დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 მარტი

© Pixabay / Franz26თოვლიანი ტყე
თოვლიანი ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 20 მარტია, კვირა. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
მოსალოდნელია დიდი ცვლილებები პირად ცხოვრებაში, მაგალითად, საბედისწერო შეხვედრა ადამიანთან, რომელიც მალე თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი გახდება. არ არის გამორიცხული ერთი ნხვით შეყვარება. რომანტიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 მარტი>>
ვერძი: თუ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას აპირებთ, მზად იყავით იმისთვის, რომ საჭირო შედეგს მალე ვერ მიიღებთ. დღეს მიზანსწარფულობა და მოთმინება დაგჭირდებათ. ამ თვისებების წყალობით გარშემომყოფების ყურადღებას მიიქცევთ. გამოჩნდებიან თქვენთან დამეგობრების მსურველები.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2018
ზოდიაქო: მამაკაცის ხიბლის 12 ელფერი
კურო: ბევრი საქმე გექნებათ, მაგრამ არაა აუცილებელი, მათ მარტო გაუმკლავდეთ. დახმარების სურვილს ბევრი გამოთქვამს, მათ შორის ისეთებიც, რომლებთანაც დაძაბული ურთიერთობები გქონდათ ბოლო დროს. გექნებათ შანსი, რომ ეს ურთიერთობები უკეთესობისკენ შეცვალოთ. მოსალოდნელი კარგი სიახლეების გაგება.
ტყუპი: შესაფერისი დღეა დაგროვებულ წვრილმან საქმეებთან გასამკლავებლად. ახლობლები შესანიშნავ რჩევებს მოგცემენ. გაგახარებთ ძველ ნაცნობებთან შეხვედრა, გაიგებთ ბევრ ახალ ამბავს. განწყობას გაგიუმჯობესებთ სულიერად ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა, ხოლო ვისაც კამათი უყვარს, მათ მოერიდეთ.
კირჩხიბი: ეცადეთ, საზრუნავს მოერიდოთ და კარგად დაისვენოთ. გადადეთ საქმეები, რომლებიც საჩქარო არაა და გააკეთეთ ის, რაც ნამდვილად გახარებთ. ყურადღება მიაქციეთ უჩვეულო წინადადებებს, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ ისინი. მოულოდნელი შეხვედრა შეიძლება რომანტიკული ისტორიით გაგრძელდეთ.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა
ლომი: კარგი დღეა დასვენებისთვის. თუ შესაძლებელია საქმეების გადადება, აუცილებლად ასე მოიქეცით. თავს მაშინვე თავისუფლად იგრძნობთ, განწყობა გაუმჯობესდება. კარგად ჩაივლის შეხვედრები ძველ მეგობრებთან. არ ღირს ფინანსური საკითხების განხილვა, განსაკუთრებით დღის პირევლ ნახევარში.
ქალწული: შესანიშნავი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებთანაც საქმიანი ინტერესები ან შემოქმედება გაკავშირებთ. შესაძლებელია ნაცნობობა, რომელიც მომავალში სარგებლობას მოგიტანთ. არაა გამორიცხული, რომ სხვის საქმეებში ჩარევა მოგიწიოთ. ამას ძალზე დელიკატურად გააკეთებთ.
სასწორი: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. გექნებათ ბევრი საინტერესო საუბარი. ძალზე იოლი იქნება ახალ ნაცნობებთან საერთო ენის გამონახვა. იფიქრეთ სამუშაოზე, ბიზნესზე ან სწავლაზე. დაინახავთ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც აქამდე ვერ ამჩნევდით. არ გადაიღალოთ, დღის მეორე ნახევარი დასვენებას დაუთმეთ.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ზოდიაქო: როდის და რატომ ღალატობენ სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
მორიელი: დაისახეთ დიდი მიზნები – დღეს მათი მიღწევის შანსი გაქვთ, არ ღირს მცირედით დაკმაყოფილება. თუ სწორად იმოქმედებთ და დროს ფუჭად არ დაკარგავთ, წარმატებებს მიაღწევთ. ბევრი თქვენგანისთვის ეს დღე იქნება სამართლიანობის აღდგენის, რაღაც ძველი შეცდომის გამოსწორების დღე.
მშვილდოსანი: განსაკუთრებით კარგი ურთიერთობები გექნებათ გარშემომყოფებთან. მალევე მიხვდებით, რა უდევთ მათ გულში, რა სჭირდებათ. მოაგვარებთ დაძაბულ ურთიერთობებსაც. არაა გამორიცხული ყოფითი პრობლემები, რომლებიც ხარჯს მოითხოვს, თუმცა ეს არ იქნება მნიშვნელოვანი თანხა, რომ თქვენი ჯიბე გამოაცარიელოს.
თხის რქა: დღეს შეგიძლიათ ბოლო მოუღოთ კამათს და თქვენი სიმართლე დაამტკიცოთ. მოგისმენენ ყურადღებით. ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ. არაა გამორიცხული ნაცნობობა, რომლითაც ლამაზ რომანტიკულ ისტორიას დაედება სათავე. ეცადეთ, დღე ერთფეროვან საქმიანობაში არ გაატაროთ, რომ არ მოიწყინოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2018
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო
მერწყული: კარგი დღეა რთულ თემაზე საუბრისთვის, რომელსაც დიდი ხანია, ვერ ახერხებთ. აუცილებლად იპოვით საჭირო სიტყვებს და სწორადაც გაგიგებენ. უთანხმოებებს ბოლო მოეღება. შესაძლოა, მოულოდნელად იღბლიანად გადაწყდეს ფინანსური საკითხი, რომელიც გაშფოთებთ. არ იჩქაროთ საყიდლებზე წასვლა.
თევზები: ნაყოფიერი დღე გელოდებათ. თავადაც გაგიჯვირდებათ, იმდენ რამეს მოასწრებთ. სირთულეების დროს გარშემომყოფები დაგეხმარებიან. თავი რომ მხნედ და ენერგიულად იგრძნოთ, ამაში აქტიური დასვენება და სპორტი დაგეხმარებათ. სახლში და საინტერესო მოვლენების გარეშე ყოფნა კი ძალზე მოსაწყენი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0