რაზე მეტყველებს ტკივილები მარცხენა ნეკნებქვეშ: მიზეზები და სიმპტომები

© Pexels / Polina Zimmermanქალი დივანზე
ქალი დივანზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2022
გამოწერა
მარცხენა ნეკნებქვეშ (ანუ მარცხენა ჰიპოქონდრიუმის) ეპიზოდურ თუ რეგულარულ ტკივილებს ქალებიც უჩივიან და მამაკაცებიც.
ეს შეგრძნებები შესაძლოა იყოს როგორც მკვეთრი და მტკივნეული, ისე სუსტი და ინტენსიური, ასევე სერიოზული დისკომფორტის გამომწვევი, ან ისეთი, რომელიც პრაქტიკულად არ უშლის ხელს ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
როგორც ექიმები ამბობენ, მარცხენა ჰიპოქონდრიუმის ტკივილის მიზეზები მრავალფეროვანია და ტრავმიდან ანთებამდე ან სიმსივნეებამდეც კი ვარირებს.
სპეციალისტებმა განმარტეს, რა არის მარცხენა ნეკნებქვეშ ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი. მათი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მარცხენა ნეკნქვეშ ქალებსაც და მამაკაცებსაც ერთი და იგივე ორგანოები აქვთ – ელენთა, პანკრეასი, კუჭის ნაწილი, მსხვილი და წვრილი ნაწლავები, ამ ადგილის ტკივილის მიზეზებიც იდენტურია. თუმცა...
ფეხები - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
რაზე მეტყველებს სიმძიმე ფეხებში: დასახელდა საშიში დაავადებები
თუმცა არსებობს გამონაკლისიც: ქალებს ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში ამ არეში ტკივილები ზოგჯერ იმის გამო უჩნდებათ, რომ ფიზიკური დატვირთვის ან სხეულის მოუხერხებელი მდგომარეობის გამო საშვილოსნო შინაგან ორგანოებს აწვება. ასეთ შემთხვევაში ტკივილი სუსტია და თავისთავად გადის.
როგორც მედიკოსები ამბობენ, მარცხენა ნეკნებქვეშ ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი ის ორგანო, რომელიც ამ არეში მდებარეობს. ყველაზე ხშირად ტკივილები კუჭქვეშა ჯირკვლის, კუჭისა და ელენთის პათოლოგიებითაა გამოწვეული.
თუმცა ამის დარწმუნებით თქმა, სანამ ადამიანი გამოკვლევას არ ჩაიტარებს, შეუძლებელია, ვინაიდან ისეც ხდება, რომ ტკივილს სხეულის სხვა ადგილზე მდებარე ორგანოც გადასცემს ხოლმე. მაგალითად, მარცხენა ნეკნქვეშ უსიამო შეგრძნებები შეიძლება გულის ტკივილმა გამოიწვიოს.
არ გამოტოვოთ: როგორ დავიწიოთ წნევა ვაშლის ძმრით სწრაფად - ბრიტანელი მედიკოსების რჩევა

