აუცილებლად გაიზომეთ წნევა ორივე ხელზე - ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია

© Pixabay / geraldoswald62წნევის გაზომვა
წნევის გაზომვა - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
მედიკოსები ირწმუნებიან, რომ ატერიული წნევა ორივე ხელზე უნდა იზომებოდეს, რათა დავადგინოთ, ხომ არ არის მათ შორის სასიკვდილოდ სახიფათო განსხვავება

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. არტერიული წნევა უნდა იზომებოდეს არა ერთ, არამედ ორივე ხელზე, რათა სახიფათო სიმპტომები არ გამოგვეპაროს, ნათქვამია სამედიცინო კვლევაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Hypertension–შია გამოქვეყნებული.

წნევის გაზომვა - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
არტერიული წნევა — ნორმალური დონე ასაკის მიხედვით და დარეგულირების უეფექტურესი რეცეპტი

გავრცელებული ინფორმაციით, სწავლულებმა 24 სამეცნიერო ნაშრომი შეისწავლეს, რომელიც 57 ათასი პაციენტის შესახებ მონაცემებს შეიცავდა. ანალიზის დასრულების შემდეგ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მარჯვენა და მარცხენა ხელებს შორის ხუთი პუნქტით განსხვავებული წნევა ინფარქტის, ინსულტისა და ნაადრევი სიკვდილის რისკებს შეიცავს.

„რაც უფრო დიდია სხვაობა, მით მაღალია ამის რისკი“, — ნათქვამია კვლევაში.

მეცნიერების აზრით, მარცხენა და მარჯვენა ხელებს შორის არტერიული წნევის თითო მილიმეტრიანი განსხვავება გულის პრობლემებით სიკვდილის რისკს 1%-ით ზრდის.

განსხვავებული წნევის მიზეზები

თუმცა ექიმები გვამშვიდებენ, რომ განსხვავებული წნევის შემთხვევაში მაშინვე პანიკაში ჩავარდნა საჭირო არ არის. საქმე ისაა, რომ ასეთი მდგომარეობა შეიძლება არც ისე სერიოზული მიზეზებით იყოს გამოწვეული. მაგალითად, ხელებში განსხვავებული ტონუსით.

მარჯვენა და მარცხენა ხელებს შორის განსხვავებული წნევის მიზეზები ასევე შეიძლება იყოს:

  • აღელვებული მდგომარეობა;
  • ანატომიური თავისებურებები;
  • ერთ ხელზე უფრო მეტად განვითარებული მუსკულატურა;
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

იმისათვის, რომ განსხვავებული წნევის ნამდვილი მიზეზი დადგინდეს, დამატებითი სამედიცინო გამკვლევაა საჭირო.  

ყველა ახალი ამბავი
0