https://sputnik-georgia.com/20220307/medikamentebze-fasebi-semcirebulia-raribasvili-265027639.html
ღარიბაშვილი: უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდეა შემცირებული
ღარიბაშვილი: უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდეა შემცირებული
Sputnik საქართველო
უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდეა შემცირებული, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
2022-03-07T13:17+0400
2022-03-07T13:17+0400
2022-03-07T19:03+0400
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
თურქეთი
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/80/248538082_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_2c8d0bcce5b83754404dc5817ed01fbb.jpg
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. თურქეთიდან შემოტანილი რამდენიმე დასახელების წამალი უკვე საქართველოში იყიდება, უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდეა შემცირებული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა დადებითად აისახება ფასებზე. ამ დროისათვის თურქული ფარმაცევტული ბაზრიდან საქართველოში უკვე 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია შემოსული.მთავრობის მეთაურის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა დასახელების ათობით მედიკამენტის დასარეგისტრირებლად განაცხადებია შეტანილი.როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დღეს თურქეთში გაემგზავრება, სადაც თურქ კოლეგას შეხვდება მედიკამენტების საკითხთან დაკავშირებით.საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი: ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>„ამჟამად მინისტრი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია, რათა ყველა ის წამალი, რომელიც იქნება ადგილზე, საქართველოში წარმოებული ან შემოტანილი, იმპორტირებული, იყოს მხოლოდ მაღალი ხარისხის. ამ პროცესს ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტი განიხილავს მედიკამენტების აღიარებისა და რეგისტრაციის ვადების შემცირების შესაძლებლობებს.მანამდე საქართველოს მთავრობის ინიციატივით დადგინდა წესი, რომლის თანახმად, ქვეყანაში იმპორტირებულ მედიკამენტებს უნდა ჰქონდეთ GMP სერტიფიკატი.GMP სტანდარტი მოიცავს მთელ რიგ ინდიკატორებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს საწარმო, რომელიც ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებით არის დაკავებული.საქართველოს მოსახლეობა მრავალი წელია მედიკამენტების ფასებზე ჩივის, რომლებიც მეზობელ თურქეთში სამ–ოთხჯერ უფრო იაფია. ბევრი ადამიანი წამლებისთვის თურქეთში მიდის, სადაც, მგზავრობის ხარჯების გათვალისწინებითაც კი, მედიკამენტების შეძენა უფრო იაფი უჯდება.თურქეთისთვის ბაზრის გახსნის პარალელურად საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია უნდა გააუმჯობესოს.
https://sputnik-georgia.com/20211227/saqartveloshi-wamlis-xarisxs-speccialuri-laboratoria-sheiswavlis-263170098.html
თურქეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/80/248538082_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_6bcfa3d5a812604c6ca2c2e941ff1d6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრემიერი მედიკამენტები ფასები
პრემიერი მედიკამენტები ფასები
ღარიბაშვილი: უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდეა შემცირებული
13:17 07.03.2022 (განახლებულია: 19:03 07.03.2022) ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების სია კიდევ გაიზრდება.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. თურქეთიდან შემოტანილი რამდენიმე დასახელების წამალი უკვე საქართველოში იყიდება, უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდეა შემცირებული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა დადებითად აისახება ფასებზე. ამ დროისათვის თურქული ფარმაცევტული ბაზრიდან საქართველოში უკვე 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია შემოსული.
„ყველაზე მოთხოვნადი წამლები რაც არის, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის ფასი მანამდე თუ იყო 220 ლარი, დღეს მისი ღირებულება 48 ლარია“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა დასახელების ათობით მედიკამენტის დასარეგისტრირებლად განაცხადებია შეტანილი.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დღეს თურქეთში გაემგზავრება, სადაც თურქ კოლეგას შეხვდება მედიკამენტების საკითხთან დაკავშირებით.
„ამჟამად მინისტრი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია, რათა ყველა ის წამალი, რომელიც იქნება ადგილზე, საქართველოში წარმოებული ან შემოტანილი, იმპორტირებული, იყოს მხოლოდ მაღალი ხარისხის. ამ პროცესს ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტი განიხილავს მედიკამენტების აღიარებისა და რეგისტრაციის ვადების შემცირების შესაძლებლობებს.
მანამდე საქართველოს მთავრობის ინიციატივით დადგინდა წესი, რომლის თანახმად, ქვეყანაში იმპორტირებულ მედიკამენტებს უნდა ჰქონდეთ GMP სერტიფიკატი.
GMP სტანდარტი მოიცავს მთელ რიგ ინდიკატორებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს საწარმო, რომელიც ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებით არის დაკავებული.
საქართველოს მოსახლეობა მრავალი წელია მედიკამენტების ფასებზე ჩივის, რომლებიც მეზობელ თურქეთში სამ–ოთხჯერ უფრო იაფია. ბევრი ადამიანი წამლებისთვის თურქეთში მიდის, სადაც, მგზავრობის ხარჯების გათვალისწინებითაც კი, მედიკამენტების შეძენა უფრო იაფი უჯდება.
თურქეთისთვის ბაზრის გახსნის პარალელურად საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია უნდა გააუმჯობესოს.