დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 მარტი

© Pixabay / danfadorმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 8 მარტია, სამშაბათი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
არაჩვეულებრივი იდეების, თამამი გეგმებისა და დიდი ხნის სურვილების ასრულების დღეა. სიმტკიცე და კატეგორიულობა საქმეებში წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელი კარგი სიახლეების გაგება, ოჯახში სასიამოვნო მოვლენების განწყობას აგიმაღლებთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 მარტი>>
ვერძი: შეძლებთ რთულ საკითხებში გარკვევას. ცხადი გახდება ის, რაც აქამდე ბურუსით იყო მოცული. ეს დაგეხმარებათ სამომავლო გეგმების გარკვევაში. დღის პირველი ნახევარი კარგი დროა მნიშვნელოვანი ერთობლივი მოქმედებებისთვის, შემდეგ კი – სასიამოვნო ურთიერთობების (მათ შორის რომანტიკული), დასვენებისა და გართობისთვის.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
ყველაზე რთული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: დღის დასაწყისი კარგი დროა ახალ ნაცნობებთან შესახვედრად. ადვილად მოახდენთ ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას. თავს საუკეთესო მხრიდან წარმოაჩენთ. დღის მეორე ნახევარი ნებისმიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის შესაფერისი დროა. ეს დადებითად დაგმუხტავთ და პოზიტიურ ემოციებს გააღვიძებს თქვენში.
ტყუპი: ეცადეთ, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, თავიდან აირიდოთ ქაოსი და ორომტრიალი, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. დღეს ძალზე მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება. მოუსმინეთ ინტუიციას, გარშემომყოფების რჩევებს – ნაკლებად. არცთუ საუკეთესო დღეა ძვირადღირებული რამის შესაძენად.
კირჩხიბი: ახალი შესაძლებლობებისა და პერსპექტივების დღეა. ბევრ რამეს ახლებურად შეხედავთ. ნათელი გახდება, სად დაუშვით შეცდომა და როგორ გამოასწოროთ ის. ბევრი უთანხმოება წარსულს ჩაბარდება, რადგან გარშემომყოფები აღიარებენ, თქვენს სიმართლეს. არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ფარდა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
ზოდიაქოს ყველაზე არტისტული ნიშნები
ლომი: მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად კარგი დღეა. შეძლებთ თქვენი აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბებასა და გამოთქმას ისე, რომ არავის არ აწყენინებთ. გარშემომყოფებს ეს ძალიან მოეწონებათ და ბევრი მოინდომებს თქვენთან დაახლოებას. კარგი დღეა ფიზიკური აქტიურობისთვის. მოერიდეთ სტრესს.
ქალწული: დღის დასაწყისში ძალზე მგრძნობიარე იქნებით, შესაძლოა, ნებისმიერ წვრილმანზე გაღიზიანდეთ. ეცადეთ, დრო მეგობრულად განწყობილ ადამიანებთან გაატაროთ. მალე გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და თქვენი განწყობაც გაუმჯობესდება. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ რთული საქმეების გაკეთება.
სასწორი: უჩვეულო შეხვედრებისა და სასიამოვნო ნაცნობობის დღეა. გექნებათ საშუალება, პირადად ეკონტაქტოთ ადამიანს, რომელზეც ბევრი კარგი რამ გსმენიათ. დილით შესაძლებელია დაუგეგმავი მგზავრობა. მოგვიანებით კი დადგება საოჯახო ურთიერთობების დრო, რომლის დროსაც შეძლებთ უთანხმოებების აღმოფხვრას.
ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2020
„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ
მორიელი: დილა კარგი დროა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებიც თქვენს მოსაზრებებს იზიარებენ. მოგვიანებით კი სჯობს, ყოველდღიურ საქმეებს მიხედოთ. დღეს ისინი მოსაწყენი არ მოგეჩვენებათ. შეგიძლიათ რამე ახალიც მოსინჯოთ, მაგრამ არაა აუცილებელი რამის კარდინალურად შეცვლა.
მშვილდოსანი: ეცადეთ, გარშემომყოფების მიმართ მშვიდი და მომთმენი იყოთ, ეს თავიდან აგაცილებთ უაზრო კამათს, უთანხმოებებს. დაგაახლოებთ საერთო საქმეები, რომლებიც ყველასთვის საინტერესო იქნება. დღის მეორე ნახევარი მშვიდად და ნაყოფიერად ჩაივლის. შესაძლებელია თანხის მიღება.
თხის რქა: დაისვენეთ. არაა შესაერისი დღე შრომითი გმირობებებისთვის. თუ გაგიჩნდათ შანსი, რომ რუტინას დააღწიოთ თავი, აუცილებლად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. სასიამოვნო იქნება ურთიერთობები ძველ ნაცნობებთან, იმათთან, ვინც კარგად გიცნობთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2019
როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: არ ღირს დღის დაწყება სერიოზულ საკითხებზე მსჯელობით. ცოტა ხანი დაიცადეთ და შეტანხმებები გარშემომყოფებთან უფრო იოლი გახდება. არაა გამორიცხული მოულოდნელი შეხვედრები, რაც ძალიან გაგახარებთ. დღის მეორე ნახევარში დიდია ალბათობა, რომ რაღაც თანხა მიიღოთ.
თევზები: სიმტკიცე დაგეხმარებათ იმ საქმეებთან გამკლავებაში, რომლებიც აქამდე უიმედო გეჩვენებოდათ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საკუთარ თავს შეუძლებელი არ უნდა მოსთხოვოთ. დღე ისე დაგეგმეთ, რომ დასვენებისთვის, ურთიერთობებისთვისაც მოიტოვოთ დრო. ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს გამაჯანსაღებელი პროცედურები.
ყველა ახალი ამბავი
0