https://sputnik-georgia.com/20220309/tbilisis-meriis-cxeli-xazi-amoqmedda-ukrainis-moqalaqeebistvis-265085879.html
საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის თბილისის მერიის „ცხელი ხაზი" ამოქმედდა
საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის თბილისის მერიის „ცხელი ხაზი" ამოქმედდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. დედაქალაქის მერიამ უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად უკვე არაერთი ღონისძიება გაატარა და მათ მომავალშიც დაეხმარება, განაცხადა... 09.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-09T14:08+0400
2022-03-09T14:08+0400
2022-03-09T19:58+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252376401_0:79:1978:1193_1920x0_80_0_0_ef50ab9b7f3218a68fe3ae8b185d7a31.jpg
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. დედაქალაქის მერიამ უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად უკვე არაერთი ღონისძიება გაატარა და მათ მომავალშიც დაეხმარება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.კერძოდ, უკრაინის მოქალაქეებს დახმარების მიღების მიზნით დედაქალაქის მერიის „ცხელ ხაზზე" დარეკვა შეუძლიათ, აღნიშნა მერმა.მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა და თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ და მათ მშვიდობა უსურვა.კალაძის თქმით, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ტარდება გარკვეული ღონისძიებები. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები საცხოვრისით და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოს და, რა თქმა უნდა, ამაში მუნიციპალიტეტიც ჩართულია.სასტუმროები უსასყიდლოდ – საქართველო უკრაინელ ტურისტებს დახმარებას სთავაზობს>>„მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სტრუქტურული ერთეული მათთვის იქნება უფასო: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბავშვთა გასართობი ცენტრები, მუზეუმები, თეატრები, საცურაო აუზები და ა.შ.“ – აღნიშნა კალაძემ.მისი თქმით, მთავარია, რომ მათ უკრაინული პასპორტი წარმოადგინონ და ყველა მომსახურებას უფასოდ მიიღებენ.რაც შეეხება ანგარიშს, რომელიც სპეციალურად უკრაინის დასახმარებლად გაიხსნა, კახა კალაძის თქმით, სახაზინო ანგარიშზე ერთ კვირაში მოქალაქეებისა და ბიზნეს-სუბიექტების მიერ უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია დარიცხული.„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ბიზნეს-სუბიექტს, თითოეულ რიგით მოქალაქეს, ვინც თანხა გადმორიცხა. კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ სახაზინო ანგარიშის კოდს - 300778800. მასზე ნებისმიერი თანხის გადარიცხვას შეძლებთ. მითითებული უნდა იყოს - „უკრაინისთვის“. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ თანხით, ქართველი ხალხის სახელით, გაჭირვებაში მყოფ უკრაინას დავეხმაროთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.თბილისში ასევე მოქმედებს ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი, სადაც უკრაინისთვის გროვდება არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, პირველად მოხმარების ნივთები.
https://sputnik-georgia.com/20220308/kalaze-ukrainelebistvis-gaxsnil-daxmarebis-punqtsi-imyofeboda-265057389.html
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252376401_311:0:1978:1250_1920x0_80_0_0_2a2a035ea5bc0dfdc09b1389a5be1ae6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. დედაქალაქის მერიამ უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად უკვე არაერთი ღონისძიება გაატარა და მათ მომავალშიც დაეხმარება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კერძოდ, უკრაინის მოქალაქეებს დახმარების მიღების მიზნით დედაქალაქის მერიის „ცხელ ხაზზე" დარეკვა შეუძლიათ, აღნიშნა მერმა.
„უკრაინის მოქალაქეებისთვის იმოქმედებს თბილისის მერიის „ცხელი ხაზი". თუ დამატებით რაიმე დახმარება იქნება საჭირო, შეუძლიათ მოგვმართონ ნომერზე - 032 272 22 22. ჩვენ, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველანაირად ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით მათ", – განაცხადა კალაძემ.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა და თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ და მათ მშვიდობა უსურვა.
კალაძის თქმით, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ტარდება გარკვეული ღონისძიებები. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები საცხოვრისით და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოს და, რა თქმა უნდა, ამაში მუნიციპალიტეტიც ჩართულია.
„მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სტრუქტურული ერთეული მათთვის იქნება უფასო: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბავშვთა გასართობი ცენტრები, მუზეუმები, თეატრები, საცურაო აუზები და ა.შ.“ – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, მთავარია, რომ მათ უკრაინული პასპორტი წარმოადგინონ და ყველა მომსახურებას უფასოდ მიიღებენ.
რაც შეეხება
ანგარიშს, რომელიც სპეციალურად უკრაინის დასახმარებლად გაიხსნა, კახა კალაძის თქმით, სახაზინო ანგარიშზე ერთ კვირაში მოქალაქეებისა და ბიზნეს-სუბიექტების მიერ უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია დარიცხული.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ბიზნეს-სუბიექტს, თითოეულ რიგით მოქალაქეს, ვინც თანხა გადმორიცხა. კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ სახაზინო ანგარიშის კოდს - 300778800. მასზე ნებისმიერი თანხის გადარიცხვას შეძლებთ. მითითებული უნდა იყოს - „უკრაინისთვის“. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ თანხით, ქართველი ხალხის სახელით, გაჭირვებაში მყოფ უკრაინას დავეხმაროთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
თბილისში ასევე მოქმედებს ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი, სადაც უკრაინისთვის გროვდება არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, პირველად მოხმარების ნივთები.