დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 მარტი

© Pixabay / genorceგაზაფხულის ყვავილები ფეხსაცმელში
გაზაფხულის ყვავილები ფეხსაცმელში - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 5 მარტია, შაბათი. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
არცთუ მარტივი დღეა არასტაბილური ემოციური ფონით. მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლა ეიფორიიდან აპათიამდე და გაღიზიანებამდე. თუ საპასუხისმგებლო საქმეები გაქვთ და განსაკუთრებით, ფულთან დაკავშირებული, ყველანაირად ეცადეთ, სხვა დროისთვის გადადოთ. სამაგიეროდ კარგი დღეა შემოქმედებისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 მარტი>>
ვერძი: საქმეები ძალიან იოლად წავა, თუმცა გარკვეული დაბრკოლებები მოსალოდნელია. უბრალოდ, შეძლებთ ბარიერების გადალახვას, მათ შორის, იუმორის გრძნობით. ბევრ რამეში ეს ინტუიციის, ასევე კარგი განწყობის დამსახურება იქნება. როგორც ცნობილია, პოზიტიური განწყობის წინაშე ნებისმიერი სირთულე უკან იხევს.
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
მარტის ჰოროსკოპი: როგორი იქნება გაზაფხულის პირველი თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: წინააღმდეგობრივი ემოციებით სავსე იქნებით. გარდა ემოციურობისა, დღეს გახასიათებთ მოქმედებებისა და გრძნობების სპონტანურობა. ამის გამო დღევანდელმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება თავად თქვენც გაგაკვირვოთ. თუ არ გინდათ, რომ იმპულსურობამ შეცდომებამდე მიგიყვანოთ, თავი ხელში აიყვანეთ.
ტყუპი: თქვენი ოცნებები იმდენად ცხადი იქნება, რომ ამან შესაძლოა, რეალობაზეც იმოქმედოს. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს მდგომარეობა ჭკვიანურად გამოიყენოთ. თქვენი ოცნებები რომ ახდეს, საჭიროა მათზე ყურადღების გამახვილება. რა იქნება ეს – ჯადოსნობა, თავის მოტყუება თუ საჭირო განწყობა, ამას დრო აჩვენებს.
კირჩხიბი: თქვენთვის ჰაერივით აუცილებელია, რომ რამე ახალი გაიგოთ ან მოსინჯოთ – თქვენს ცნობისმოყვარეობას საზღვარი არა აქვს. ყველაზე კარგად გამოგივათ სწავლა, სამეცნიერო შრომა. ამას გარდა, დღეს ყველას დაიპყრობთ შესანიშნავი თანამოსაუბრის ამპლუათი – უფრო მოისმენთ, ვიდრე ილაპარაკებთ.
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
ზოდიაქო: ყველაზე ურცხვი, ვულგარული ნიშნები
ლომი: ვარსკვლავები ურთიერთობების მორევს გთავაზობენ. თუნდაც ამისკენ არ სიწრაფვოდეთ, რაღაც ძალა გაიძულებთ, გახვიდეთ სახლიდან. ამას ნამდვილად არ ინანებთ. გელოდებათ ნაცნობობა, შეხვედრები. შესაძლოა, პროცესში გაგიჩნდეთ ახალი იდეა, შეიძინოთ მეგობრები ან რომანტიკულ ისტორიას ჩაეყაროს საძირკველი.
ქალწული: რა მიზანიც არ უნდა გქონდეთ, ყველანაირი შანსი, გაქვთ,მას მიუახლოვდეთ. იქნებით მტკიცედ განწყობილი, თავდაჯერებული, უზარმაზარ შინაგან ძალას იგრძნობთ. ამ თვისებების წყალობით შეგიძლიათ ნებისმიერი სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ შეამოაბრუნოთ. გახსოვდეთ, გაბედულები თავიანთ ბედს თვითონ ძერწავენ.
სასწორი: დღეს ყველა გრძნობა გაგიმახვილდებათ: სმენა, მხედველობა, ყნოსვა... გამოიყენეთ ეს და დატკბეთ უბრალო რაღაცებით – მუსიკით, კინოთი, კარგი საკვებით, საყვარელი ადამიანის შეხებით, რომელთანაც თავს ისე იგრძნობთ, როგორც არასდროს. ასევე სათანადო სიმაღლეზე იქნება ინტუიცია, რომელიც შეცდომებისგან დაგიცავთ.
გოგონა, რომელიც ტირის - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
ზოდიაქოს ყველაზე წუწუნა, ბედზე მომჩივანი ნიშნები
მორიელი: შესაძლოა, ზედმეტად კატეგორიული იყოთ, სამყარო მხოლოდ შავ და თეთრ ფერებში დაინახოთ. გარშემომყოფებს თქვენი კატეგორიულობა და მომთხოვნელობა არ მოეწონებათ. მეტად მომთმენი უნდა იყოთ ადამიანების მიმართ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება მხოლოდ შავ–თეთრი ტონებისგან არ შედგება.
მშვილდოსანი: თქვენში ნათელი ემოციები დაისადგურებს. სადაც არ უნდა იყოთ, ამ განწყობის წყალობით გაიბრწყინებთ. ამ მდგომარეობის ერთადერთი მინუსი ისაა, რომ გაგიჭირდებათ ყოფითი საკითხების გადაჭრა. თავს ყველაზე კარგად იქ იგრძნობთ, სადაც ცხოვრება დუღს, არის მუსიკა, ხალხმრავლობა, მხიარულება და ურთიერთობები.
თხის რქა: არის შანსი, რომ წარსულს გადააწყდეთ. ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი მოგონებები, ძველი ფოტოალბომი. არც ისაა გამორიცხული, რომ დიდი ხნის უნახავ ადამიანს შეხვდეთ, გაიხსნას რაღაც ოჯახური საიდუმლო. მოკლედ რომ ვთქვათ, დღევანდელი რაღაც მოვლენები წარსულთან იქნება დაკავშირებული.
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2019
ზოდიაქოს ნიშნები - ოთხი დრო, ოთხი სტიქია
მერწყული: კომუნიკაბელურობის წყალობით საერთო ენას ნებისმიერთან გამონახავთ. ვარსკვლავები მოგანიჭებენ ქარიზმას. ამის წყალობით ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ, რაც დაკავშირებულია კარიერასთან, წინსვლასთან, მოლაპარაკებებთან და ურთიერთობებთან. უკეთეს დროს ვერ იპოვით სიყვარულის აღიარებისთვის.
თევზები: ფულთან დაკავშირებით ზედმეტად უზრუნველი იქნებით. გაგიჩნდებათ ავანტიურაში ჩაბმის სურვილი. არის რისკი, რომ ფული ქარს გაატანოთ. ეს რომ არ მოხდეს, თითოეული თეთრი უნდა გააკონტროლოთ და საერთოდ სჯობს, დღეს ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს საერთოდ არ გაეკაროთ.
ყველა ახალი ამბავი
0