https://sputnik-georgia.com/20211227/saqartveloshi-wamlis-xarisxs-speccialuri-laboratoria-sheiswavlis-263170098.html
საქართველოში წამლის ხარისხს სპეციალური ლაბორატორია გააკონტროლებს
საქართველოში წამლის ხარისხს სპეციალური ლაბორატორია გააკონტროლებს
Sputnik საქართველო
საერთაშორისო GMP სტანდარტზე გადასვლა 2016 წლიდან იგეგმებოდა, მაგრამ ფარმაცევტული კომპანიების თხოვნით ვადამ რამდენჯერმე გადაიწია. 27.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-27T10:22+0400
2021-12-27T10:22+0400
2021-12-27T14:39+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186426_0:93:1763:1085_1920x0_80_0_0_4885f8d8b74984ac387e51c38a685a46.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. მოსახლეობის ხარისხიანი მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და ფალსიფიცირების რისკების შემცირების მიზნით საქართველოში წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია იქმნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის მოწყობა და საჭირო აპარატურის შესყიდვა. ლაბორატორიის ამოქმედება დაგეგმილია 2022 წლის ბოლომდე. ქართულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწევთ GMP („კარგი საწარმოო პრაქტიკა“) და GDP („კარგი დისტრიბუციის პრაქტიკა“) სტანდარტების დაკმაყოფილება. საერთაშორისო GMP სტანდარტზე გადასვლა 2016 წლიდან იგეგმებოდა, მაგრამ ფარმაცევტული დაწესებულებების თხოვნით ეს თარიღი ჯერ 2018 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ კი 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადდა.GMP/GDP სისტემების დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით. GMP პრაქტიკა საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გახდეს „ფარმაცევტული ინსპექციების თანამშრომლობის სისტემის“ (PIC\S) წევრი, რომელშიც წარმოდგენილი არიან მედიკამენტების უმაღლესი ხარისხის სტანდარტების მქონე ქვეყნები. ეკატერინე ტიკარაძემ ასევე ისაუბრა პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე, რომელიც 2021 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა.ტიკარაძის თქმით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს:ტიკარაძის განცხადებით, რეფორმა ასევე ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტელემედიცინის სისტემების დანერგვა.გარდა ამისა, შემაჯამებელ ანგარიშში მინისტრმა სოციალური კოდექსის შექმნაზეც ისაუბრა.ტიკარაძის თქმით, სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს პარლამენტის, ევროკავშირისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, 2020 წელს დაიწყო მუშაობა „სოციალურ კოდექსის“ შემუშავებაზე.მისი განმარტებით, სოციალური კოდექსი იქნება სოციალური დაცვის სისტემის მთავარი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერის საფუძველი გახდება.ტიკარაძემ მინისტრის რანგში შემაჯამებელი ანგარიში ბოლოჯერ წარადგინა. 9 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მას კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ იგი მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში რჩება.
https://sputnik-georgia.com/20211209/saqartvelosi-medikamentebis-xarisxis-axal-standartze-gadasvla--kvlav-gadavadda-262707108.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186426_97:0:1666:1177_1920x0_80_0_0_e596dfd84dabbcb1741ebaa69a756469.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოში წამლის ხარისხს სპეციალური ლაბორატორია გააკონტროლებს
10:22 27.12.2021 (განახლებულია: 14:39 27.12.2021) საერთაშორისო GMP სტანდარტზე გადასვლა 2016 წლიდან იგეგმებოდა, მაგრამ ფარმაცევტული კომპანიების თხოვნით ვადამ რამდენჯერმე გადაიწია.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. მოსახლეობის ხარისხიანი მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და ფალსიფიცირების რისკების შემცირების მიზნით საქართველოში წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია იქმნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის მოწყობა და საჭირო აპარატურის შესყიდვა. ლაბორატორიის ამოქმედება დაგეგმილია 2022 წლის ბოლომდე.
„გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს გაიცა პირველი GMP და GDP სერტიფიკატები. 2022 წლიდან ფარმაცევტული საწარმოებისა და დისტრიბუტორებისთვის სავალდებულო გახდება GMP და GDP სტანდარტების დაცვა. GMP/GDP სერტიფიკატების მისაღებად რეგულირების სააგენტოს უკვე მომართა 15-მა დაწესებულებამ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ქართულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწევთ GMP („კარგი საწარმოო პრაქტიკა“) და GDP („კარგი დისტრიბუციის პრაქტიკა“) სტანდარტების დაკმაყოფილება. საერთაშორისო GMP სტანდარტზე გადასვლა 2016 წლიდან იგეგმებოდა, მაგრამ ფარმაცევტული დაწესებულებების თხოვნით ეს თარიღი ჯერ 2018 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ კი 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადდა.
GMP/GDP სისტემების დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით. GMP პრაქტიკა საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გახდეს „ფარმაცევტული ინსპექციების თანამშრომლობის სისტემის“ (PIC\S) წევრი, რომელშიც წარმოდგენილი არიან მედიკამენტების უმაღლესი ხარისხის სტანდარტების მქონე ქვეყნები.
ეკატერინე ტიკარაძემ ასევე ისაუბრა პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე, რომელიც 2021 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა.
ტიკარაძის თქმით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს:
ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების გაზრდა და მინიმალური ხელფასის დაფიქსირება პროგრამაში;
სოფლად და ქალაქებში სამედიცინო პერსონალის ბაზისური ანაზღაურების გათანაბრება;
შედეგებზე დამყარებული დაფინანსების მექანიზმის ამოქმედება;
სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობებისა და შრომის პირობების გაუმჯობესება;
პირველადი მედიცინის ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება/დაწესებულებების მშენებლობა-აღჭურვა, დაწესებულებების ინტერნეტით უზრუნველყოფა და კომპიუტერიზაცია.
ტიკარაძის განცხადებით, რეფორმა ასევე ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტელემედიცინის სისტემების დანერგვა.
გარდა ამისა, შემაჯამებელ ანგარიშში მინისტრმა სოციალური კოდექსის შექმნაზეც ისაუბრა.
ტიკარაძის თქმით, სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს პარლამენტის, ევროკავშირისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, 2020 წელს დაიწყო მუშაობა „სოციალურ კოდექსის“ შემუშავებაზე.
მისი განმარტებით, სოციალური კოდექსი იქნება სოციალური დაცვის სისტემის მთავარი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერის საფუძველი გახდება.
ტიკარაძემ მინისტრის რანგში შემაჯამებელი ანგარიში ბოლოჯერ წარადგინა. 9 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მას კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ იგი მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში რჩება.