დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 მარტი

© Pixabay / Free-Photosცა
ცა - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 13 მარტია, კვირა. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
ილუზიების ტყვეობაში არ მოექცეთ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, მოახერხებთ თუ არა სიტუაციისა და საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებას, პრიორიტეტების სწორად განაწილებას. ხელსაყრელი დღეა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, ოჯახური და მეგობრული კავშირების განსამტკიცებლად.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 მარტი>>
ვერძი: შეიძლება გაოცებულმა აღმოაჩინოთ, რომ გარშემომყოფები თქვენით მანიპულირებას ცდილობენ. მეგობრები, კოლეგები, საყვარელი ადამიანიც კი თქვენზე მბრძანებლობის შანსს არ გაუშვებენ ხელიდან. თქვენ კი წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაქვეითებული გექნებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, სიმტკიცე გამოიჩინოთ და ინიციატივა ხელიდან არ გაუშვათ.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში
კურო: ზედმეტად ენერგიული ხართ, მაგრამ თავის გაკონტროლება უნდა შეძლოთ. ძალიან დიდი ალბათობაა, რომ მცდარ გზას დაადგეთ და დასანანი შეცდომა დაუშვათ. უყურადღებობის გამო შეიძლება ისეთ საქმეში შეცდეთ, რომელსაც თვალდახუჭული აკეთებთ. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, დაისვენოთ. საქმეები კი მოიცდის.
ტყუპი: მიუძღვენით დღევანდელი დღე საკუთარ თავს, გააკეთეთ ის, რაც მოგწონთ. გეძლევათ საშუალება, რომ დატკბეთ ირვლივ არსებული სასიამოვნო ატმოსფეროთი, იგრძნოთ ჰარმონია თქვენსა და სამყაროს შორის. ბევრ ხალხში კი თავს კარგად ვერ იგრძნობთ. აუცილებელია განმარტოება ან საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა.
კირჩხიბი: თქვენი საქციელი ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ვარსკვლავები უზარმაზარი ენერგიით დაგაჯილდოებენ, მაგრამ ეს ენერგია მხოლოდ ფორსმაჟორულ რეჟიმში გამოთავისუფლდება. თუ ასე არ მოხდა, შეიძლება აპათია და სიზარმაცე დაგეუფლოთ, და თუ მოხდა, მთების გადადგმას შეძლებთ.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
ლომი: შემთხვევითი მოვლენების დღეა. შესაძლოა, ისეთი რაღაცებიც მოხდეს, რომლებიც არ მოგეწონებათ. გაუგებრობები მინიმუმამდე რომ დაიყვანოთ, ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლებად იოცნებოთ და ირგვლივ არსებულ ვითარებას ყურადღებით დააკვირდეთ. იყავით ორგანიზებული. ასე არასასურველი სიურპრიზებისგან დაიცავთ თავს.
ქალწული: არ ენდოთ პირველ შთაბეჭდილებას, არ გამოიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები. შეაგროვეთ მეტი ინფორმაცია და კარგად გააანალიზეთ. ასე გაერკვევით სიტუაციაში და მიხვდებით, როგორ ჯობია მოქმედება. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. არცთუ საუკეთესო დღეა სპონტანური შენაძენებისთვის. შეყვარებულებს სასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ.
სასწორი: ვარსკვლავები არ გირჩევენ ნებისმიერ საქმესთან შეჭიდებას, სადაც სხვების იმედად უნდა იყოთ – ნებსით თუ უნებლიეთ მათ შეიძლება დაგაღალატონ. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც სამუშაო, ისე პირად საკითხებს. საქმეები რომ კარგად წავიდეს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. ყველაფერი, სადაც სხვების ჩართვაა საჭირო, გადადეთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ სამყაროში ჰარმონია და წონასწორობა შემოაქვთ
მორიელი: არის რისკი, რომ გარშემომყოფების მხრიდან თავდასხმების ობიექტი გახდეთ. არაა გამორიცხული, რომ მათ შორის თქვენი ახლობლებიც იყვნენ. მოგიწევთ კრიტიკის მოსმენა – ვიღაც თქვენი სიტყვებით იქნება უკმაყოფილო, ვიღაც – გარეგნობით, ან პროდუქტიულობით მუშაობის მხრივ. მთავარია, ზღვარს არ გადავიდნენ და მოთმინებიდან არ გამოგიყვანონ...
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღე გელოდებათ, როდესაც შეგიძლიათ აჩვენოთ ლიდერის თვისებები და გამარჯვების განწყობა. რაც უფრო მეტი სირთულე დაგხვდებათ გზაზე, მით მეთი აზარტით შეუდგებით ბარიერების გადალახვას. ვარსკვლავები გირჩევენ, შეეჭიდოთ იმ საქმეს, რომელშიც ყველაზე მეტ პოტენციალს ხედავთ. დიდი შანსი გაქვთ წარმატებების.
თხის რქა: დღეს შეიძლება თავდაჯერებულობა მოგაკლდეთ, მერყეობა მოგეძალოთ. ასეთი განწყობის გამო გაგიჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება. თუ ვითარება თქვენგან სასწრაფო მოქმედებებს მოითხოვს, შეიძლება ერთ ადგილზე „გაიყინოთ“ ან მცდარი ნაბიჯი გადადგათ. ეს რომ არ მოხდეს, ცივი გონება უნდა შეინარჩუნოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2018
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც იღბალი არასდროს ტოვებს
მერწყული: ვითარების გამო შეიძლება გეგმებზე უარის თქმა მოგიწიოთ. საუბარი შეიძლება ეხებოდეს სამუშაოს, პაემანს, საღამოს გეგმებსა თუ რემონტს... თუ ასე მოხდა, ვარსკვლავები გირჩევენ, ამას შეეგუოთ. რაც არ უნდა გააკეთოთ დღეს, ეს წუწუნია ირგვლივ მყოფებთან. გახსოვდეთ, უმრავლესობას არ ადარდებს თქვენი პრობლემები, ზოგს კი უხარია კიდეც.
თევზები: იგრძნობთ შინაგან წონასწორობას, გექნებათ სურვილი, რომ თქვენი პოზიტივი გარშემომყოფებს გაუზიაროთ. აქედან გამომდინარე, გვერდით მყოფთა მიმართ მზრუნველობას გამოიჩენთ. შესაძლოა, ვინმეზე მეურვეობა აიღოთ, დაეხმაროთ საქმით, მეგობრული რჩევით. კეთილი საქმის წყალობით ამაღლდებით როგორც სხვების, ისე საკუთარ თვალში.
ყველა ახალი ამბავი
0