https://sputnik-georgia.com/20220314/zurabishvili-saakashvilis-shewyalebis-temas-ar-davubrundebi-265202317.html
ზურაბიშვილი: ექს-პრეზიდენტის შეწყალების თემას არ დავუბრუნდები
ზურაბიშვილი: ექს-პრეზიდენტის შეწყალების თემას არ დავუბრუნდები
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილის თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე აღნიშნული საკითხის „გაცოცხლება“ მიუღებელია. 14.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-14T13:51+0400
2022-03-14T13:51+0400
2022-03-14T18:20+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260540899_0:0:1400:789_1920x0_80_0_0_ccc62e697f18c74e2be4c0cfde5aa29f.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი არ დაუბრუნდება ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.2021 წლის 29 სექტემბერს სამშობლოში არალეგალურად დაბრუნებული სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს-პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს, მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს კი ფაბრიკაციას უწოდებს.უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მსჯავრდებულმა სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მას კიევში დაბრუნების შესაძლებლობა უნდა მისცეს.მისი თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე აღნიშნული საკითხის „გაცოცხლება“ ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის გაძლიერებას.„არა და არასოდეს!“ – ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე>>>საქართველოს ექს-პრეზიდენტი ბრალდებულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. 2018 წლის იანვარში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე (2006 წელს), ხოლო 2018 წლის ნოემბერში – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ორგანიზებაში – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე (2005 წელს). ამ საქმეებზე მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260540899_155:0:1288:850_1920x0_80_0_0_b9ba03a01fc61200029fc314b3f17faa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, პოლიტიკა
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ექს-პრეზიდენტის შეწყალების თემას არ დავუბრუნდები
13:51 14.03.2022 (განახლებულია: 18:20 14.03.2022) ზურაბიშვილის თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე აღნიშნული საკითხის „გაცოცხლება“ მიუღებელია.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი არ დაუბრუნდება ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.
2021 წლის 29 სექტემბერს სამშობლოში არალეგალურად დაბრუნებული სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს-პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს, მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს კი ფაბრიკაციას უწოდებს.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მსჯავრდებულმა სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მას კიევში დაბრუნების შესაძლებლობა უნდა მისცეს.
„მე არ შემიძლია და არ დავუბრუნდები სააკაშვილის შეწყალების თემას, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, რადგანაც ამაზე პასუხი არაერთხელ გავეცი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე აღნიშნული საკითხის „გაცოცხლება“ ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის გაძლიერებას.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი ბრალდებულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.
2018 წლის იანვარში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე (2006 წელს), ხოლო 2018 წლის ნოემბერში – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ორგანიზებაში – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე (2005 წელს). ამ საქმეებზე მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.