მარცხენა ნეკნებქვეშ ტკივილის მიზეზები და სიმპტომები

მწვავე პანკრეატიტი − შეტევა ვითარდება დიეტის დარღვევის, ალკოჰოლის მოხმარებისა და სხვა მიზეზების გამო. ამ შემთხვევაში ადამიანი განიცდის აუტანელ ტკივილს, რომელიც შეიძლება სარტყლისებურ ტკივილში გადაიზარდოს და მუცლის ზედა ნაწილი და ზურგიც ჩაითრიოს. ამ დროს შესაძლოა ადამიანს დაეწყოს ღებინება და აუწიოს სიცხემ.
ქრონიკული პანკრეატიტი − ამ დროს ტკივილი მოსაწყენი და მტკივნეულია, ჩნდება მუცლის „სიღრმეში“ და ვრცელდება ზევით, რომელსაც თან ახლავს სიმძიმის შეგრძნება მარცხენა ნეკნქვეშ, გულისრევა და სტეატორეა (ცხიმის მაღალი შემცველობა განავალში, მოუნელებელი ნაწილაკებით).
ქრონიკული გასტრიტი − კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველაზე „პოპულარული“ დაავადება, რომელსაც ყველაზე ხშირად ბაქტერია Helicobacter pylori იწვევს. გასტრიტის მქონე პაციენტები შეიძლება უჩიოდნენ ტკივილს კუჭის ზედა ნაწილში და ასევე მარცხენა ნეკნის ქვეშ. ტკივილი არის მკვეთრი, მღრღნელი, მჩხვლეტი და, როგორც წესი, ჭამას უკავშირდება.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული − ეს ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ამ ორგანოების ლორწოვან გარსზე წყლულოვანი დეფექტები ჩნდება. გასტრიტის მსგავსად, წყლულებს ყველაზე ხშირად ბაქტერია Helicobacter pylori იწვევს. დაავადების ტიპიური მიმდინარეობისას ხშირია ტკივილები კუჭის ზედა ნაწილში, რომელიც შეიძლება გადაეცეს მარცხენა ნეკნქვეშ, მარჯვენა მხარსა და ასევე ბეჭს. ტკივილი შეიძლება დაიწყოს ღამით, უზმოზე და ჭამიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ. ტკივილები შეიძლება იყოს: მღრღნელი, მწვავე, შეტევითი ხასიათისა ან „ხანჯლისებური“.
ელენთის ტრავმა − ელენთის დაჟეჟილობის ან გასკდომის დროს მარცხენა ნეკნქვეშ მწვავე ტკივილები ჩნდება. მისი ინტენსივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მძიმედ არის ორგანო დაზიანებული. როგორც წესი, ტკივილი მკვეთრია და მჭრელი, აიძულებს პაციენტს წამოწვეს, მოიხაროს და მუხლები მუცელზე მიიჭიროს. ტკივილი შეიძლება გავრცელდეს მარცხენა მხარზე და ასევე გულის არეში.
ელენთის გადიდება, სპლენომეგალია − ეს დამოუკიდებელი დაავადება კი არ არის, არამედ მდგომარეობაა, რომელიც სხვადასხვა პათოლოგიების – სიმსივნეების, აუტოიმუნური და ინფექციური დაავადებების ფონზე ვითარდება. სპლენომეგალიის დროს ელენთა ზომაში იმატებს და პაციენტს ყრუ, მღრღნელი ტკივილები ეწყება მარცხენა ნეკნქვეშ, რაც მოხრისა და ფიზიკური აქტივობის დროს კიდევ უფრო ძლიერდება.
მიოკარდიუმის ინფარქტი − ზოგჯერ პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ უფრო ხშირად მას თან ახლავს მკვეთრი ტკივილი და წვა გულ-მკერდის ცენტრალურ ნაწილში. ტკივილი შეიძლება გავრცელდეს მარცხენა მხარზე, მკლავზე, ყბაზე, მუცლის ზედა ნაწილში და ზოგჯერ მარცხენა ნეკნქვეშაც. ამ დროს პაციენტს აღენიშნება არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა, გახშირებული გულისცემა, ცივი ოფლი.
ნეკნთაშუა ნევრალგია − ნეკნთაშუა ნევრალგია ვითარდება ტრავმის, ინფექციის, ენდოკრინული დარღვევებისა და მრავალი სხვა მიზეზის გამო. ნევრალგიის დამახასიათებელი ნიშანია ნეკნთაშუა ნერვების გასწვრივ მწვავე ძლიერი ტკივილი, რომელიც ზოგ შემთხვევაში მარცხენა ნეკნქვეშ ლოკალიზდება. პაციენტები ამ ტკივილს ხშირად აღწერენ როგორც „ჭვალის გავლას“, ან „დენის დარტყმას“.

ტკივილის პროფილაქტიკა სახლის პირობებში

მარცხენა ნეკნქვეშ ტკივილის აღსაკვეთად უნივერსალური მეთოდები არ არსებობს, თუმცა ექიმები იძლევიან გარკვეულ რეკომენდაციებს, რომელთა დაცვაც მეტად სასურველია.
არ გამოტოვოთ: თუ ფეხი იღრძეთ - პირველი დახმარება და მოსალოდნელი გართულებები
სპეციალისტების თქმით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების თავიდან არიდება შესაძლებელია სამი წესის დაცვით.
ესენია:
სწორი კვება,
მოწევისთვის თავის დანებება,
ალკოჰოლის ზომიერი სმა.
ამასთან, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ქრონიკული პანკრეატიტის, გასტრიტის და წყლულის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ მედიკამენტები, დაიცვან დიეტა და ექიმის სხვა დანიშნულებები.
ექიმების სხვა საინტერესო და სასარგებლო რჩევები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
ყველა ახალი ამბავი
0