დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 მარტი

© photo: Sputnik / Seyran Baroyanმიმოზა
მიმოზა - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 11 მარტია, პარასკევი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ენდეთ ინტუიციას. ისა დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. გარშემომყოფების რჩევები ნაკლებად სასარგებლო იქნება, რადგან ხშირად მათ საჭირო და სრული ინფორმაცია არ გააჩნიათ. მნიშვნელოვანი საქმეებისთვის შუადღე საუკეთესო დროა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 მარტი>>
ვერძი: დღე ყველაზე სერიოზული საქმეებით დაიწყეთ, შეძლებთ დიდი წარმატების მიღწევას. მოუსმინეთ ინტუიციას – მისი მინიშნებები დაგეხმარებათ ვითარებაში სწრაფად ორიენტაციაში. ყურადღება მიაქციეთ ემოციურ მდგომარეობას დღის მეორე ნახევარში, მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. დაგეხმარებათ შემოქმედებითი საქმიანობა.
ადამიანის ფსიქოლოგია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“
კურო: აჩქარება საჭირო არაა. დღის პირველი ნახევარი ფიქრსა და დაგეგმვას მოანდომეთ, შემდეგ კი, დღის მეორე ნახევარში მოქმედებაზე გადადით. ეს დრო ძალზე ნაყოფიერი იქნება. შეძლებთ ბევრის მიღწევას, დიდი ხნის ჩანაფიქრის განხორციელებას, თუ საქმეში ფანტაზიას ჩართავთ. ახლობლები კარგ რჩევებს მოგცემენ.
ტყუპი: სწრაფად და მტკიცედ მოქმედებაა საჭირო. დატვირთული დღე გექნებათ, გელოდებათ საინტერესო მოვლენები. თქვენი საუკეთესო თვისებები დღეს განსაკუთრებულად წარმოჩინდება. არაა გამორიცხული უჩვეულო ურთიერთობების დაწყება, რომელიც მალე შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობებში გადაიზარდოს.
კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა სწავლისთვის. ყველაფერს, რაც გამოგადგებათ, უმალ დაიმახსოვრებთ. დაინახავთ სხვის შეცდომებს, გამოიტანთ სწორ დასკვნებს, უყურადღებოდა არ დატოვებთ სხვების გამოცდილებას. არ გაუშვებთ ხელიდან გაჭირვებაში ჩავარდილი ადამიანების დახმარების შესაძლებლობას.
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2019
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით
ლომი: უნდა იჩქაროთ, რადგან დღის პირველი ნახევარი საინტერესო და ნაყოფიერი იქნება. ერთნაირად კარგად წარიმართება მუშაობა დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად. ადვილად იპოვით საერთო ენას გარშემომყოფებთან. დღის მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის. ამ დროს ნაცნობი საქმეები გააკეთეთ, რომლებიც არ დაგღლით.
ქალწული: ეცადეთ, არ გადაიღალოთ და მოერიდოთ სტრესულ ვითარებებს. თუ საშუალება გექნებათ, დაისვენეთ და თუ სასწრაფო საქმეებია გასაკეთებელი, აუჩქარებლად იმოქმედეთ. მნიშვნელოვან საკითხებზე დამოუკიდებლად იფიქრეთ, რადგან რჩევები, დიდი ალბათობით, გზას აგირევთ.
სასწორი: მოუსმინეთ ინტუიციას. ის გიკარნახებთ, როგორ ჯობია მოქმედება. გარშემომყოფების რჩევებს ნუ მოუსმენთ. გახსოვდეთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას აჩქარება არ ივარგებს. სიტუაცია ობიექტურად შეაფასეთ და ილუზიები არ ააგოთ. ეცადეთ, ოპტიმისტ ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობები.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2019
ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული
მორიელი: შეეჭიდეთ ახალ საქმეებს, რამდენადაც რთული არ უნდა მოგეჩვენოთ ისინი, აუცილებლად გაუმკლავდებით. თქვენი დღევანდელი წარმატებები ბევრზე მოახდენს შთაბეჭდილებას. არაა გამორიცხული, რომ მალე საინტერესო წინადადება მიიღოთ. შეიძლება ძველ გეგმებთან დაბრუნება – ახლა მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ.
მშვილდოსანი: თუ ვინმეზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ, დღეს ამისთვის საუკეთესო დროა. იყავით ის, ვინც ხართ და ძალდატანების გარეშე მოიქეცით. ბევრს გაუჩნდება თქვენთან არა მხოლოდ ურთიერთობის, არამედ დამეგობრების სურვილიც. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები. საყიდლებისთვის არახელსაყრელი დღეა.
თხის რქა: შეგიძლიათ საორგანიზაციო საკითხებს მიხედოთ. აქ პრობლემები არ გაჩნდება. მოგიწევთ ერთდროულად რამდენიმე საკითხზე ფიქრი, მაგრამ ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები. ახალ ნაცნობებთან ადვილად იპოვით საერთო ენას, ასევე კარგად აეწყობა ურთიერთობები ძველ ნაცნობებთან.
ახალგაზრდები პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2019
რას ფიქრობენ ირგვლივ მყოფნი თქვენზე და როგორი ხართ სინამდვილეში – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი, თუნდაც რამე გეგმის მიხედვით არ წავიდეს. შესაძლებელია დაყოვნებები საქმეებში, ძველი შეთანხმებების დარღვევა. დასკვნებს ნაჩქარევად ნუ გამოიტანთ – მალე მიხვდებით, როგორ მიიღოთ სარგებელი არსებული ვითარებიდან. გარშემომყოფებს ხშირად დასჭირდებათ თქვენი დახმარება.
თევზები: იმოქმედეთ მტკიცედ და ეჭვია არ შეიტანოთ წარმატებაში. დღეს ბევრი რამ შესანიშნავად გამოგივათ. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ „თავი არ დაკარგოთ“. ობიექტურად უნდა შეაფასოთ სიტუაცია და გახსოვდეთ, რომ იღბლიანობა უსაზღვრო არ არის. სჯობს, სერიოზული ვალდებულებები არ აიღოთ საკუთარ თავზე.
ყველა ახალი ამბავი
0