დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 მარტი

© Pixabay / WikiImagesვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 10 მარტია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დღეს ვარსკვლავები მაქსიმალური კონსერვატიზმისკენ მოგიწოდებენ – რთული იქნება ახალი პროექტებისა და ინიციატივების შეფასება. საქმეების წარმოება „ნელა, მაგრამ სწორად“ რეჟიმში აჯობებს. არახელსაყრელი დღეა ფლირტისა და წამიერი რომანებისთვის, სამაგიეროდ, იდეალურია საყვარელ ადამიანთან დროის გასატარებლად.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 მარტი>>
ვერძი: ორგანიზებულობა დღეს განსაკუთრებულად რთული იქნება. სიტყვა „საჭიროა“ „ალერგიას“ გამოიწვევს. საქმეებს, რომლებიც არ გაინტერესებთ, სავარაუდოდ, სამომავლოდ გადადებთ, ხოლო თუ მაინც მოგიწიათ მათი გაკეთება, უამრავ შეცდომას დაუშვებთ. ერთადერთი გამოსავალია, გააკეთოთ საინტერესო საქმე, ან ინტერესი იპოვოთ იმ საქმეში, რასაც აკეთებთ.
ადამიანი ანთებული ნათურის თავით  - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები – ტოპ-ხუთეული
კურო: გაგიჩნდებათ სურვილი, რომ რაღაც სისტემის ნაწილი გახდეთ. ანუ დაფიქრდებით თქვენს ადგილზე ამ ცხოვრებაში და დაიწყებთ მოქმედებას, რომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროთ. ნუ შეეწინააღმდეგებით ამ მისწრაფებას. გაქვთ დიდი შანსი, რომ დროთა განმავლობაში წინ წაიწიოთ სოციალურ ან კარიერულ კიბეზე.
ტყუპი: თქვენ წინაშე რთული ამოცანა შეიძლება დადგეს და იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტთ მას, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. შესაძლოა, სწორედ დღეს მოგიწიოთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება რაღაც საკითხში, ან ნაბიჯის გადადგმა, რომელიც თქვენს ცხოვრებას ახალ მიმართულებას მისცემს. ასე რომ, ეცადეთ კარგად აწონილ–დაწონილი გადაწყვეტილება მიიღოთ.
კირჩხიბი: მოულოდნელმა მოვლენებმა შესაძლოა, კალაპოტიდან ამოგაგდოთ. თუ ემოციებს აჰყვებით, ვითარებას უფრო დაძაბავთ. წუწუნითა და ბუზღუნით პრობლემებს ვერ გადაჭრით. ამიტომ დღეს საუკეთესო საშუალება დინებას მიყოლაა. ასტროლოგები ამბობენ, რომსაქმე თავის ნებაზე უნდა მიუშვათ და ასე უფრო მოიგებთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2018
სარძლოების საყურადღებოდ: ერიდეთ სადედამთილოს, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანია...
ლომი: ვარსკვლავები ცვლილებებს გპირდებიან – გელოდებათ საინტერესო სიახლეები, მოვლენები ან გეგემბი, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მრავალფეროვნებას შეიტანს. ეს შეიძლება იყოს შეხვედრა საინტერესო ადამიანთან, ახალი პროექტი, სამუშაო, მოგზაურობა... მარტოხელებს ბედი რომანტიკულ ნაცნობობას ჰპირდება.
ქალწული: იქნებით გონებამოკრებილი, მიზანსწრაფული და საქმიანი. ნებისმიერ სფეროში პრაქტიკულობითა და ამბიციებით იხელმძღვანელებთ. ამ განწყობის წყალობით ნებისმიერ რთულ სამუშაოს გაუმკლავდებით. ერთადერთი, რისი გაკეთებაც დღეს არ ღირს, შემოქმედებითი საქმიანობაა. დღეს ექსპერიმენტებმა შეიძლება დაგაზარალოთ კიდეც.
სასწორი: ურთიერთობებისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან არაა გამორიცხული გაუგებრობები და კონფლიქტები. ამ დღეს აუცილებლად გამოჩნდებიან „კეთილი“ ადამიანები, რომლებიც პირში მოგახლიან თავიანთ უკმაყოფილებას, გაგაკრიტიკებენ ან რამეზე გამოგედევნებიან. თუ არ გინდათ, ჩხუბი, სჯობს, გაეცალოთ ასეთ სიტუაციას.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ
მორიელი: საქმეებში მდგომარეობის ბატონ–პატრონად შეიძლება იგრძნოთ თავი. გააკონტროლებთ ვითარებას. ეს დაგეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში. მაგრამ არის ერთი მომენტი – იქნებით ხისტი და მოუთმენელი, არ მოუსმენთ სხვის მოსაზრებებს და დაუფიქრებლად კონფლიქტზეც შეიძლება წახვიდეთ. თუ ამას გაითვალისწინებთ, და დაპირისპირებებს აირიდებთ თავიდან.
მშვილდოსანი: შესაძლოა, შინაგანი სისუსტე და მერყეობა იგრძნოთ, თანაც საპასუხისმგებლო საქმეებში, გადაწყვეტილებების მიღებისას. ურთიერთსაპირისპირო ემოციები სულ მარტივი საკითხების დროსაც შეიძლება გაგიჩნდეთ. რჩევა ასეთია: ან ნებისყოფით გაუმკლავდებით თქვენს ეჭვებს, ან ყველა სადავო საკითხზე გარშემომყოფებს დაეკითხებით. რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტი სჯობს.
თხის რქა: დღეს ინტუიციის ნდობა არ შეიძლება. ძალიან დიდი ალბათობით, თქვენი წინათგრძნობა მცდარი აღმოჩნდება და მისი კარნახით მოქმედება სულ სხვა გზით წაგიყვანთ. მთელი დღის განმავლობაში არ უნდა ენდოთ ასევე იღბალს და სხვა ეფემერულ მატერიებს. საჭირო შედეგს მხოლოდ ლოგიკა და ზუსტი გათვლები უზრუნველყოფს.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2019
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით
მერწყული: თუ შესაძლებელია, დღეს დაისვენეთ, გამოეთიშეთ ქაოსს და საკუთარ თავს მიხედეთ. საქმეებს მაინც სათანადოდ ვერ გაუმკლავდებით. წადით სილამაზის სალონში, ფიტნესზე, შოპინგზე, დახარჯეთ ფული საკუთარი თავისთვის. დღეს ეს ახალი შთაბეჭდილებებით, პოზიტივითა და ახალი ძალებით ავსების საშუალება იქნება და არა თქვენი ახირება.
თევზები: დღეს შეგიძლიათ, ნებისმიერი კონფლიქტი ჩააქროთ. თუნდაც თქვენ ირგვლივ გამძვინვარებული ჩხუბი იყოს, შეძლებთ ფხიზელი გონების შენარჩუნებას და დაპირისპირებული მხარეების დაშოშმინებას არგუმენტებით. ადამიანები ჩვეულებრივზე მეტად მოგმართავენ რჩევებისთვის. გამოიყენეთ თქვენი დიპლომატიური ტალანტი და აწარმოეთ მოლაპარაკებები.
ყველა ახალი ამბავი
0