https://sputnik-georgia.com/20220225/saqartvelo-ukrainel-turistebs-daxmarebas-stavazobs-264777247.html
სასტუმროები უსასყიდლოდ – საქართველო უკრაინელ ტურისტებს დახმარებას სთავაზობს
სასტუმროები უსასყიდლოდ – საქართველო უკრაინელ ტურისტებს დახმარებას სთავაზობს
Sputnik საქართველო
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დახმარების თხოვნით უკვე 100-მდე უკრაინელმა ტურისტმა მიმართა. კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.
2022-02-25T11:33+0400
2022-02-25T11:33+0400
2022-02-25T16:21+0400
საქართველო
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/02/250517054_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_a7ef1ecde0a9db874665a6c65fda8754.jpg
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ტურისტული მიზნით მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სასტუმროში უსასყიდლოდ დარჩენას სთავაზობს, ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, მუშაობა შეაჩერა უკრაინის ყველა აეროპორტმა.გავრცელებული ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დახმარების თხოვნით უკვე 100-მდე უკრაინელმა ტურისტმა მიმართა.საქართველოში უკრაინელი ტურისტებისთვის „ცხელი ხაზი“ ამოქმედდა>>ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსული უკრაინის მოქალაქეებისთვის.„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფასო ცხელი ხაზი 0 800 800 909 ფუნქციონირებს 24/7 რეჟიმით. ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.თავის მხრივ, უკრაინაში საქართველოს საელჩომ „ცხელი ხაზი“ აამოქმედა იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/02/250517054_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_e8c488ca908a73ad94ea31842e68a68b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა ტურისტები დახმარება
უკრაინა ტურისტები დახმარება
სასტუმროები უსასყიდლოდ – საქართველო უკრაინელ ტურისტებს დახმარებას სთავაზობს
11:33 25.02.2022 (განახლებულია: 16:21 25.02.2022) ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დახმარების თხოვნით უკვე 100-მდე საქართველოში მყოფმა უკრაინელმა ტურისტმა მიმართა.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ტურისტული მიზნით მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სასტუმროში უსასყიდლოდ დარჩენას სთავაზობს, ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, მუშაობა შეაჩერა უკრაინის ყველა აეროპორტმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დახმარების თხოვნით უკვე 100-მდე უკრაინელმა ტურისტმა მიმართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსული უკრაინის მოქალაქეებისთვის.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფასო ცხელი ხაზი 0 800 800 909 ფუნქციონირებს 24/7 რეჟიმით. ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.
თავის მხრივ, უკრაინაში საქართველოს საელჩომ „ცხელი ხაზი“ აამოქმედა იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.