დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 მარტი

CC BY 2.0 / Giuseppe Milo / The Northern Lightsჩრდილოეთის ნათება
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 14 მარტია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
მოთმინების უნარი დაგჭირდებათ. მოვლენები უფრო ნელა განვითარდება, ვიდრე თქვენ გსურთ, ამიტომ დასახულ მიზნებსაც გვიან მიაღწევთ. წარმატება ელოდება იმას, ვინც შეინარჩუნებს წონასწორობას, არ წავა გაუმართლებელ რისკზე და მნიშვნელოვან საკითხებს სიჩქარეში არ გადაწყვეტს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 მარტი>>
ვერძი: არ აჩქარდეთ არც გადაწყვეტილებების და არ მოქმედების დროს. დღე კარგად ჩაივლის, თუ ფრთხილად და გონივრულად იმოქმედებთ. არაა გამორიცხული, რომ სხვისი დახმარება მოგიწიოთ. შესაძლებელია სასიამოვნო ნაცნობობა, რომელიც ხანგრძლივ მეგობრობაში ან ლამაზ სასიყვარულო ურთიერთობებში გადაიზრდება.
ხელი ქალაქზე ოფისიდან - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: უარი არ თქვათ თქვენს მიზნებსა და გეგმებზე, თუნდაც ისე არ აეწყოს ყველაფერი, როგორც თქვენ ვარაუდობდით. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია უიღბლო თანხვედრები, უსიამოვნო სიურპრიზები, მაგრამ თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და შეძლებთ მიზნებთან მიახლოებას.
ტყუპი: ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, თუნდაც ირგვლივ ქაოსი იყოს. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადაწყვეტისთვის. შესაძლებელია მომგებიანი გარიგებების დადება. არანაირი სანერვიულო არ გექნებათ პირად ურთიერთობებშიც, რომელიც ჰარმონიულად აეწყობა და პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ.
კირჩხიბი: იმოქმედეთ სწრაფად და მტკიცედ, აიღეთ ინიციატივა ხელში. გექნებათ დიდი ხნის გეგმების განხორციელების საშუალება. წარმატებები გელოდებათ მუშაობაში. თუ აჩვენებთ თქვენს შესაძლებლობებს, შესაძლოა, ძალიან საინტერესო წინადადება მიიღოთ. საღამო კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
ყველაზე რთული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: ენდეთ ინტუიციას – ის არ დაგაღალატებთ. სწრაფად გაერკვევით არაერთმნიშვნელოვან საქმეებში. გარშემომყოფებთან კონტაქტი არ გაგიჭირდებათ. ეს დაგეხმარებათ საქმიანი მოლაპარაკებების წარმატებით გამართვაში. დღის მეორე ნახევარი შეყვარებულებს რომანტიკულ სიურპრიზებს ჰპირდება.
ქალწული: დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვან შეხვედრებს ნუ დაგეგმავთ. ამ დროს რთული იქნება საერთო ენის პოვნა ადამიანებთან. მოიცადეთ და პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაძლიერდება და ურთიერთობები მარტივი და სასიამოვნო გახდება. დღის მეორე ნახევარი შეგიძლიათ რთულ საქმეებს დაუთმოთ.
სასწორი: დღე სასარგებლო და საინტერესო საქმეებით დაიწყეთ. კმაყოფილი დარჩებით თქვენი თუნდაც მცირე გამარჯვებებით. არ არის გამორიცხული სასიამოვნო შეხვედრები ადამიანებთან, რომლებზეც ბევრი კარგი გსმენიათ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის. არ გაგიცრუებთ იმედს რომანტიკული პაემანი.
გული, სიყვარულის ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2022
ზოდიაქო: ოთხი ნიშანი და ნამდვილი სიყვარულის პოვნის უდიდესი შანსი მარტში
მორიელი: სერიოზული საქმეებისა და მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის დღის პირველი ნახევარი გამოიყენეთ. ამ პერიოდში ადვილად გაუგებთ გარშემომყოფებს, იპოვით მათთან საერთო ენას. დღის მეორე ნახევარში რთული ამოცანების გადაწყვეტას დაუთმეთ დრო. მტკიცე განწყობა საჭირო შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი: სჯობს, საქმეები არ გადადოთ. დღის პირველი ნახევარი ამისთვის შესანიშნავი დროა. გექნებათ სამუშაო განწყობა და ბევრ რამეს კარგად გაუმკლავდებით. ეცადეთ, თავი აარიდოთ სტრესულ ვითარებებს, გააკონტროლეთ ემოციური მდგომარეობა. დაფიქრდით, რა მოგიტანთ პოზიტიურ განწყობას და ის გააკეთეთ.
თხის რქა: კარგი დღეა მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, საორგანიზაციო საკითხების გადაჭრისთვის. შესანიშნავად გაუმკლავდებით საკუთარ საქმეებს და შეძლებთ სხვების დახმარებასაც. საღამოს შესაძლებელია კარგი სიახლის გაგება, რომელიც გიკარნახებთ ახალ იდეებს და სამომავლო გეგმების განსაზღვრაში დაგეხმარებათ.
გოგონა თოვლში - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
ქალები და მათი პატარ-პატარა სიგიჟეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: არ იფიქროთ, რომ პირველი, რაც თავში მოგივათ, ისაა საუკეთესო გამოსავალი. არ იჩქაროთ. მიეცით თავს დრო, რომ ვითარებაში გაერკვეთ, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული ურთიერთობებისთვის შეყვარებულებს ძალზე სასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ.
თევზები: თამამად გაუზიარეთ გარშემომყოფებს უჩვეულო იდეები, თქვენი გეგმები. დღეს ბევრს გაუჩნდება თქვენი მხარდაჭერის სურვილი. არაა გამორიცხული, რომ ახალი მეგობრებიც შეიძინოთ. კარგი დღეა საყიდლებისა და გარიგებებისთვის. ფინანსურ საკითხებში ინტუიცია დაგეხმარებათ. საღამოს საჩუქრები გელოდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0