https://sputnik-georgia.com/20220314/rogor-seafasa-opoziciam-prezidentis-sityva-parlamentsi-265209909.html
ქება და საყვედური: როგორ შეაფასეს ოპოზიციონერებმა ზურაბიშვილის სიტყვა პარლამენტში
ქება და საყვედური: როგორ შეაფასეს ოპოზიციონერებმა ზურაბიშვილის სიტყვა პარლამენტში
Sputnik საქართველო
მადლობის სიტყვებთან ერთად სახელმწიფოს მეთაურის მიმართ მკაცრი შენიშვნებიც გაისმა. 14.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-14T17:54+0400
2022-03-14T17:54+0400
2022-03-14T21:40+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252378346_36:126:1464:929_1920x0_80_0_0_45073e5caf0d4d4c22064e50a9d73a52.jpg
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში, სადაც დეპუტატების გარდა იმყოფებოდნენ მთავრობის წევრები, დიპლომატები და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, ოპოზიციონერებმა არაერთმნიშვნელოვნად შეაფასეს.თავისი გამოსვლის ძირითადი ნაწილი ზურაბიშვილმა დაუთმო იმას, თუ როგორ „სცოდავენ ქვეყნის წინაშე“ ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც, ხოლო მათი ურთიერთბრალდებები ქვეყანას ვნებს. პრეზიდენტმა მხარეებს მოუწოდა, უარი თქვან დაპირისპირებაზე და გამოწვევებთან ბრძოლაში გაერთიანდნენ.„მადლობა პრეზიდენტს“ზურაბიშვილს ერთ-ერთმა პირველმა გადაუხადა მადლობა ყოფილმა პრემიერმა, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ.პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას აბსოლუტურად დამსახურებული „მჭლე სამიანი“ დაუწერა.„პარლამენტში პრეზიდენტის ძალიან ბევრი მოხსენება მომისმენია. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მოხსენება იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ადეკვატური და სახელმწიფოს მეთაურისებრი. ანუ მცდელობა იმისა, რომ ყველამ ერთად რაც შეიძლება კომპლექსურად დავინახოთ პრობლემები, რაც გვაქვს და დავინახოთ გამოსავალიც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.„ძალა ერთობაშია“ - პრეზიდენტის მიმართვა ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი>>„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას აზრით, პრეზიდენტის სიტყვა შინაარსობრივად პრიმიტიული იყო, თუმცა დეპუტატებმა უნდა გაითვალისწინონ მისი რჩევა შერიგებასთან დაკავშირებით.„ფაქტობრივად, სიტყვა, რაც მომზადებული მქონდა, ძირითადი მესიჯები, რაც უნდა მეთქვა, ამ დარბაზში უკვე გაჟღერდა პრეზიდენტის მიერ, რის გამოც მინდა მადლობა ვუთხრა“, – განაცხადა ხვიჩიამ.ტურნესთან დაკავშირებითზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოფიციალურ ვიზიტებზე მთავრობის უარის გამო მას მოუწია ევროპაში არაფორმალური, პირადი შეხვედრების გამართვა. ზურაბიშვილი შეხვდა რამდენიმე ქვეყნის პირველ პირს და ევროკავშირის ხელმძღვანელობას რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ.„მის მიერ უკმაყოფილება გამოითქვა, რომ ის იყო ევროპაში, შეხვდა სხვადასხვა თანამდებობის პირს, პრეზიდენტებს. უნდოდა, რომ პარლამენტს მოესმინა მისი მოგზაურობის შედეგები, რა გაკეთდა და რა არის საჭირო. ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მას განსაზღვრავს პარლამენტი და მთავრობა“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.შესაძლებელია თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი? „ქართული ოცნების“ პასუხი>>ინჯიას თქმით, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი უნდა შეუთანხმდეს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს – მათ, ვინც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას.კრიტიკაუარყოფითად შეაფასა ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ. მისი თქმით, პრეზიდენტი უფრო ობიექტური უნდა იყოს და არ უნდა გაათანაბროს ხელისუფლებისა და ოპოზიციის პასუხისმგებლობა.პრეზიდენტის ბრალდება არ მიიღო აგრეთვე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა.მისი თქმით, საუბარი იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია დადის დასავლეთში და ქვეყნის „შავ პიარს“ ახორციელებს, არასწორია. ამ შემთხვევაში ისინი ცდილობენ, რომ აჩვენონ მეორე, ნამდვილი და არა მშიშარა საქართველო.ზურაბიშვილი: ექს-პრეზიდენტის შეწყალების თემას არ დავუბრუნდები>>ის, როგორც უგულავა, ფიქრობს, რომ თუ ზურაბიშვილს ნამდვილად სურს მხარეების შერიგება და საქმის კეთება, მან მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252378346_351:121:1428:929_1920x0_80_0_0_20b9cfcb84c804a5c578fcc17dfcd5fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო
ქება და საყვედური: როგორ შეაფასეს ოპოზიციონერებმა ზურაბიშვილის სიტყვა პარლამენტში
17:54 14.03.2022 (განახლებულია: 21:40 14.03.2022) მადლობის სიტყვებთან ერთად სახელმწიფოს მეთაურის მიმართ მკაცრი შენიშვნებიც გაისმა.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში, სადაც დეპუტატების გარდა იმყოფებოდნენ მთავრობის წევრები, დიპლომატები და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, ოპოზიციონერებმა არაერთმნიშვნელოვნად შეაფასეს.
