https://sputnik-georgia.com/20220308/kalaze-ukrainelebistvis-gaxsnil-daxmarebis-punqtsi-imyofeboda-265057389.html
უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად – კახა კალაძე დახმარების პუნქტში იმყოფებოდა
უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად – კახა კალაძე დახმარების პუნქტში იმყოფებოდა
Sputnik საქართველო
საქართველო განაგრძობს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას. 08.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-08T11:54+0400
2022-03-08T11:54+0400
2022-03-08T19:20+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საქართველო
უკრაინა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261315315_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_7781d8c1818c8adf7439000eb991324b.jpg
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. თბილისის მერიის ორგანიზებით უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში პროდუქტები გროვდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.ბელიაშვილის N5-ში გახსნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილესთან ილია ელოშვილთან ერთად იმყოფებოდა.თბილისის მერმა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, ქველმოქმედებაში ჩართულ ბიზნესის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს კი მადლობა გადაუხადა.კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიზნით არაერთ ჰუმანიტარულ პროგრამას ახორციელებს.მერიის ცნობით, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით გახსნილია ანგარიში უკრაინელი ხალხისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად. ანგარიშის სახაზინო კოდია 300778800.გარდა ამისა, თბილისის მუნიციპალიტეტი დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ზოგიერთ მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობის გარდა, უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკებისა და ხელოვნების სკოლების მომსახურებით.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261315315_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_7559b63b6daffb9ad72567911353aa03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, საქართველო, უკრაინა , ახალი ამბები
თბილისი დღეს, თბილისის მერია, საქართველო, უკრაინა , ახალი ამბები
უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად – კახა კალაძე დახმარების პუნქტში იმყოფებოდა
11:54 08.03.2022 (განახლებულია: 19:20 08.03.2022) საქართველო განაგრძობს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. თბილისის მერიის ორგანიზებით უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში პროდუქტები გროვდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
ბელიაშვილის N5-ში გახსნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილესთან ილია ელოშვილთან ერთად იმყოფებოდა.
თბილისის მერმა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, ქველმოქმედებაში ჩართულ ბიზნესის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს კი მადლობა გადაუხადა.
„გულწრფელად ვუხდი მადლობას ყველას, რადგან ვიცი, როგორი სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში, როგორ უჭირს მოსახლეობას და ამის მიუხედავად მოქალაქეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ უკრაინელ დებს და ძმებს. გენაცვალეთ ადამიანობაში“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიზნით არაერთ ჰუმანიტარულ პროგრამას ახორციელებს.
მერიის ცნობით, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით გახსნილია ანგარიში უკრაინელი ხალხისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად. ანგარიშის სახაზინო კოდია 300778800.
გარდა ამისა, თბილისის მუნიციპალიტეტი დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ზოგიერთ მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობის გარდა, უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკებისა და ხელოვნების სკოლების მომსახურებით.