რაზე მეტყველებს სიმძიმე ფეხებში: დასახელდა საშიში დაავადებები

© Pexels / cottonbroფეხები
ფეხები - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
გამოწერა
თბილისი, 12 იანვარი − Sputnik. ფეხებში სიმძიმის შეგრძნება ერთნაირი სიხშირით გვხვდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. როგორც წესი, ის სიმეტრიულად ჩნდება მუხლს ქვემოთ, წვივის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, აცხადებენ სპეციალისტები.
ექიმებმა განმარტეს, რა იწვევს სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში და რა დაავადებაზე შეიძლება მეტყველებდეს ეს.
მათი თქმით, როგორც წესი, სიმპტომები ჩვეულებისამებრ საღამოობით ძლიერდება და ეს ძირითადად სისხლძარღვებში სისხლის სტაგნაციითაა გამოწვეული.
ამასთან აღინიშნება, რომ სუსტი სიმძიმე ფეხებში − ეს ნორმალური მოვლენაა ფიზიკური დატვირთვის, მაგალითად, ხანგრძლივი სიარულის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება წვივებში მკვეთრმა ტკივილმაც კი იჩინოს თავი − ზოგჯერ ჩხვლეტებისა და ჟრუანტელის თანხლებით.
„ცუდი“ ქოლესტერინის ხილული ნიშანი: შეიმოწმეთ ფეხები>>
როგორც წესი, დაღლილობით გამოწვეული ტკივილის მოსახსნელად წამოწოლა და ფეხების მაღალზე დალაგება კმარა. მაგრამ თუ ტკივილი ხშირად გაწუხებთ, განსაკუთრებით კი მოკლე მანძილის გავლის შემდეგ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება შეიძლება შემდეგ დაავადებებზე მეტყველებდეს:
ლიმფოსტაზი (ლიმფედემა) − ორგანიზმის ლიმფური სისტემის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ხელები და ფეხები შეშუპებულია. ლიმფედემის დროს პაციენტები ზოგჯერ განიცდიან დაძაბულობის შეგრძნებას კანჭებში, ასევე შუპდება ფეხები და ფეხის თითები, რაც ღამის ძილის შემდეგაც არ ცხრება.
ვარიკოზული დაავადება − ყველაზე გავრცელებული პათოლოგიური მიზეზია. ამ დროს ფეხები ძალიან შეშუპებულია, კანი ფერმკრთალდება ან მოლურჯო ხდება. ჩნდება მტანჯველი ტკივილი, რაც სიარულისას კიდევ უფრო ძლიერდება. ვენების ვარიკოზული გაგანიერების მძიმე სტადიების დროს პაციენტები მუდმივად განიცდიან სიმძიმეს ფეხებში − მიუხედავად სხეულის პოზიციისა და დღის მონაკვეთისა.
მიაქციეთ ყურადღება! დაავადებები, რომლებზეც ცივი ფეხები მეტყველებს>>
გულის პათოლოგიები − ასეთი დაავადებების მქონე პაციენტების უმეტესობა ფეხებში მომატებულ სიმძიმეს უჩივის. გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში ფიქსირდება აკროციანოზიც − ხელ-ფეხის გალურჯება და ასევე ტერფებისა და წვივების სიმეტრიული შეშუპება.
თირკმლების დაავადება − ასეთ დროს სიმძიმე ვლინდება ფეხის შეშუპების საწყის ეტაპზე. ასეთი სიმპტომები მეტყველებს თირკმლის მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტზე, თირკმლის ქრონიკულ უკმარისობაზე, დიაბეტურ გლომერულოსკლეროზზე.
შაქრიანი დიაბეტი − ამ დაავადებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, ასევე ღამით კრუნჩხვები, დაბუჟება და ჩხვლეტა.

როდის მივმართოთ ექიმს

ფეხებში სიმძიმე ნელა პროგრესირებად სინდრომად მიიჩნევა, პაციენტს შეიძლება სხვა ჩივილები არც ჰქონდეს. თუმცა პათოლოგიის შემთხვევაში დროის დაკარგვამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ფეხებში სიმძიმე მუდმივად გაწუხებთ − ხანგრძლივი სიარულისა და ძლიერი ფიზიკური დატვირთვის გარეშე.
ყველა ახალი ამბავი
0