დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 მარტი

© Pixabay / jordygoovaerts0კოსმოსი
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 12 მარტია, შაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
ყურადღებით იყავით, ეცადეთ, დრო უქმად არ დაკარგოთ. ეს დღე საინტერესო შესაძლებლობებს გახსნის და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, შეძლებთ თუ არა მათ გამოყენებას. გქონდეთ საიმედო და გამოცდილი ახლობლების მხარდაჭერის იმედი. კარგი დღეა ახალი ავეჯის ან საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 მარტი>>
ვერძი: დღე ნაყოფიერად გაატარეთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გამოგადგებათ ფანტაზიის უნარი. იმოქმედებთ სხვებისგან განსხვავებულად და შესანიშნავ შეედეგბს მიიღებთ. ყველანაირ სიტუაციაში შეძლებთ თავის გაკონტროლებას, შეინარჩუნებთ ოპტიმიზმს. ამის წყალობით ბევრი მოინდომებს თქვენთან დამეგობრებას.
ზურმუხტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
კურო: ყურადღება ნაცნობ საქმეებზე გაამახვილეთ – ასე ბევრს მოასწრებთ და ზედმეტ საზრუნავს აირიდებთ თავიდან. შეგიძლიათ ახლობლებს რამე ახალი საქმიანობა შესთავაზოთ. ეს მათ დააინტერესებს და გაჩნდება საშუალება, რომ გაერთიანდნენ ისინი, ვისაც ბოლო დროს უთანხმოება ჰქონდა.
ტყუპი: მზად იყავით უჩვეულო შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის, რომლებიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. გელოდებათ ძალზე საინტერესო საუბრები, რომლის შემდეგ ჩვეულ საგნებს შეიძლება სულ სხვაგვარად შეხედოთ. არაა გამორიცხული, რომ ცხოვრებაში რამე ახლის შეტანა მოისურვოთ, გაგიჩნდეთ ახალი ამოცანები.
კირჩხიბი: მოუსმინეთ რჩევებს, რომლებსაც ძველი ნაცნობები მოგცემენ. ასე შეძლებთ შეცდომების თავიდან აცილებას. სხვისი რჩევები განსაკუთრებით გამოადგება მათ, ვინც რაღაც ახლისთვის იბრძვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გექნებათ იმპროვიზირების, არასტანდარტული გადაწყვეტილებების ძებნის საშუალება.
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2019
ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას
ლომი: იყავით მზად მოულოდნელობებისთვის. დღეს ბევრი რამ არ წავა გეგმის მიხედვით, მაგრამ ამის გამო ხასიათი არ წაგიხდებათ. გამოცდილება დაგეხმარებათ ვითარებაში ორიენტაციაში. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია უჩვეულო ნაცნობობა, რომელიც თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.
ქალწული: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან. ადვილი იქნება მათთან კონტაქტი, შეთანხმება საერთო გეგმებზე. შესაძლებელია იღბლიანად ყიდვა ნივთების. სამუშაოზე ხანგრძლივი საუბრები არ ღირს, ხოლო სხვადასხვაგვარ წვრილმანზე განწყობას აგიმაღლებთ.
სასწორი: დღე საინტერესო საქმეებით, სასიამოვნო საუბრებით დაიწყეთ. ძალზე მნიშვნელოვანია დადებითი განწყობის შენარჩუნება. არ ღირს წვრილმანების გულთან ახლოს მიტანა. თუ ამას მოახერხებთ, დღე შესანიშნავად ჩაივლის. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის.
მტირალი მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2019
ზოდიაქოს რომელი ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს შეუძლიათ ღალატის პატიება
მორიელი: თამამად დააწყვეთ გეგმები – დღეს ბევრის გაკეთებას მოასწრებთ, თუ დროს უქმად არ დაკარგავთ. მოახერხებთ რთულ საკითხებში გარკვევას. ხშირად ინტუიცია დაგეხმარებათ. შესანიშნავი დღეა ნებისმიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ეს უამრავ პოზიტიურ ემოციას მოგიტანთ.
მშვილდოსანი: დღეს გარშემომყოფები განსაკუთრებული ყურადღებით მოგისმენენ, ამიტომ ილაპარაკეთ მნიშვნელოვანზე. სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებში გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ. ნებისმიერი მიღებული წინადადება კარგად უნდა აწონ–დაწონოთ, მოიძიოთ რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა ძველ მეგობრებთან და ახლობლებთან შესახვედრად. გექნებათ უამრავი საინტერესო თემა სასაუბროდ. კარგად ჩაივლის რომანტიკული პაემანიც. კარგი დღეა საყიდლებისტვის. შეიგიძლიათ იყიდოთ ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სხვადასხვა საჭირო ნივთი სამუშაოს ან ოჯახისთვის.
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ამ სამყაროში ცვლილებები და სიბრძნე შემოაქვთ
მერწყული: გაუზიარეთ თქვენი გეგმები და იდეები სხვებს, განიხილეთ მათთან ერთად. მიიღებთ მხარდაჭერტასა და შესანიშნავ რჩევებს. არაა გამორიცხული, რომ რეალური დახმარება შემოგთავაზონ მათ, ვისგანაც ამას საერთოდ არ ელოდებოდით. თუ სწორად მოიქცევით,მ გაგიჩნდებათ ახალი მოკავშირეებიცა და მეგობრებიც.
თევზები: ენდეთ ინტუიციას. სწორედ ის გიჩვენებთ დღეს სწორ გზას, რომ პასუხები მიიღოთ რთულ კითხვებზე. გარშემომყოფებთან ურთიერთობები რთული არ იქნება. ადვილად გამონახავთ საერთო ენას ახლად გაცნობილებთანაც. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ყოფითი წვრილმანი პრობლემების მოსაგვარებლად.
ყველა ახალი ამბავი
0