https://sputnik-georgia.com/20220303/tbilisis-meriam-ukraineli-xalxis-dasaxmareblad-angarisi-gaxsna-264941143.html
თბილისის მერიამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ანგარიში გახსნა
თბილისის მერიამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ანგარიში გახსნა
Sputnik საქართველო
თბილისის მერიის მიერ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გახსნილსანგარიშზე თანხის შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია
2022-03-03T16:49+0400
2022-03-03T16:49+0400
2022-03-03T22:32+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საქართველო
საზოგადოება
უკრაინა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261619016_0:99:1280:820_1920x0_80_0_0_86cd693372a950e9a3d82651b6ccde44.jpg
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. თბილისის მერიამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ანგარიში გახსნა, რომელზეც ფინანსური დახმარების შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე.როგორც კალაძემ აღნიშნა, ჩვენი სახელმწიფო ომის პირველივე დღეებიდან უწევს დახმარებას საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს. უკრაინაში უკვე გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი და კვლავ გაგრძელდება ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროცესში.„უამრავი მოქალაქე ეხმარება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ ამ ყველაფერში მივიღოთ მონაწილეობა. თბილისმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სოლიდარული ქალაქია, გამოთქვა მზადყოფნა, შეიფაროს უკრაინის მოქალაქეები და დაეხმაროს იმ ტკივილის გადატანაში, რასაც დღეს ისინი განიცდიან“, – აღნიშნა კალაძემ.თბილისის მერმა უკრაინას მშვიდობა უსურვა და აღნიშნა, რომ ძალიან განიცდის იქ შექმნილ მდგომარეობას.„ომი, რომელიც მიმდინარეობს, ძალიან დამთრგუნველია ყველასთვის და კიდევ ერთხელ მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.თბილისის მერიამ უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთების შეგროვებაც დააანონსა.უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას მოსახლეობა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ბელიაშვილის ქუჩის 5 ნომერში ხვალიდან შეძლებენ.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის საქართველოს მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა აქტიურად მიმდინარეობს.26 თებერვალს პრემიერმა ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად საქართველო სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებულ უკრაინის მოსახლეობას 1 მილიონი ლარით დაეხმარება.საქართველოს მთავრობამ უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს.ამ დახმარების ფარგლებში ხორციელდება უკრაინის მოქალაქეების სასტუმროებში უსასყიდლოდ განთავსებაც, „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით ამანათების უსასყიდლოდ გაგზავნა და ა.შ.
https://sputnik-georgia.com/20220303/tbilissiukrainis-qalaqebistvis-humanirtaruli-daxmareba-segrovdeba-264940629.html
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261619016_177:108:1170:853_1920x0_80_0_0_7039ec32fb2b149989e876de9b43362a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მერია ანგარიში დახმარება უკრაინა
მერია ანგარიში დახმარება უკრაინა
თბილისის მერიამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ანგარიში გახსნა
16:49 03.03.2022 (განახლებულია: 22:32 03.03.2022) ხვალიდან საქართველოს დედაქალაქში უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთების შეგროვებასაც დაიწყებენ.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. თბილისის მერიამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ანგარიში გახსნა, რომელზეც ფინანსური დახმარების შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
„უკრაინისთვის განსაკუთრებული ძნელბედობის ჟამს ჩვენ, ყველანი ერთიანი ძალით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და სოლიდარობას. ქართველებს ნამდვილად არ გვესწავლება თანადგომა და მხარდაჭერა გაჭირვებაში მყოფი მეგობრების მიმართ“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ჩვენი სახელმწიფო ომის პირველივე დღეებიდან უწევს დახმარებას საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს. უკრაინაში უკვე გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი და კვლავ გაგრძელდება ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროცესში.
„უამრავი მოქალაქე ეხმარება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ ამ ყველაფერში მივიღოთ მონაწილეობა. თბილისმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სოლიდარული ქალაქია, გამოთქვა მზადყოფნა, შეიფაროს უკრაინის მოქალაქეები და დაეხმაროს იმ ტკივილის გადატანაში, რასაც დღეს ისინი განიცდიან“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერმა უკრაინას მშვიდობა უსურვა და აღნიშნა, რომ ძალიან განიცდის იქ შექმნილ მდგომარეობას.
„ომი, რომელიც მიმდინარეობს, ძალიან დამთრგუნველია ყველასთვის და კიდევ ერთხელ მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
თბილისის მერიამ უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთების შეგროვებაც დააანონსა.
უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას მოსახლეობა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ბელიაშვილის ქუჩის 5 ნომერში ხვალიდან შეძლებენ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის საქართველოს მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა აქტიურად მიმდინარეობს.
26 თებერვალს პრემიერმა ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად საქართველო სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებულ უკრაინის მოსახლეობას 1 მილიონი ლარით დაეხმარება.
საქართველოს მთავრობამ უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს.
ამ დახმარების ფარგლებში ხორციელდება უკრაინის მოქალაქეების სასტუმროებში უსასყიდლოდ განთავსებაც, „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით ამანათების უსასყიდლოდ გაგზავნა და ა.შ.