დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 მარტი

© Pixabay / enriquelopezgarreყვავილები ზღვის სანაპიროზე
ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 9 მარტია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
მგრძნობიარე და ემოციური ადამიანებისთვის სიმშვიდის შენარჩუნება რთული იქნება, მაგრამ მცდელობა აუცილებელია, რადგან წარმატების მიღწევა ამ გზით არის შესაძლებელი. დღის პირველ ნახევარში ისეთ საქმეებზე გაამახვილეთ ყურადღება, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულებაა საჭირო, მოგვიანებით კი კარგი დრო დადგება სწავლისთვის, ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 მარტი>>
ვერძი: მოერიდეთ ხანგრძლივ კონტაქტებს – სწრაფად დაიღლებით ერთმანეთით და უხერხეული მომენტები შეიქმნება. დღეს მცირე შეცდომაც კი ზედაპირზე ამოტივტივდება და შეუმჩნეველი არ დარჩება, მათ შორის პირად ურთიერთობებში. აჯობებს, მაშინვე გამოუტყდეთ თავს და გარშემომყოფებს, რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ დაიძაბოს.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
ყველაზე რთული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: ყურადღებით უნდა იყოთ. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ საქმეებს, რომლებიც სწრაფად შეიძლება გადაჭრათ. თქვენი სწრაფვა წარმატებისკენ შეუმჩნეველი არ დარჩება ხელმძღვანელობის მხრიდან. თქვენი ყოველდღიური ცხოვრება შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს. თუ ამისთვის მზად არ ხართ, საწყის ეტაპზევე შეაჩერეთ ეს.
ტყუპი: წარმატებები გელოდებათ. გამოიყენეთ ბედის სიურპრიზი, რომ გადაჭრათ პრობლემები როგორც ყოფაში, ისე ოფიციალურ დონეზე. საქმე ბევრი გექნებათ გასაკეთებელი. არ იჩქაროთ კომპრომისებზე წასვლა. არაა გამორიცხული გეგმების შეცვლა, ამიტომ წინასწარ ნურავის ნურაფერს დაჰპირდებით.
კირჩხიბი: დღეს ფულის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება გაქვთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ეკონომიურად გასწიოთ ხარჯები. არაა გამორიცხული, რომ ალტერნატიული სამუშაო გამოჩნდეს. დატვირთული დღე გექნებათ. თუ ფრთხილად იმოქმედებთ და ნაკლებ სიჯიუტეს გამოიჩენთ, წარმატებაც არ დააყოვნებს.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
ზოდიაქო: რეიტინგები – სიყვარული, მეგობრობა, მუშაობა
ლომი: ვარსკვლავები გირჩევენ, გულღია იყოთ. თამამად აღიარეთ, თუ რამემ დაგაინტერესათ. არაა გამორიცხული საინტერესო მოვლენები და შესაძლოა, გარკვეული კუთხით საშიშიც კი. მაგრამ ეს თქვენ პირდაპირ საფრთხეს არ შეგიქმნით. დღეს შეიძლება წამოტივტივდეს ახალი საიდუმლოებები, რომლებსაც მალე აეხსნება ფარდა.
ქალწული: მცირე სირთულეები გელოდებათ. მთავარია გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი კონფლიქტის გადაჭრისას სხვა ადამიანები არ ჩართოთ, მოერიდეთ ხმამაღლა ლაპარაკს, საყვედურებსა და ბრალდებებს. არაა გამორიცხული საინტერესო ადამიანთან შეხვედრა და რომანის გაბმა, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს კავშირი დიდხანს არ გაგრძელდება.
სასწორი: თუ გინდათ, რომ ცხოვრება ახლიდან დაიწყოთ, დღეს ამისთვის შესანიშნავი დროა, თუმცა რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს, თუ ეს იმიჯის ან სამუშაოს შეცვლას არ ეხება. გაითვალისწინეთ, რომ ცვლილებები თანდათანობით უნდა განახორციელოთ და არა ერთ დღეში, რომ სურვილები და რეალობა დაემთხვეს.
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
მორიელი: არცთუ ხელსაყრელი დღე გელოდებათ. თუ სადმე წასვოლას აპირებთ, ამისთვის არაა კარგი დღე. თუ სახლში დარჩებით, აქაც ყოფითი პრობლემების გადაწყვეტა მოგიწევთ. სასიყვარულო ასპარეზს რაც შეეხება, თუ სერიოზული ურთიერთობები გაქვთ, შეგიძლიათ განმარტოვდეთ საყვარელ ადამიანთან ერთად.
მშვილდოსანი: თქვენი გადაჭარბებული სწრაფვა ცხოვრების თავისუფალი სტილის მიმართ შეიძლება ოჯახური პრობლემების მიზეზი გახდეს. ამიტომ წინასწარ მოამზადეთ საჩუქარი პარტნიორისთვის. დღეს სჯობს, თავი შეიკავოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისგან, სერიოზული კონტრაქტების დადებისგან.
თხის რქა: ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენთ ახალ საქმიან პარტნიორებზე თუ კოლეგებზე. ყველაზე შედეგიანი პირველი მცდელობა იქნება. თუ საქმეში ბარიერის წინაშე ღმოჩნდით, დახმარების თხოვნა არ იჩქაროთ – გამოსავალს თვითონაც მიაგნებთ. მარტოხელებს თავბრუდამხვევი რომანის პერსპექტივა ექნებათ.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ზოდიაქო: როდის და რატომ ღალატობენ სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
მერწყული: იღბლიანი დღეა და ეცადეთ, ფორტუნა ხელიდან არ გაუშვათ. სასწაულები მართლა ხდება და თუ რამეს ძალიან მოინდომებთ, აუცილებლად ახდება. იპოვეთ ოქროს შუალედი როგორც სამუშაოზე, ისე პირად ცხოვრებაში. გადაულოცეთ საჭის მართვა საყვარელ ადამიანს, ენდეთ მას. ამბიციები უკანა პლანზე გადაწიეთ.
თევზები: თქვენთვის დღის მთავარი თემაა ყოფითი საკითხების მოგვარება. დაიწყეთ სახლის უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებით. ამასთან, მოაწესრიგეთ თქვენი ფიქრები და გეგმები. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს, ნუ გაეთამაშებით ბედს. თუ საქმეში რამე სარისკოს დაინახავთ, მაშინვე უარი თქვით.
ყველა ახალი ამბავი
0