი
0