საქართველოში უკრაინელი ტურისტებისთვის „ცხელი ხაზი“ ამოქმედდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2022
გამოწერა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტებისა და მათი მასპინძელი კერძო სექტორისთვის უფასო „ცხელი ხაზი“ ამოქმედდა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, მუშაობა შეაჩერა უკრაინის ყველა აეროპორტმა.

„საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტების და მათი მასპინძელი კერძო სექტორის საყურადღებოდ: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფასო „ცხელი ხაზი“ - 0 800 800 909 ფუნქციონირებს 24/7 რეჟიმით. ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, უკრაინაში საქართველოს საელჩომ „ცხელი ხაზი“ აამოქმედა იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
წყარო: ტურიზმის ეროვნული სააგენტო
ყველა ახალი ამბავი
0