დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 მარტი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 6 მარტია, კვირა. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
ყურადღება მიაქციეთ ახლობლებთან ურთიერთობებს. ეცადეთ, მათთან მეტი დრო გაატაროთ. ფინანსურ საკითხებში არ იჩქაროთ, განსაკუთრებით, თუ საქმე დიდ თანხას ეხება. წაგადგებათ გარემოს გამოცვლა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 მარტი>>
ვერძი: დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანს ნურაფერს დაგეგმავთ. კარგი დროა მშვიდი დასვენებისა და ჩვეული საოჯახო საქმეებისთვის. არაა გამორიცხული მოულოდნელი საჩუქრები, სასიამოვნო სიურპრიზები. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი პერიოდია ურთიერთობებისთვის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის საყიდლად.
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
მარტის ჰოროსკოპი: როგორი იქნება გაზაფხულის პირველი თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: დღის დასაწყისი სერიოზული საქმეებისთვის შესაფერისი დროა. მხედველობიდან არ გეპარებათ წვრილმანები, რომლებიც მომავალში შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. შესაძლებელია თანხის მიღება. მოგვიანებით კარგი დრო დადგება დასვენებისა და ურთიერთობებისთვის, მათ შორის – რომანტიკული.
ტყუპი: სასიამოვნო შეხვედრებისა და საინტერესო საუბრების დღეა. გექნებათ საშუალება, შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც მოგენატრათ. კარგი დღეა სეირნობისა და მგზავრობისთვის, რამე ახლის სწავლისთვის. არაა გამორიცხული დაუგეგმავი ხარჯები, მაგრამ ეს თქვენს ბიუჯეტს სერიოზულ დარტყმას არ მიაყენებს.
კირჩხიბი: გარშემომყოფებს ძალიან ბევრს ნუ მოსთხოვთ. სჯობს, მათ სისუსტეებს შემწყნარებლურად შეხედოთ და მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. ასე აიცილებთ თავიდან დაძაბულ მომენტებს. დანარჩენში დღე ხელსაყრელია. წარმატებები გელოდებათ საქმიანობაშო და სწავლაში.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში
ლომი: დღეს ბევრი საქმის გაკეთება შეგიძლიათ. აირჩიეთ, რისკენ გიწევთ გული და ის გააკეთეთ. ჩვეულ საქმეებს შემოქმედებითად მიუდექით. შეიძლება გადაწყვიტოთ უძრავ ქონებასთან, მშენებლობასთან, რემონტთან დაკავშირებული საკითხები. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ემოციურ მდგომარეობას.
ქალწული: კარგი დღეა იმისთვის, რომ შეუდგეთ იმ საქმეს, რომელიც დიდი ხანია გაინტერესებთ. ხართ შემოქმედებითად განწყობილი, ამჩნევთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც სხვებმა ვერ დაინახეს. თქვენი დღევანდელი წარმატებებით გარშემომყოფები აღფრთოვანებული დარჩებიან.
სასწორი: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის იმ ადამიანებთან, რომლებთანაც შეთანხმება გაჭიანურდა. ახლა შეძლებთ ერთმანეთის გაგებას და უთანხმოებების აღმოფხვრას. არაა გამორიცხული, რომ მოგიწიოთ სადმე წასვლა რამე ოჯახურ მოვლენასთან დაკავშირებით. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და გაიმრავალფეროვნეთ ცხოვრება.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილები
მორიელი: კარგი დღეა საქმეებსა და გეგმებზე საუბრისთვის. მოგისმენენ ის ადამიანებიც კი, რომლებსაც აქამდე მხოლოდ საკუთარი მოსაზრებები აინტერესებდათ. არაა გამორიცხსული, რომ ახალი თანამოაზრეები გამოჩნდნენ. კარგად ჩაივლის შოპინგი. შეარჩევთ იმ ნივთებს, რომლებიც ოჯახში ყველას გამოადგება.
მშვილდოსანი: გექნებათ შესაძლებლობა, რომ რაღაც სასარგებლო აითვისოთ. ხართ ყურადღებიანი, მხედველობიდან არაფერი გეპარებათ. შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც ძალიან გამოგადგებათ საქმიანობაში. გაგახარებთ ოჯახთან ურთიერთობები. მოსალოდნელია სიურპრიზები, მათ შორის – რომანტიკულიც.
თხის რქა: გექნებათ არაერთი საინტერესო საუბარი, გაიგებთ კარგ სიახლეებს. მიიღებთ პასუხებს კითხვებზე, რომლებზედ ბოლო დროს ფიქრობდით. არაა გამორიცხული სასიამოვნო ნაცნობობა და მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება. შესანიშნავად გაუმკლავდებით ფინანსურ საკითხებს.
დედა და შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2020
ზოდიაქოს ნიშნები დედამთილის ამპლუაში
მერწყული: ეცადეთ, არ გადაიღალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს განწყობაზე აისახება, გახდებით გაღიზიანებული და მოუთმენელი. თუ გაქვთ საშუალება, რომ საქმეები გადადოთ, ასეც მოიქეცით. დაისვენეთ და რამე მსუბუქი და სასიამოვნო გააკეთეთ. კარგი დღეა ძველ მეგობრებთან ურთიერთობებისთვის
თევზები: მშვიდი და ხელსაყრელი დღეა. დიდი ალბათობით, მნიშვნელოვანი მოვლენები და ცვლილებები არ გელოდებათ, მაგრამ გექნებათ სასიხარულო მომენტები. არაა გამორიცხული, რომ საკუთარ ნიჭს რამე ახალი გზა მისცეთ. ეს გარშემომყოფებს სასიამოვნოდ განაცვიფრებს. ბევრს გაუჩნდება თქვენთან დამეგობრების სურვილი.
ყველა ახალი ამბავი
0