დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 მარტი

© Pixabay / Fotocitizenდაისი
დაისი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 4 მარტია, პარასკევი. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
იქნება დიდი ხნის წინ დასახული მიზნების განხორციელების შანსი. მაგრამ ამისთვის მხოლოდ ჩვეული მეთოდებით არ უნდა იმოქმედოთ. მზად იყავით ექსპერიმენტების, იმპროვიზაციებისთვის. შესაძლებელია მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. სჯობს, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები საქმეებთან დაკავშირებით; მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 მარტი>>
ვერძი: სჯობს, დილიდანვე შეუდგეთ მუშაობას. სერიოზული საკითხები არ განიხილოთ მათთან, ვინც თქვენს თვალსაზრისს აქამდე არ იზიარებდა. შესაძლებელია სამუშაო საკითხების განხილვა არაფორმალურ გარემოში, რის შედეგადაც არაა გამორიცხული საქმიანი ურთიერთობების მეგობრულ კავშირად გადაქცევა.
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
მარტის ჰოროსკოპი: როგორი იქნება გაზაფხულის პირველი თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: ყურადღება გაამახვილეთ ყველაზე მნიშვნელოვანზე. გექნებათ მიზნის მიღწევის შანსი. კარგი დღეა საყიდლებისთვის. ეცადეთ, ემოციური მდგომარეობა გააკონტროლოთ, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში, რადგან ამ დროს განწყობა ხშირად შეგეცვლებათ. ეცადეთ, მოერიდოთ სტრესულ სიტუაციებს.
ტყუპი: ეძებეთ შთაგონების წყარო – ეს ჰაერივით გჭირდებათ. კარგი იქნება ცხოვრებაში რაღაც ახლის შემოტანა, რუტინისგან თავის დაღწევა. ყურადღება მიაქციეთ მოულოდნელ მოვლენებს – ამან შეიძლება ახალი იდეები წარმოშვას. დილისგან განსხვავებით საღამო მშვიდი იქნება, რომელიც სჯობს, ახლობლებთან გაატაროთ.
კირჩხიბი: მრავალფეროვანი და დატვირთული დღე გელოდებათ. გაუმკლავდებით როგორც ძველ, ისე ახალ ამოცანებს. შეუმჩნეველი არ დარჩება თქვენი ლიდერის თვისებები – ადამიანები მხარს დაუჭერენ თქვენს იდეებს. დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, ვერ აიცილებთ გაუგებრობებს. ეცადეთ, გეგმის მიხედვით იმოქმედოთ.
გული, სიყვარულის ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2022
ზოდიაქო: ოთხი ნიშანი და ნამდვილი სიყვარულის პოვნის უდიდესი შანსი მარტში
ლომი: კარგი დღეა ადრე დაწყებული საქმეების დასამთავრებლად. მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ, რომ საჭირო შედეგი მიიღოთ. კარგი დღეა სახლის მოსაწესრიგებლად, ასევე საოჯახო ნივთების ყიდვისთვის. ჩვეული საქმეები მოსაწყენად არ მოგეჩვენებათ. ამასთან, ხშირად ამ საქმეებს შემოქმედებითად მიუდგებით.
ქალწული: თქვენს ნიჭს სრულიად მოულოდნელი კუთხით გამოიყენებთ, გააკეთებთ იმას, რაც აქამდე არ გამოგდიოდათ. შეგიძლიათ ახალ საქმეს შეეჭიდოთ. დღის მეორე ნახევარში გაგახარებთ სასიამოვნო შეხვედრები. შესაფერისი დროა იმ ადამიანთან შესახვედრად, რომელზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ.
სასწორი: ნაყოფიერი დღე გელოდებათ. დილითვე გახდება ცხადი, რომ საქმე ბევრი გაქვთ და თითოეულს ყურადღება ესაჭიროება. მოგიწევთ ერთდროულად რამდენიმე საკითხის გადაჭრა. ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლის გაგება. გარშემომყოფებთან საერთო ენას უპრობლემოდ გამონახავთ.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ
მორიელი: ბევრს მიაღწევთ, თუ დამოუკიდებლად იმუშავებთ. თუნდაც რთულ და ახალ საქმეს შეეჭიდოთ, ნუ დაელოდებით დახმარებას, გადადგით პირველი ნაბიჯები და მოკავშირეებიც მალე გამოჩნდებიან. კარგი დღეა დოკუმენტების, ანგარიშებისა და სხვა ისეთი საქმეების გასაკეთებლად, სადაც დეტალებისადმი ყურადღებაა საჭირო.
მშვილდოსანი: ქაოსსა და შფოთვას, დიდი ალბათობით, თავიდან ვერ აიცილებთ. მაგრამ სირთულეები არ შეგაშინებთ. გადალახავთ ყველა დაბრკოლებას. თქვენი ოპტიმიზმი გარშემომყოფებსაც „გადაედებათ“. კარგი დღეა მცირე ყოფითი პრობლემების გადასაჭრელად. ამით ცხოვრებას უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდით.
თხის რქა: კარგი დღეა საქმიანი ურთიერთობების, სამუშაო გეგმების განხილვისთვის. არაა გამორიცხული თანამშრომლობა, რომელიც კარიერული მწვერვალებისკენ გაგიხსნით გზას. გაგახარებთ ძველ ნაცნობებთან შეხვედრა. დღის მეორე ნახევარში ისეირნეთ, იმგზავრეთ განსხვავებული მარშრუტით – ეს განწყობას გაგიუმჯობესებთ.
გულები და ჯვრები  - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2019
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები
მერწყული: გაწონასწორებული გადაწყვეტილებებისა და კარგად მოფიქრებული მოქმედებების დღეა. შეძლებთ თავის გაკონტროლებას, თუ რამე გეგმის მიხედვით არ წავიდა. ეცადეთ, ზედმეტ ნერვიულობას მოერიდოთ, ყურად არ იღოთ ნეგატიური ინფორმაციები. შესაძლებელია სასიამოვნო მოვლენა ოჯახში, თანხის მიღება.
თევზები: სურვილი გაქვთ, რომ რაღაც რთული ამოცანა გადაჭრათ. დიდია ალბათობა, რომ წარმატებას მიაღწიოთ. თქვენი იდეები ბევრს მოეწონება. კარგი დღეა ფიზიკური აქტიურობისთვის, გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის. ფრთხილად იყავით ინფორმაციებთან დაკავშირებით – შემოწმების გარეშე მათ არ ენდოთ.
ყველა ახალი ამბავი
0