როგორ დავიწიოთ წნევა ვაშლის ძმრით სწრაფად: ბრიტანელი მედიკოსების რჩევა

© Pixabay / wicherekვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
გამოწერა
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. მაღალი არტერიული წნევა ჯანმრთელობას სერიოზულ რისკებს უქმნის, თუმცა არსებობს ერთი ძალიან სასარგებლო სასმელი, რომელიც ამ საფრთხეებს აგარიდებთ, წერს Daily Express-ი სპეციალისტებზე დაყრდნობით.
გამოცემა შეგვახსენებს, რომ სისხლის მაღალი წნევა:
ზრდის გულის შეტევისა და ინსულტის რისკებს;
შეუძლია გამოიწვიოს თირკმლისა და გულის უკმარისობა;
აქვეითებს მხედველობას;
იწვევს სისხლძარღვოვან დემენციას.

„საბედნიეროდ, არსებობს სასმელი, რომელიც ჰიპერტონიასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, თუ მას ყოველდღე მიირთმევთ. ეს ვაშლის ძმარია — ნატურალური და ხელმისაწვდომი საშუალება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად“ , — წერს გამოცემა.

ექიმების თქმით, ვაშლის ძმარს, გარდა იმისა, რომ აქვეითებს არტერიულ წნევას, ასევე აქვს ანტიკოაგულანტური თვისებები, რაც გულის შეტევებისა და ინსულტების რისკებს ამცირებს.
ამასთან მას ახასიათებს ანთების საწინაარმდეგო თვისებებიც, რაც ტკივილებისა და შეშუპებების მოხსნას უწყობს ხელს.
მაღალი წნევა: თხილი, რომელიც ძილშიც კი დაგიცავთ ჰიპერტონიისგან>>
გამოცემის ცნობით, მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ვაშლის ძმრის ყოველდღე მიღებას სისხლის წნევის დაწევა შეუძლია — თირკმლის ფერმენტის, რენინის აქტიურობის შესუსტების გზით.
აღინიშნება, რომ სწორედ რენინი აგებს პასუხს სისხლძარღვების გაგანიერება-შევიწროებაზე. სისხლის წნევა კი, როგორც ცნობილია, მაშინ იწევს მაღლა, როდესაც სისხლძარღვები ვიწროვდება.
„რენინის აქტიურობის დათრგუნვით, ვაშლის ძმარს შეუძლია მოდუნებაში დაეხმაროს სისხლძარღვებს (ინჰიბიტორი-პრეპარატების ანალოგიურად), რასაც არტერიულ წნევის დაწევა მოჰყვება შედეგად“, — აცხადებს მედიცინის დოქტორი სარა ბრიუერი.
ირკვევა, რომ ჯანმრთელობის ექსპერტებს შორის ვაშლის ძმარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამკურნალო საშუალებაა.
მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ხალხური მეთოდებით>>
გარდა იმისა, რომ სისხლის წნევას აქვეითებს, ის ასევე:
აღადგენს ნაწლავების მიკრობიომას;
აუმჯობესებს საჭმლის მონელებას;
აღკვეთს წონის მომატებას,
ხელს უშლის დიაბეტის განვითარებას.
ამასთან ვაშლის ძმარი სასარგებლოა ისეთი დაავადებებისა და პრობლემების დროს, როგორებიცაა: ართრიტი, უძილობა, გულძმარვა, აკნე (მუწუკები), ალერგია და სხვა.
ექიმების თქმით, ვაშლის ძმარი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს ებრძვის და ხანდაზმულებსაც კი ეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში.

