https://sputnik-georgia.com/20220314/zurabishvilis-mimartva-opoziciisa-da-xelisplebisadmi-265200973.html
„ძალა ერთობაშია“ – პრეზიდენტის მიმართვა ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი
„ძალა ერთობაშია“ – პრეზიდენტის მიმართვა ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდა, უარი თქვან სიძულვილის ენაზე და გაერთიანდნენ... 14.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-14T13:05+0400
2022-03-14T13:05+0400
2022-03-14T17:57+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261324843_0:57:1400:846_1920x0_80_0_0_1271211667f7ea2d946c52961cb9e485.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდა, უარი თქვან სიძულვილის ენაზე და გაერთიანდნენ არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად.მისი თქმით, დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია და გამოწვევები მომავალში შეიძლება კიდევ უფრო მწვავე გახდეს.როგორც მან აღნიშნა, დღეს საზოგადოება პოლიტიკოსებზე ბევრად მამაცი და ფხიზელია.„დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე?!“ – მიმართა ზურაბიშვილმა დეპუტატებს.მისი თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია სცოდავენ ქვეყნის წინაშე და მათი ურთიერთბრალდებები ქვეყანას ზიანს აყენებს.„უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია კი, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261324843_133:50:1287:915_1920x0_80_0_0_893364a199cb50640762c051d164b675.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდა, უარი თქვან სიძულვილის ენაზე და გაერთიანდნენ არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად.
მისი თქმით, დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია და გამოწვევები მომავალში შეიძლება კიდევ უფრო მწვავე გახდეს.
„მე ვერ შევეგუები იმას, რომ ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად თქვენ, აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: „ძალა ერთობაშია“!" – განაცხადა ზურაბიშვილმა პარლამენტში.
როგორც მან აღნიშნა, დღეს საზოგადოება პოლიტიკოსებზე ბევრად მამაცი და ფხიზელია.
„დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე?!“ – მიმართა ზურაბიშვილმა დეპუტატებს.
მისი თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია სცოდავენ ქვეყნის წინაშე და მათი ურთიერთბრალდებები ქვეყანას ზიანს აყენებს.
„უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია კი, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.