თავისი გამოსვლის ძირითადი ნაწილი ზურაბიშვილმა დაუთმო იმას, თუ როგორ „სცოდავენ ქვეყნის წინაშე“ ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც, ხოლო მათი ურთიერთბრალდებები ქვეყანას ვნებს. პრეზიდენტმა მხარეებს მოუწოდა, უარი თქვან დაპირისპირებაზე და გამოწვევებთან ბრძოლაში გაერთიანდნენ.
ზურაბიშვილს ერთ-ერთმა პირველმა გადაუხადა მადლობა ყოფილმა პრემიერმა, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ.
„მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც დღეს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ღირსეულად გააჟღერა ქართველი ერის ხმა“, – დაწერა გახარიამ თავის „ფეისბუქ“-გვერდზე.
პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას აბსოლუტურად დამსახურებული „მჭლე სამიანი“ დაუწერა.
„პარლამენტში პრეზიდენტის ძალიან ბევრი მოხსენება მომისმენია. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მოხსენება იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ადეკვატური და სახელმწიფოს მეთაურისებრი. ანუ მცდელობა იმისა, რომ ყველამ ერთად რაც შეიძლება კომპლექსურად დავინახოთ პრობლემები, რაც გვაქვს და დავინახოთ გამოსავალიც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას აზრით, პრეზიდენტის სიტყვა შინაარსობრივად პრიმიტიული იყო, თუმცა დეპუტატებმა უნდა გაითვალისწინონ მისი რჩევა შერიგებასთან დაკავშირებით.
„ფაქტობრივად, სიტყვა, რაც მომზადებული მქონდა, ძირითადი მესიჯები, რაც უნდა მეთქვა, ამ დარბაზში უკვე გაჟღერდა პრეზიდენტის მიერ, რის გამოც მინდა მადლობა ვუთხრა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოფიციალურ ვიზიტებზე მთავრობის უარის გამო მას მოუწია ევროპაში არაფორმალური, პირადი შეხვედრების გამართვა. ზურაბიშვილი შეხვდა რამდენიმე ქვეყნის პირველ პირს და ევროკავშირის ხელმძღვანელობას რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ.
„მის მიერ უკმაყოფილება გამოითქვა, რომ ის იყო ევროპაში, შეხვდა სხვადასხვა თანამდებობის პირს, პრეზიდენტებს. უნდოდა, რომ პარლამენტს მოესმინა მისი მოგზაურობის შედეგები, რა გაკეთდა და რა არის საჭირო. ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მას განსაზღვრავს პარლამენტი და მთავრობა“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.
ინჯიას თქმით, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი უნდა შეუთანხმდეს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს – მათ, ვინც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას.
უარყოფითად შეაფასა ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ. მისი თქმით, პრეზიდენტი უფრო ობიექტური უნდა იყოს და არ უნდა გაათანაბროს ხელისუფლებისა და ოპოზიციის პასუხისმგებლობა.
პრეზიდენტის ბრალდება არ მიიღო აგრეთვე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, საუბარი იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია დადის დასავლეთში და ქვეყნის „შავ პიარს“ ახორციელებს, არასწორია. ამ შემთხვევაში ისინი ცდილობენ, რომ აჩვენონ მეორე, ნამდვილი და არა მშიშარა საქართველო.
ის, როგორც უგულავა, ფიქრობს, რომ თუ ზურაბიშვილს ნამდვილად სურს მხარეების შერიგება და საქმის კეთება, მან მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.