როგორ უნდა მივიღოთ ვაშლის ძმარი

წნევის გაზომვა - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
არტერიული წნევა — ნორმალური დონე ასაკის მიხედვით და დარეგულირების უეფექტურესი რეცეპტი
მაღალი წნევის სამკურნალოდ ვაშლის ძმრის მიღების რამდენიმე მარტივი რეცეპტი არსებობს.
1. ერთ ჭიქა ადუღებულ თბილ წყალში გახსენით 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი (აუცილებლად ვაშლის!), შეგიძლიათ გემოსთვის დაუმატოთ თაფლი.
თუ წნევა მცირედ გიწევთ, სასმელი შეგიძლიათ დალიოთ დღეში ერთხელ. ხოლო თუ პრობლემა სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს, მაშინ — დღე-ღამეში სამჯერ.
2. ერთ ჭიქა ცივ წყალში გახსენით ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და ½ ჭიქა მჟავე რძე. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ასეთი ნარევი დღეში ორჯერ — საუზმისა და ვახშმის წინ. ოღონდ დალევამდე მოურიეთ.
ექიმების თქმით, წნევის დასაწევად ასევე ძალიან კარგია ვაშლის ძმრის კომპრესები. მათი მტკიცებით, ძმარში დასველებული საფენები მალევე აქვეითებს მაღალ წნევას, ოღონდ ხანგრძლივ ეფექტს არ იძლევა.

ვაშლის ძმრის კომპრესები:

აიღეთ ბამბის ქსოვილი, დაასველეთ ძმარში და დაიფინეთ ორივე ქუსლზე 10 წუთით.
იმ შემთხვევაში, თუ წნევის დაწევა მაქსიმალურად მოკლე დროშია აუცილებელი, შეგიძლიათ ვაშლის ძმარში დასველებული ქსოვილით ორივე ტერფი შეიფუთოთ დაახლოებით 15 წუთით.
როგორც ექიმები გვაფრთხილებენ, გამომდინარე იქიდან, რომ ვაშლის ძმარი მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა, ზოგ ადამიანს მისმა შინაგანმა მიღებამ შესაძლოა ზიანი მოიაყენოს.
მათი რეკომენდაციით:
არ შეიძლება ვაშლის ძმრის დალევა გაუზავებლად;
დიაბეტით დაავადებულებმა მანამ, სანამ ვაშლის ძმრის მიღებას დაიწყებენ, აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან;
ვაშლის ძმრის მიღების შემდეგ აუცილებელია პირის ღრუს სუფთა წყლით გამოვლება — რათა კბილების მინანქარი არ დაზიანდეს.

ვაშლის ძმრის დაყენება სახლის პირობებში

წნევის გაზომვა - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
აუცილებლად გაიზომეთ წნევა ორივე ხელზე - ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია
ამ რეცეპტის ერთადერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ პროდუქტის მიღებას ორი თვე სჭირდება.
მსხვილ სახეხზე გახეხეთ გარეცხილი ვაშლი — დაახლოებით 1 კგ ოდენობით. გახეხვისას არ ამოაჭრათ გული და არც გათალოთ — ძმარი მთელი ვაშლისგან მზადდება, თავისი თესლებითა და კანით.
გადაიტანეთ მიღებული მასა მინის ჭურჭელში და დაასხით 1 ლ თბილი (არა ცხელი) წყალი. დაამატეთ 50 გრამი თაფლი ან შაქარი.
ჭურჭელს დააფარეთ მარლა და დადგით ბნელ ადგილას ორი კვირით. ამ ხნის განმავლობაში ნარევი დღეში ერთხელ ან ორჯერ უნდა შეანჯღრიოთ ან მოურიოთ.
ორი კვირის შემდეგ გადაიღეთ წვენი სუფთა ჭურჭელში (რეკომენდებულია მხოლოდ შუშის ჭურჭლის გამოყენება). თუ გსურთ, შეგიძლიათ კვლავ დაამატოთ 50 გრამი თაფლი ან შაქარი.
გაიმეორეთ იგივე პროცედურა: დააფარეთ ჭურჭელს მარლა და მოათავსეთ ბნელ, გრილ ადგილას, რათა მშვიდად დადუღდეს.
ეს ეტაპი დაახლოებით 1,5-2 თვე გრძელდება, ანუ მანამ, სანამ სითხის ფერი არ დაიწმინდება და დუღილს არ შეწყვეტს.
ამის შემდეგ ძმარი უკვე მზადაა. გადაწურეთ და გამოიყენეთ.
წყარო: Daily Express
ყველა ახალი ამბავი
0